ტიკების მართვის ყველაზე ეფექტური საშუალება - რა არის ტურეტის სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტიკების მართვის ყველაზე ეფექტური საშუალება - რა არის ტურეტის სინდრომი

ნევროლოგიაში ასეთ ტიკებს ტურეტის სინდრომი ეწოდება. თავდაპირველად ის სახის, თავის, ან ხელების არეში გამოიხატება, დროთა განმავლობაში კი უმნიშვნელო ტიკები ინტენსიური ხდება და სხეულის სხვადასხვა ნაწილს მოიცავს.

ის 21 წლამდე ასაკში ვლინდება, ძირითადად, 10-15 წლის ასაკში. უფრო მეტად მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ.

ტიკები უეცარი მოძრაობის გარდა ხმებითაც შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, უსიამოვნო სიტყვების წარმოთქმა, რომლის თქმასაც ადამიანი არ აპირებდა, არ სურდა. ტურეტის სინდრომს უკავშირებენ თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილს, მათ შორის არეალს, რომელსაც ბაზალური განგლია ეწოდება. ის სხეულის მოძრაობას აკონტროლებს. ტურეტის სინდრომი, ძირითადად, გენეტიკური ხასიათისაა.

ტიკებს სტრესი, შფოთვა, მღელვარება - უფრო ამძაფრებს.

არსებობს ორი ტიპის:

მოტორული ტიკები

• თავის მოძრაობა

• მხრების აჩეჩვა

• სახის ნაწილების უნებლიე მოძრაობა (თვალები, ცხვირი)

ვოკალური ტიკები

• ყვირილი

• სხვისი ნათქვამის განმეორებითი შეძახილები

• ბუტბუტი და უხერხული სიტყვების წამოძახება (გინება)

• ჩახველება

ტიკებში უნდა გამოვყოთ: ექოლალია (ამ დროს, სხვის სიტყვებს იმეორებს ადამიანი), ექოპრასია (სხვების მოძრაობების გამეორება) და პალილია (მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სხვისი ნათქვამის ბოლო სიტყვას, ან რაიმე ბგერით ნაწილებს იმეორებს).

ადამიანები, ვინც ვერ აკონტროლებენ თავიანთ ტიკებს ძლიერ შფოთვას განიცდიან, აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება, ჰიპერაქტიურები არიან, ბავშვებში ამან ენურეზიც (შარდის შეუკავებლობა) შეიძლება გამოიწვიოს.

დაავადების სამკურნალოდ აუცილებელია მიმართოთ ნევროლოგს. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ თერაპიას.

მკურნალობის აღიარებული მეთოდია, ჩვევის შეცვლის თერაპია. ადამიანები, ვისაც ტურეტის სინდრომი აქვს, ამბობენ, რომ მათ შეგრძნება, წინასწარი განცდა აქვთ ტიკამდე, რაც ძალიან არასასიამოვნოა. ქცევითი თერაპია სწორედ ამ წინასწარ გამაფრთხილებელი სიგნალის კონტროლშია.

მაგალითად, თუ ადამიანს თავის გადაქნევის ტიკი აქვს, მანიშნებელი სიგნალის დროს, მან თავი დაბლა უნდა დახაროს, ნიკაპით მკერდს შეეხოს, ამ პოზიციაში ის ვერ შეძლებს თავის გვერდით გაწევას და ტიკის შესრულების სურვილიც მალე გაქრება.

ეს მარტივი სავარჯიშოები ადამიანს უყალიბებს ჩვევას და ტიკების კონტროლს ასწავლის.

კვლევები ადასტურებს, რომ ჩვევების შეცვლის თერაპია ხშირად ამართლებს და პაციენტს მედიკამენტების უკუჩვენებისგან იცავს.

ამ თერაპიის თავდაპირველი მიზანია, პაციენტს ასწავლოს თითოეული ტიკის აღიარება და რეაქციაში ჩართულობა. მან თერაპევტის დახმარებით უნდა შეისწავლოს თითოეული ტიკი, ასევე ასწავლიან მათ პროგნოზირებას.

როდესაც პაციენტი ისწავლის ტიკის წინათმოქმედის სურვილის ამოცნობას, შემდეგ ის ტიკის შეწყვეტის საპასუხო რეაქციის მართვას სწავლობს.

ეს კი გულისხმობს პირობითი რეფლექსების გამოყენებას, თუ მკლავის აჩეჩვაა ტიკი, პირობითი რეფლექსი შეიძლება იდაყვის ფრთხილად ხელში დაჭერა იყოს.

მნიშვნელოვანია მშობლის და საყვარელი ადამიანების ჩართულობა და მზრუნველობა.

როდესაც, ადამიანისთვის ტიკები შეუმჩნევლად ხდება, მათ უნდა მიუთითონ ამის შესახებ.

ჩვევების შეცვლის თერაპიის 8-11 სეანსის შემდეგ შედეგები შესამჩნევია.