ტკივილი მუხლის სახსარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკივილი მუხლის სახსარში

ართრიტით (სახსრის ანთებით), ართროზით (სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესით). როგორც სიმპტომი, ის შესაძლოა თან ახლდეს ჰეპატიტს, რევმატიზმს, იყოს მეტეოდამოკიდებულების გამოხატულება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხოლმე ატმოსფერული მოვლენებისადმი, განსაკუთრებულად რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე. ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც სერიოზულად არაფერი აწუხებს, მოღრუბლულობის განვითარების შესაბამისად, წვიმის დაწყების წინ მუხლის სახსრები ახსენებს თავს (სტკივა ან სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებები ეუფლება). მეტეოდამოკიდებულება არ არის საგანგაშო. ის არ საჭიროებს საგანგებო მკურნალობას.

ხანდაზმულებთან მუხლის სახსრების ტკივილი სასახსრე ნაპრალში სასახსრე სითხის განლევისა და სახსარში განვითარებული სხვა ასაკობრივი ცვლილების შედეგია. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, სახსარში ნორმალური მოძრაობა ირღვევა და მტკივნეული ხდება.

სპეციალისტები გვირჩევენ, გავუფრთხილდეთ მუხლის სახსრებს და დავიცვათ ისინი მეტისმეტი დატვირთვისაგან. თუმცა, უმოძრაობა და მცირე დატვირთვა ასევე მავნებელია. მან, შესაძლოა, საბოლოოდ, მუხლის სახსრის მოძრაობის შეზღუდვა და ატროფიაც (განლევა) კი გამოიწვიოს.

ტკივილი მუხლის სახსარში შესაძლოა ორგანიზმის სხვადასხვა სახის არაჯანსაღი მდგომარეობის მანიშნებელი იყოს. შესაბამისად, მუხლები ადამიანებს სხვადასხვა პათოლოგიის დროს აწუხებთ. ასე მაგალითად, მუხლების ტკივილის გამოხატული სიმპტომის არსებობისას ხშირად რევმატოიდულ ართრიტს მკურნალობენ, სინამდვილეში აღნიშნული სიმპტომი დიდი ხნის წინათ შეძენილი ქლამიდიოზის შედეგია ხოლმე.

მუხლის სახსარზე სპეციალური სამედიცინო ჩაქუჩის სუსტი დარტყმითა და მყესის რეფლექსის შემოწმებით ნევროპათოლოგები ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მდგომარეობას აფასებენ.

გირჩევთ:

  • არ შეზრუდოთ მოძრაობა და არ განაცხადოთ უარი სიარულზე. პირიქით, დღეში 2-3 საათი მაინც ისეირნეთ. მოხერხებული ფეხსაცმელი მოირგეთ, ისეთი, რომელიც სიარულისას არ შეგაწუხებთ. გახსოვდეთ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ხანგრძლივად სიარული განსაკუთრებულად ძაბავს ფეხის კუნთებს და ღლის მუხლის სახსრებს.
  • წესად დანერგეთ ყოველდღიურად კიბეზე ასვლა და ჩამოსვლა. ეს ერთგვარი ვარჯიშია არა მხოლოდ მუხლის სახსრისათვის, არამედ მთლიანად ფეხებისათვის. ამით წვივის კუნთებსაც გაიმაგრებთ და სისხლძარღვების ჯანმრთელობასაც განამტკიცებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ არასაკმარისი მოძრაობითი აქტივობა 30 წლის ასაკიდანვე ასუსტებს კუნთოვან აპარატს, არღვევს სისხლის მიმოქცევის პროცესს სახსრებში.

ყურადღება მიაქციეთ კვებას. დიდი რაოდენობით შაქრისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები მხოლოდ წონას მოგიმატებენ. ამ უკანასკნელს კი უპირველესად მუხლის სახსრები შეიგრძნობენ. საკვები რაციონი გაამდიდრეთ ხილით, ბოსტნეულით, თევზეულითა და რძის ნაწარმით.