რა არის მეტეორიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის მეტეორიზმი

რაც ამ ორგანოთა ნორმალური ტონუსის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი. აირების რაოდენობა საკვების ხასიათზე, დღე-ღამის პერიოდზე, ფიზიკურ დატვირთვასა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

აირები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ორი გზით ხვდება: ადამიანს ან უბრალოდ ეყლაპება ისინი, ან ნაწლავებში მიმდინარე ქიმიურ რეაქციათა და ფერმენტულ პროცესთა შედეგად წარმოიქმნება.

მეტეორიზმი შესაძლოა სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც გამოუვლინდეს ზოგიერთი პროდუქტის (ნატურალური რძის, კარტოფილის, პარკოსნების, კომბოსტოს, ყურძნის, ლუდის, ბურახის, შავი პურის და სხვა) ჭარბი მიღების შედეგად, თუმცა ხშირად მუცლის შებერილობა ამა თუ იმ პათოლოგიური მდგომარეობის ნიშანია. მაგალითად, აირებისგან ნაწლავთა დაცლა გაძნელებულია ნაწლავების სპაზმის, მათზე ზეწოლის, ატონიის (მოდუნების) გამო, ე.წ. სპაიკების – პერიტონეუმის (მუცლის სეროზული გარსის) შეხორცებათა არსებობისას. გარდა ამისა, მეტეორიზმი თავს იჩენს ქრონიკული გასტრიტის, პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, ენტერიტის დროს, აირები დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორის შეცვლისას, დუღილისა და ლპობის პროცესთა შედეგად.

თუ მეტეორიზმი დიდხანს გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საჭმლის მონელების პროცესი რამდენადმე დარღვეულია და ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებს სრულფასოვნად ვერ შეიწოვს.

იმის კვალობაზე, თუ მონელების რა სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე, მეტეორიზმთან ერთად შეიძლება თავი იჩინოს ფაღარათმა ან შეკრულობამ, გულძმარვამ, ბოყინმა, უსიამოვნო სუნმა პირის ღრუდან, ნაწლავების ყურყურმა, ტკივილმა მუცლის არეში, რაც გაძლიერებული პერისტალტიკის (ნაწლავთა შეკუმშვის) ბრალია, სიმძიმის შეგრძნებამ.

მეტეორიზმით შეწუხებულთათვის აუცილებელია:

1) კვების რეჟიმისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა:

სასურველია საკვები მიირთვათ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, ერიდოთ ტკბილეულს, კომბოსტოს, პარკოსნებს, მჟავე საკვებს, გაზიან სასმელებს, რაციონიდან ამოიღოთ ახალი პური, უმჯობესია გამომშრალი, მეორე ან მესამე დღის. რეკომენდებულია თევზი, ხაჭო, კვერცხი, ხორცი და ცილებით მდიდარი საკვები (ეს მაშინ, თუ ორგანიზმში ლპობითი პროცესები არ არის გააქტიურებული და აირებს არ აქვს მძაფრი, ლპობისათვის დამახასიათებელი უსიამოვნო სუნი). სასურველია ფიზიკური აქტივობაც, ვარჯიში, გარდა იმისა, რომ ხსნის მუცლის დაჭიმულობასა და ტკივილს, აირების გამოყოფასაც აადვილებს!

2) გასტროენტეროლოგთან ვიზიტი და სათანადო გამოკვლევების ჩატარება:

რადგან მეტეორიზმი ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე რგოლის სერიოზულ დაავადებასთან არის შეჭიდული, აუცილებელია ამ დაავადების (გასტრიტის, პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის) მკურნალობა. სხვაგვარად თანმხლები მეტეორიზმის აღმოფხვრა ვერ მოხდება!

3) დისბიოზთან ბრძოლა:

მეტეორიზმი ზოგჯერ დისბაქტერიოზის (დისბიოზის) შედეგია. შესაბამისად, ასეთ დროს ადსორბენტების (აირებისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების შთამნთქმელი პრეპარატების) პარალელურად აუცილებელია ისეთი მედიკამენტების მიღება, რომლებიც სასარგებლო ბაქტერიათა ცოცხალ შტამებსა და სპორებს შეიცავს. დიაგნოზის დადასტურებისა და სათანადო მკურნალობის დანიშვნისათვის კი, უპირველესად, აუცილებელია ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება, რომლის დახმარებითაც გაირკვევა, რომელი მიკროორგანიზმებია მოჭარბებული ნაწლავებში ან რომელთა რაოდენობაა შემცირებული. მიკრობთა რაოდენობრივი თანაფარდობის განსაზღვრისა და დისბალანსის მოწესრიგების გარეშე, მეტეორიზმთან ბრძოლას აზრი არ ექნება!

ხანდაზმულთა მეტეორიზმი

ხანდაზმულთა საჭმლის მომნელებელ სისტემაში გარკვეული ფიზოლოგიური ძვრები მიმდინარეობს. ასაკთან ერთად ქვეითდება ნაწლავთა ფუნქცია და იწყება პერისტალტიკური აქტივობა. პერისტალტიკა კუჭის, ნაწლავებისა და სხვა ღრუ ორგანოთა კედლების ტალღისებრი რიტმული შეკუმშვა-მოდუნებაა. ასაკის გამო გლუვკუნთოვანი ტონუსი სუსტდება და ნაწლავთა პერისტალტიკაც მცირდება, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ასაკოვნებს შეკრულობა უვითარდებათ, მით უფრო, თუ ყაბზობა ახალგაზრდობაშიც აწუხებდათ.

60 წლის შემდეგ 30%-ით მცირდება მონელება და შეწოვა. ვითარდება დისპეფსია – კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუქციობის მოშლა. ნაწლავთა ყურყური დისპეფსიის დამადასტურებელი ერთ-ერთი სიმპტომია. ხანდაზმულ ასაკში ხშირია ნაწლავთა მიკროფლორის თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილებაც. ყურყური მონელებული მასის (ქიმუსის) ძლიერ თხევად ხასიათზე მიუთითებს, რაც სითხის ჭარბი მოხმარებით ან მონელების დარღვევით არის განპირობებული, მონელების პროცესის დარღვევა კი, თავის მხრივ, შედეგია:

  • საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სიმცირის:

არის შემთხვევები, როცა საჭმლის მომნელებელი ფერმენტები საჭიროზე ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა და ორგანიზმი საკვების სათანადოდ მონელებას ვერ ახერხებს. მაგალითად, ღვიძლის, პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) დაავადებათა დროს, მოუნელებელი ნარჩენები მავნე ბაქტერიათა გამრავლებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ამ უკანასკნელთა გამრავლების გამო, აქტიურდება დუღილისა და ლპობის პროცესები, ნაწლავებში დიდი რაოდენობით აირი წარმოიქმნება და ვითარდება მეტეორიზმი;

  • ნაწლავების პერისტალტიკური ფუნქციის დაქვეითების:

ნაწლავთა შეკუმშვითი ფუნქციის მოშლის გამო, შიგთავსი არ გადაადგილდება, დაყოვნებული ქიმუსი კი ისევ განიცდის დუღილსა და ლპობას;

  • სხვადასხვა მედიკამენტის ხშირი მიღებისა და არასრულფასოვანი კვების:

ზოგიერთი მედიკამენტის, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების ხშირი და უკონტროლო მიღება დისბაქტერიოზს აძლევს დასაბამს, მავნე მიკრობების გაბატონებას ხელს უწყობს შიმშილი, მცენარეული უჯრედისის, რძის პროდუქტების ნაკლებობა საკვებ რაციონში და სხვა.