რა არის „ლაზარეს სინდრომი“ ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის „ლაზარეს სინდრომი“ ?

ეს არის გულის აქტივობის უეცარი დაბრუნება, რომელიც მას შემდეგ ხდება, რაც ადამიანი გარდაცვლილად გამოცხადდება.

სამედიცინო ლიტერატურაში პირველი შემთხვევა 1982 წელს არის აღწერილი, მას „ლაზარეს სინდრომის“ სახელწოდება მიენიჭა.

ეს წარმოუდგენლად იშვიათად ხდება. სამედიცინო ლიტერატურაში, 1982 წლის შემდეგ, 63 შემთხვევაა დაფიქსირებული.

უმეტეს შემთხვევაში, პაციენტები 60 წლის, ან უფროსი ასკის იყვნენ. თითოეულ შემთხვევაში რეანიმაციის მცდელობები 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სისხლის მიმოქცევის დაბრუნების შუალედი კი 30 წუთი იყო, ზოგიერთ შემთხვევაში - 5 წუთი.

შემთხვევათა ნაწილში რამდენიმე საათით არ აღინიშნებოდა სასიცოხლო ნიშნები.

2020 წელს ჩატარდა კლვევა, განიხილეს აღწერილი შემთხვევები და როგორც აღმოჩნდა, პაციენტთა 35% ისე გამოჯანმრთელდა, რომ საავადმყოფოდან გაწერეს. აქედან გარკვეული ნაწილი რეანიმირების შემდგომ,  ტვინის ან გულის ჰიპოქსიური დაზიანების შედაგად გარდაიცვალა.

პაციენტების დაახლოებით მესამედი ამ პროცესს უსაფრთხოდ გადაურჩა.

ზოგადად, რეანიმაციის შემდეგ, 10 წუთის განმავლობაში უნდა ხდებოდეს პაციენტზე დაკვირვება.

რა იწვევს ლაზარეს სინდრომის განვითარებას?

აქ ჩართულია მრავალი მექანიზმი, არსებობს სხვადასხვა ჰიპოთეზა.

ერთ-ერთის თანახმად, ეს არის დინამიური ჰიპერინჰალაცია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ვენტილაციის დროს ზედმეტი ჰაერის ამოსუნთქვისთვის საკმარისი დრო არ არის გათვალისწინებული.

ნორმალური ინჰალაციისას წამოიქმნება მცირე წნევა, რაც ფილტვების გაბერვის საშუალებას იძლევა. აღნიშნული წნევა ამოსუნთქვისას მცირდება.

ჰიპერინჰალაციის დროს კი ჰაერი შეიძლება ფილტვებში მოხვდეს და ამოსუნთქვისას წნევა გაიზარდოს. ეს წნევა სისხლის მიმოქცევას გულისკენ ამცირებს.

ამ ჰიპოთეზის თანახმად, ხელით ვენტილაციის შეყვეტისას, ფილტვებში წნევის გათავისუფლდება ხდება, რასაც სისხლის მიმოქცევის აღდგენა მოჰყვება.

არსებობს ასევე მიოკარდიუმის რეპერფუზიის ჰიპოთეზა.

ასევე, მედიკამენტის დაყოვნების ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, რეამინაციის დროს გამოყენებული მედიკამენტი დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ აღწევს.

ჯანდაცვის მუშაკები ვარაუდობენ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს გამოკვლეულია.

საფრანგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან ჩატარებული გამოკითხვისას, ნახევარი ამტკიცებს, რომ ისინი მოწმენი არიან „ლაზარეს სინდრომის“

სამედიცინო ლიტერატურა იუწება, რომ „ლაზარეს სინდრომის“ შემდეგ პაციენტთა 2/3 საავადმყოფოდან გაწერამდე იღუპება.