ამილოიდოზი - როგორ ვლინდება დააავადება და მკურნალობის რა გზები არსებობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

ამილოიდოზი - როგორ ვლინდება დააავადება და მკურნალობის რა გზები არსებობს

ამილოიდოზი - როგორ ვლინდება დააავადება და მკურნალობის რა გზები არსებობს
ამილოიდოზი არის კლინიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც უჯრედებსა და უჯრე-დგარე სივრცეში ლაგდება უხსნელი ანომალიური ცილის ამილოიდის ფიბრილები. ეს პროცესი ქსოვილთა და ორგანოთა ჯანსაღ ფუნქციობას არღვევს. ცილები, რომლებიც ამილოიდის ფიბრილებს ქმნიან, ზომით, ფუნქციით, ამინმჟავათა თანამიმდევრობითა და აგებულ-ებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ საბოლოოდ ქმნიან უხსნელ აგრეგატებს, რომლებიც სტრუქტურითა და ფუნქციებით მსგავსია.


სადღეისოდ ცნობილია 23-ამდე ცილა, რომლებიც ექსპერიმენტის დროს ამილოიდის ფიბრილებს ქმნიან. 


როგორ ვლინდება


დაავადების კლინიკური გამოვლინება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რომელი ორგანო ან სისტემაა დაზიანებული.

გარდა ამისა, მეორეული ფორმის გამოვლინებას განსაზღვრავს იმ დაავადების კლინიკაც, რომელიც
ამილოიდოზის მიზეზად იქცა.

ამილოიდოზის კლინიკური გამოხატულება, ჩვეულებრივ, მრავალი ორგანოს დაზიანების კომბინაციით არის განპირობებული. პაციენტები უჩივიან სისუსტეს, წონის კლებას, ადვილად დაღლას, ქოშინს, შეშუპებას, მგრძნობელობის დარღვევას, ზოგჯერ - წნევის დაქვეითებას.

ამ ნიშნებს შესაძლოა ერთვოდეს. აუხსნელი თირკმლის დაავადება, განსაკუთრებით - ნეფროზულ სინდრომთან ან კარდიომიოპათიასთან ერთად:

 

  • თირკმლის გადიდება;

 

  • არტერიული წნევის მატება (იშვიათია).

 

  • ღვიძლის ზომების მნიშვნელოვანი მატება თირკმლის დაავადებასთან ერთად:

  • ღვიძლის ამილოიდოზის დროს ეს ორგანო დიდდება, მაგრამ სიყვითლე იშვიათია;

 

  • აღწერილია ღვიძლის მნიშვნელოვანი გადიდებაც;

 

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმალურია, თუმცა გამორიცხული არ არის ტუტე ფოსფატაზის მატება;

 

  • შესაძლოა აღინიშნებოდეს საყლაპავის ვენების ვარიკოზი და მუცლის ღრუში თავისუფალი სითხის არსებობა - ასციტი;

 

  • გულის მარჯვენა ნაწილის უკმარისობა, რომელიც სწრაფად პროგრესირებს:

 

  • გულმკერდის ტკივილი არ არის დამახასიათებელი;

 

  • ელექტროკარდიოგრამის ვოლტაჟი დაბალია.
ნეიროპათია. ამ დროს პაციენტს ხშირად უბუჟდება მტევანი ან ტერფი. ნეიროპათია ასიდან ოც შემთხვევაში ვლინდება. ხშირია მაჯის გვირაბის სინდრომი - ხელის თითების დაბუჟების შეგრძნება, რაც ნერვზე ზეწოლით არის განპირობებული.

თვალის მინისებრი სხეულის ან მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანება თანდაყოლილი ამილოიდოზის ეჭვს ბადებს.

საყურადღებოა ავტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქციის ნიშნები - წამოდგომისას წნევის დაქვეითება ან ადრე დანაყრება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ამილოიდოზის გამოვლინება შეიძლება იყოს:

საყლაპავის მოტორიკის მოშლა, კუჭის ატონია, წვრილი და მსხვილი ნაწლავის მოტორიკის მოშლა, ფსევდოობსტრუქცია;

საჭმლის მონელებისა და შეწოვის დარღვევა - მალაბსორბცია;

სისხლდენა;

მაკროგლოსია - დიდი ენა, რაც ხშირია პირეველადი და მიელომასთან დაკავშირებული ამილოიდოზის დროს;

კანის ცვლილებები - პერიორბიტული პურპურა (კანის მოწითალო-მოიისფრო შეფერვა თვალების ირგვლივ).

ფარისებრი ჯირკვლის ამილოიდოზის შედეგად შესაძლოა აღმოცენდეს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მსგავსი ცვლილებები.

მკურნალობა


ამილოიდოზის მკურნალობა დაზიანებული ორგანოს მდგომარეობის შეძლებისამებრ კორექციითა და დაავადების გამომწვევი პათოლოგიის (ტუბერკულოზი, ბრონქოექტაზია, მიელომური დაავადება) მკურნალობით იწყება.

სამწუხაროდ, ამილოიდოზი ხშირად სწორედ ორგანოთა მძიმე დაზიანების შემდეგ ვლინდება. ამიტომაც არის მკურნალობის პირველი მიზანი მათი მდგომარეობის ნორმალიზება.

ცნობილია, რომ სიკვდილის მიზეზი ამილოიდოზის დროს უმეტესად თირკმელების ქრონიკული უკმარისობაა. ამილოიდოზს ხშირად იწვევს პერიოდული დაავადება ანუ ხმელთაშუაზღვისპირა ცხელება. დაავადება მემკვიდრეობითი ბუნებისაა, ხშირია ებრაელებში, თურქებში და ხმელთაშუა ზღვის აუზში მცხოვრებ სხვა ხალხებში. ახასიათებს ცხელების, სახსრების ტკივილის და მწვავე მუცლისთვის დამახასიათებელი სურათის პერიოდული აღმოცენება. პერიოდული დაავადების დროს ორგანოებში ამილოიდი ლაგდება.

ამ შეტევების თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატ კოლხიცინის მიღებით. ამჟამად მიმდინარეობს პირველადი ამილოიდოზის მკურნალობის მეთოდის კვლევა - იყენებენ ქიმიოთერაპიულ პრეპარატ მელფალანს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან ერთად.

თირკმლის ამილოიდოზის დროს ზოგჯერ თირკმლის გადანერგვას მიმართავენ. ამ დროს ხანგრძლივი გადარჩენადობა ისეთივეა, როგორიც სხვა მიზეზით თირკმლის გადანერგვისას, თუმცა პირველ წლებში სიკვდილიანობა უფრო მაღალია.

სამწუხაროდ, არის გადანერგილ თირკმელში ამილოიდის ჩალაგების ალბათობაც, თუმცა რეციპიენტთა დიდი ნაწილი მომდევნო წლებში თავს საკმაოდ კარგად გრძნობს.

წაიკითხეთ სრულად
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ხელების, ფეხების ან ოთხივე კიდურის დაბუჟების შეგრძნება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია.
აუტისტური სპექტრის დარღვევები კლასიკური აუტიზმის მსგავსია, ოღონდ ნაკლებად მძიმეა.
ორგანიზმის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედებას - ნორმალურ პროცესს,
გთავაზობთ ჩამონათვალს იმ სამსახურებრივი სიტუაციებისა, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება შეიძლება გამოიწვიონ:
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად