ჯანმრთელობის საფრთხეები, რომელთაც სამუშაო ადგილი იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობის საფრთხეები, რომელთაც სამუშაო ადგილი იწვევს

ხელის და მაჯის დაზიანებები

მაჯის კარპალური არხის სინდრომი - ის ხელის ზედმეტი გადაძაბვით არის გამოწვეული, ასევე ხშირი მიკროტრავმებით.

ადამიანები, რომლებსაც კომპიუტერთან მუშაობა უწვევთ, აღნიშნული სინდრომის საფრთხის ქვეშ არიან. ასევე, ის ადამიანები, რომლებიც ვიბრაციის მქონე ელექტრო საშუალებებით მუშაობენ.

ეცადეთ, ხშირად შეასვენოთ ხელი.

ზურგისა და კისრის ტკივილი

არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ მძიმე საგნების ხშირი აწევა გიწევთ თუ მთელი დღე ოფისში ზიხართ.

ორივე ზურგის, წელისა და ხერხემლის პრობლემების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

კისრის ტკივილი თითქოს პაწაწინა, უმნიშვნელო შეგრძნებაა.

თუმცა, ის დიდხანს შეიძლება არ გაქრეს. მისი მიზეზია, ნებისმიერ სამსახურეობრივ პირობებში, არასწორ პოზიციაში ყოფნა და კისრის კუნთების ზედმეტი დაჭიმვა, გადაძაბვა.

სმენის პრობლემები

მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი ხმაურიან გარემოში მუშაობს, რაც მომავალში მათი სმენის პრობლემებზე აისახება.

ასევე, დაახლოებით, 9 მილიონ ამერიკელს უწევს სხვადასხვა ნივთიერებასთან, მეტალთან მუშაობა, რამაც სმენის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს.

უამრავი ჩვენგანი ოფისებში ვიყენებთ ყურსასმენებს, რომელიც ასევე საზიანოა ჩვენი სმენისთვის.

ქვედა კიდურების შეშუპება და ტკივილი

საათობით ფეხზე დგომა ან ჯდომა სითხის დაგროვებას იწვევს ფეხებსა და ტერფებში, ე.წ პერიფერიული შეშუპება ვითარდება.

პერიფერიული შეშუპების დროს სითხე პირველ რიგში წვივებსა და ტერფებში გროვდება.

თვალის პრობლემები

ამერიკის მონაცემებით, ყოველწლიურად, 20 000 ადამიანს უზიანდება თვალები კომპიუტერთან მუშაობის შედეგად.

თვალის სიმშრალე, თავის ტკივილები, ბუნდოვანი ხედვა, კისრისა და მხრების ტკივილი - მათი „მეგობარი“ ხდება.

პრევენციის მიზნით, სიმშრალის დროს დაემორჩილეთ 20-20-20-ის წესს.

ყოველ 20 წუთში, 20 წამით შეისვენეთ და დააკვირდით 20 მეტრის მოშორებით რაიმე საგანს.

სტრესთან დაკავშირებული ტკივილები

სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს:

• თავის ტკივილი

• კონცენტრაციის პრობლემები

• დეპრესია

• შფოთვა

• დარღვეული ძილის რეჟიმი

აუციელებლად გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, მეგობრების სანახავად და სავარჯიშოდ.

თავის ტკივლი

ალბათ, სამსახურში შეგიმჩნევიათ ხშირად გტკივდებათ თავი. ამის მიზეზებია:

• სტრესული გარემო

• ხმაური

• ზოგ სამსახურში - სუნი

• შიმშილი, ან დეჰიდრატაცია

• კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა

თიაქარი

რა თქმა უნდა, მათ, ვისაც მძიმე ნივთების აწევა უწევთ, თიაქარის განვითარების მაღალი რიკსი აქვთ.

კანის პრობლემები

უამრავ ადამიანს აქვს სამსახური, სადაც სხვადასხვა მავნე და ალერგიულ ნივთიერებასთან უწევს მუშაობა.

ისინი კონტაქტური დერმატიტისგან დაცულები არ არიან.

რესპირატორული დაავადებები

მეხანძრეები, შემდუღებლები, მშენებლები და ყველა, ვისაც ცუდად ვენტილირებადი სამუშაო ადგილი აქვს, რესპირატორული დაავადებების საფრთხის ქვეშ არიან.

აუცილებლად შეწყვიტეთ მოწევა, თქვენი ფილტვები, ისედაც დიდ დატვირთვას განიცდის.