რა შეიძლება იყოს მუდმივი დაღლილობის მიზეზი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეიძლება იყოს მუდმივი დაღლილობის მიზეზი?

ქრონიკული დაღლილობის უმთავრესი მიზეზები დარღვეული ძილის რეჟიმი, არასწორი კვება და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობაა.

ანემია

რკინადეფიციტური ანემიის დროს, სისხლში ჟანგბადის გადაადგილება არის შეზღუდული.

რკინის დაბალი შემცველობა თავბრუსხვევას, სისუსტეს, გულის ფრიალსა და ქრონიკულ დაღლილობას იწვევს.

სისხლის მარტივი ტესტით ექიმი დაადგენს, არის თუ არა ანემია თქვენი სისუსტის მიზეზი.

შაქრიანი დიაბეტი

ენერგია, რომლის ნაკლებობასაც განიცდით, შესაძლოა, სისხლში შაქრის დონის ცვლილებების დარეგულირებას ხმარდება.

სხვა რიგ მიზეზებთან ერთად, დაღლილობა დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ირღვევა, ენერგია სათანადოდ ვერ ნაწილდება ორგანიზმში.

დაავადებული ადამიანის უჯრედები კარგად არ მუშაობს, ამ დროს ადამიანი მოდუნებულია და ნელი რეფლექსები ახასიათებს.

გულის დაავადება

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს მუდმივი დაღლილობა ჩვეული ამბავია.

მისი სიმპტომებია, ასევე: ხელების ან ფეხების შეშუპება და ქოშინი.

ძილის აპნოე

ძილის აპნოეს ხვრინვა და დაღლილობის შეგრძნება ახასიათებს.

ძილის დარღვევა ზედა სასუნთქ გზებთან არის დაკავშირებული.

ორგანიზმი საკმარის ჟანგბადს ვერ ღებულობს.

მენოპაუზა

ჰორმონალური პრობლემები ძილის პრობლემებს იწვევს.

ღამით ოფლიანობა და მოუსვენრობა, დღის განმავლობაში თქვენს სასიცოცხლო ძალებზე აისახება.

არ გაიკვირვოთ, თუ ენერგიის ნაკლებობას განიცდით და მუდმივად დაღლილობის შეგრძნება გაწუხებთ.

დეპრესია

მათთვის, ვინც დეპრესიით იტანჯება, ენერგიის ნაკლებობა უცხო არ არის.

უძილობა, დილით გაღვიძების პრობლემები, უხასიათობა - სეროტონინის ნაკლებობით არის გამოწვეული.