რატომ და როდის ვითარდება ქოშინი
შეიძლება შევადაროთ იმ მდგომარეობას, რაც სირბილის დროს გვემართება.
ქოშინი შეიძლება აღინიშნოს კიბეზე ასვლისას, ჩვეულებრივი სიარულის ან მოსვენებით მდგომარეობაში ყოფნისას. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
რა შეიძლება იყოს ქოშინის მიზეზი?
აღსანიშნავია, რომ ქოშინი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თანდათანობით, ან რამოდენიმე დღის ან საათის მანძილზე განვითარდეს.
თანდათანობით განვითარებული ქოშინის ძირითადი მიზეზებია:
- ბრონქ-ფილტვის სისტემის დაავადებები - ფილტვების ემფიზემა, ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, მუკოვისციდოზი, ტუბერკულოზი, ბრონქოექტაზიური დაავადება და ა.შ.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც იწვევენ გულის უკმარისობის განვითარებას- ჰიპერტონია, ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა, გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია და ა.შ.
- ჭარბი წონა- ამ შემთხვევაში მიზეზი არა მარტო ორგანიზმზე გაზრდილი დატვირთვაა, არამედ თანდართული პათოლოგიებიც.
"სწრაფად" განვითარებული ქოშინის ყველზე ხშირი მიზეზებია:
- ბრონქ-ფილტვის სისტემის დაავადებები - პნევმონია, ბრონქული ასთმა, ფილტვის არტერიის ემბოლია;
- გულის დაავადებები- გულის მანკები, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის იშემიური დაავადება და სხვა;
- ალერგიული რეაქციები- კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.
ქოშინის განვითარების მიზეზები
ქოშინის სიმპტომები, ძირითადად დაკავშირებულია ჰიპოქსიასთან, ანუ ორგანიზმში ჟანგბადის შემცველობის უკმარისობასთან ან ჰიპოქსემიასთან სისხლში ჟანგბადის ნაკლებობასთან. ჟანგბადის დონის დაქვეითების გამო, თავის ტვინში აქტიურდება სუნთქვის ცენტრი, რის შედეგადაც სუნთქვა თავისთავად ხშირდება. ქოშინის გამომწვევი დაავადებების მიხედვით გართულებული შეიძლება იყოს როგორც ჩასუნთქვა, ისე ამოსუნთქვა ან ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ერთდროულად.
ქოშინის მკურნალობა
პირველ რიგში უნდა დადგინდეს დისპნოეს გამომწვევი მიზეზი, რის შემდეგადაც განისაზღვრება თერაპიის მეთოდი. ქოშინის განვითარების საწყის სტადიაზე, ექიმის კონსულტაცია მინიმალური დანაკარგებით სიტუაციასთან გამკლავების საშუალებას მოგვცემს.