ზურგის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზურგის ტკივილი

ის შედგება დიდი რაოდენობით კუნთების, ძვლების, მყესების, ნერვებისა და სისხლძარღვებისაგან. ამიტომ, პრობლემათა აღმოცენებისათვის, როგორც იტყვიან, აქ დიდი ასპარეზია. თუმცა, ზურგის ტკივილს უხშირესად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

გადაღლილობის გამო ხერხემლის გასწვრივ, ბეჭთაშუა არეში, მწველი ტკივილი ალბათ ყველას უგრძნია. თუ ტკივილი უმნიშვნელო და ხანმოკლეა, მას რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. არადა, ეს უკანასკნელი ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული ძვრებისა და პროცესების თავისებური „განგაშის ზარია“. ზურგის ტკივილს ხშირად გაციებას აბრალებენ, მასთან ერთად თავის ტკივილს დაღლილობას მიაწერენ და სრულებით არ ითვალისწინებენ, რომ აღნიშნული სიმპტომები ოსტეოქონდროზის (მეტად სერიოზული დაავადების) მანიშნებელია. პაციენტები (ხშირ შემთხვევაში, ქალები) გაოცებულნი რჩებიან, როცა საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად მათი განუწყვეტელი თავის ტკივილის მიზეზი ხერხემლის კისრის არეში აღმოჩნდება. მალათა უმნიშვნელო ცდომაც კი სერიოზულ პრობლემებს იწვევს: ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ნერვულ ბოჭკოებზე მუდმივად ზეწოლა მათ მომატებულ აღგზნებას განაპირობებს, ამის შედეგად კი ვითარდება თავის ქრონიკული ტკივილი. ეს მარტივი მაგალითიც საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ – ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე აისახება. ისიც გახსოვდეთ, რომ მალებთან დაკავშირებული პათოლოგიური ძვრები მაინცდამაინც ხერხემლის გასწვრივ ან მის არეში ლოკალიზებული ტკივილით არ გამოიხატება. მაგალითად, გულმკერდის ნაწილის მალათა ცდომა და შესაბამის ნერვულ ბოჭკოებზე ზეწოლა ხშირად გულის არეში ლოკალიზებული ტკივილებით ხასიათდება, გავის ნაწილში ანალოგიურ ძვრებს ქვედა კიდურებში გავრცელებული ტკივილი მოწმობს. გამოდის, რომ ორგანიზმში არ არის ორგანო ან ორგანოთა სისტემა, რომლის ფუნქციაზეც ხერხემლის მდგომარეობა თავისებურ გავლენას არ ახდენდეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ხერხემლის „მოვლა და გაფრთხილება!“

ზურგის ტკივილის მიზეზი ხშირად კუნთოვანი ტონუსის სისუსტეა.

რატომ გახსენებთ ზურგი თავს ასე მძაფრად?

იმიტომ, რომ:

  • არასწორად იზმორებით, ასრულებთ უხეშ არასწორ მოძრაობებს;
  • ძლიერად და არასწორად იხრებით, ხანგრძლივად გაუნძრევლად ზიხართ;
  • სწევთ სიმძიმეებს;
  • დროის დიდ ნაწილს ვერტიკალურ მდგომარეობაში ატარებთ (განსაკუთრებით, თუ ხანგრძლივად ფეხზე დგომა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გიწევთ);

ზურგის ტკივილის მიზეზებს შორის აღსანიშნავია ისეთი სერიოზული პათოლოგიური პროცესებიც, როგორებიცაა:

  • მალათაშუა დისკების თიაქარი;
  • ანთებითი დაავადებები;
  • მეტაბოლური ძვლოვანი დარღვევები (მაგალითად, ოსტეოპოროზი).

განსაკუთრებული ყურადღება ქალებს მართებთ

სტატისტიკური ანალიზი მოწმობს, რომ ზურგის ტკივილი უხშირესად ქალთა ხვედრია. არც არის გასაკვირი: დილიდან საღამომდე ფეხზე დგომა, სამზარეულოში ფუსფუსი, საყიდლებზე სიარული, რეცხვა, სიმძიმეების აწევა – ყოველივე ეს თავის კვალს ტოვებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ქალების ორგანიზმში ირღვევა 35 წლის შემდეგ მინერალური ცვლა, ხშირად ძვლები მყიფე, ადვილად მსხვრევადი, უმნიშვნელო ტრავმისადმი მეტად მგრძნობიარე ხდება, გასაგები გახდება, რაოდენ დიდ რისკს უქმნის სუსტი სქესის წარმომადგენლებს ასეთი რეჟიმი და როგორი გაფრთხილება ესაჭიროებათ მათ!

დროულად მიაკითხეთ სპეციალისტს და რაც მთავარია, მუდმივად ივარჯიშეთ!

გახსოვდეთ, ზურგის ტკივილი ის სიმპტომია, რომლითაც ხერხემალი შველას გთხოვთ! თუ დროულად მიაკითხავთ სპეციალისტს, მკურნალობის შედარებით მარტივი მეთოდებით მოგიწევთ შერყეული ჯანმრთელობის აღდგენა. ამ მარტივ მეთოდებს შორისაა მანუალური თერაპია. მასაჟთა კომპლექსითა და სხვა სამკურნალო პროცედურებით შესაძლოა მძიმე გართულებების არიდება. ამიტომ, გირჩევთ, დროულად ჩაიტაროთ ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც „დატანჯულ და გადაღლილ“ ხერხემალს განტვირთვისთვის ესაჭიროება!

რაც მთავარია, წესად დანერგეთ ვარჯიში! დღეში ორჯერ მაინც წაივარჯიშეთ 15-20 წუთი. გახსოვდეთ, ყოველდღიური ვარჯიში ტონუსს მატებს ზურგის კუნთებს, ხსნის მათ დაჭიმულობასა და გადაძაბვას, ათავისუფლებს ხერხემალს დაღლილობისგან, ნერვულ სისტემას – დაქაჩულობისგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, ააქტივებს სახსრებს და აჯანსაღებს ორგანიზმს! ასე რომ, ნუ დაიზარებთ და რეგულარულად ივარჯიშეთ!