„ნუ ქოშინებ“ - სუნთქვის გაძნელების მიზეზები, დიაგნოტიკა და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ნუ ქოშინებ“ - სუნთქვის გაძნელების მიზეზები, დიაგნოტიკა და მკურნალობა

სუნთქვის გაძნელებას აქვს სამი კლინიკური ფორმა

• ინსპირატორული

ეს არის ჩასუნთქვითი ქოშინი, რომლის დროსაც პაციენტს ჩასუნთქვა უჭირს.

• ექსპირატორული

ამოსუნთქვითი ქოშინი

• შერეული ქოშინი

პაციენტს უჭირს, როგორც ჩასუნთქვა, ასევე ამოსუნთქვა

ქოშინი შეიძლება იყოს:

• მწვავე

ახალაღმოცენებული ქოშინის ტიპია, რომელიც რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება.

• ქვემწვავე

ის რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება

• ქრონიკული

ხანგრძლივი ქოშინის ფორმა

მიზეზები

თუ სუნთქვის გაძნელება არ არის მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული და ის ხანგრძლივად გრძელდება, მაშინ მისი შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

გულის დაავადებები

ფილტვის დაავადებები

• კუნთების მეტაბოლიზმის დარღვევით მიმდინარე დაავადებები

• ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიები

• ფსიქიკური აგზნება

• იშვიათად, თუმცა მიზეზი შეიძლება იყოს ცხირის ღრუს დანამატი წიაღების ანთების, ანუ სინუსიტების დროს გამოყოფილი სეკრეტის ჩადინება ხახის უკანა კედელზე, რაც სუნთქვის გაძნელების შეგრძნებას იწვევს.

• გასტროეზოფაგური რეფლუქსი

• ქოშინის მიზეზია წონის მკვეთრი მატება

დიაგნოსტიკა

• პაციენტის დეტალური გამოკითხვა, მის მიერ მიღებული მედიკამენტების ჩამონათვალი

• ტარდება ოქსიჰემომეტრია - სისხლში ჟანგბადის რაოდენობის განსაზღვრა

შემდგომ - ინსტრუმენტული კვლევები, რომელსაც ექიმი თავად ჩათვლის საჭიროდ.

• გულმკერდის რენტგენოგრაფია

• სპირომეტრია

(ფილტვების სასუნთქი მოცულობის შესწავლა) აღნიშნული კვლევისას, შესაძლო მიზეზებად შეიძლება დადგინდეს ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვში ფიბროზული პროცესი და სხვ.

სისხლის საერთო ანალიზი

ანემია, ხომ არ არის ქოშინის მიზეზი.

• ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია

გამოიყენება ქოშინის გამომწვევი გულის დაავადებების დიაგნოსტიკაში.

მკურნალობა

ქოშინის დასამარცხებლად აუცილებელი პირობა გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება და მისი მკურნალობაა.

შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა, ასევე აკონტროლეთ წონა, ჭარბი წონის შემთხვევაში, აუცილებლად იზრუნეთ წონის კლებაზე.

ასევე, აკონტროლეთ წნევა. მოერიდეთ ალერგენებსა და მტვერს.

ექიმის მეთვალყურეობით ივარჯიშეთ.