რატომ იზრდება ვენებსა და არტერიებში თრომბების ფორმირების რისკი - ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იზრდება ვენებსა და არტერიებში თრომბების ფორმირების რისკი - ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი

რომელიც თავიდან აგავაცილებს სისხლის ჭარბ კარგვას და საშიშ გართულებებს. შედედების პროცესი მრავალსაფეხურიანია და სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს.

ფოსფოლიპიდი ორგანიზმში არსებული ერთ-ერთი ცხიმოვანი ნივთიერებაა. ის უჯრედების ზედაპირული მემბრანის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ბუნებრივია, ეს ეხება სისხლის უჯრედებს და სისხლძარღვთა ამომფენ უჯრედებს. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს ამ უჯრედთა ფოსფოლიპიდების ან მათთან დაკავშირებული ცილების მიმართ.

ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების არსებობა ზრდის ვენებსა და არტერიებში თრომბების ფორმირების რისკს, იწვევს ორსულობის თვითნებურ შეწყვეტასა და მკვდრადშობადობას.

თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, მიუხედავად აღნიშნული ანტისხეულების მატებისა, ჩამოთვლილი გართულებები არ აღენიშნებათ. როცა ორგანიზმში არის ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები და ყალიბდება თრომბოზი ან რთულდება ორსულობა, ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომზე საუბრობენ.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი აუტოიმუნური დაავადებაა.

ეს ნიშნავს, რომ ადამიანის იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარი ჯანმრთელი ქსოვილებისა და ორგანოების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.

ანტიფოსფოლიპიდურიროგორ ვლინდება

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის გამოვლენა სისხლის ანომალიურ შედედებასთან არის დაკავშირებული. როგორც აღვნიშნეთ, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების არსებობა ზრდის არტერიებსა და ვენებში თრომბების ფორმირების რისკს. თუ პაციენტი არ მკურნალობს, იმატებს განმეორებითი თრომბოზის რისკი. თრომბის არსებობა სისხლძარღვში მკვეთრად ამცირებს, ხოლო სანათურის სრული დახშობისას წყვეტს სისხლის ნაკადს.

ამ პროცესის შედეგი, რაც სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით შეიძლება გამოვლინდეს, დამოკიდებულია თრომბის ლოკალიზაციაზე. თავის ტვინის არტერიებში თრომბის არსებობისას უარესდება ტვინის სისხლმომარაგება, რაც შესაძლოა ხანმოკლე, გარდამავლი მოშლის ან ინსულტის - ტვინის შეუქცევადი დაზიანების მიზეზად იქცეს. თირკმლის არტერიების თრომბოზის გამოვლინებაც ვარიაბელურია - უმნიშვნელო დისფუნქციიდან თირკმლის უკმარისობამდე.

კიდურის ვენების თრომბოზი იწვევს დაზიანებული არის ტკივილსა და შეშუპებას. ამ მდგომარეობას ღრმა ვენების თრომბოზს უწოდებენ. ის უმეტესად ქვედა კიდურებში ვითარდება, თუმცა არც ზედას დაზიანებაა გამორიცხული.

გარდა აღწერილი სიმპტომებისა, არსებობს საფრთხე, თრომბის ნაწილი მოწყდეს, გულის გავლით ფილტვის არტერიაში გადაინაცვლოს და ფილტვისკენ მიმავალი სისხლის ნაკადი დააბრკოლოს. თრომბის ამ ნაწილს ემბოლს უწოდებენ, აღწერილ მდგომარეობას კი - ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს თავს იჩენს გულმკერდის ტკივილი და შებოჭილობა, ქოშინი, ხველა, ზოგჯერ - სისხლიანი, ტაქიკარდია, არითმია. ძალიან დიდმა თრომბმა შესაძლოა მოკლას კიდეც პაციენტი.

ზოგიერთ შემთხვევაში ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი იწვევს თრომბოციტოპენიას - სისხლში არსებული შედედებაში მონაწილე უჯრედების, თრომბოციტების, რიცხვის შემცირებას. თრომბოციტების რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირებისას იმატებს სისხლდენის რისკი. მოსალოდნელია სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან, კანქვეშ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საშვილოსნოდან.

ისიც უნდა ითქვას, რომ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს თრომბოციტების რიცხვის შემცირება თრომბოზის მომატებულ რისკთან უფრო ხშირად არის ასოცირებული, ვიდრე სისხლდენასთან.

წაიკითხეთ სრულად