რა იწვევს ლითონისებრ გემოს პირის ღრუში - 7 მიზეზი
ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე გავრცელებული მიზეზები:
1. პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა - თუ თქვენ არ იხეხავთ კბილებს რეგულარულად და არ უვლით სათანადოდ პირის ღრუს, არსებობს გინგივიტის, პერიოდონტიტის ან კარიესის განვითარების დიდი ალბათობა, რაც ხშირად იწვევს ლითონისებრ გემოს პირის ღრუში.
2. მედიკამენტები - მაგალითად ტეტრაციკლინი და სხვა ანტიბიოტიკები, თუთია, ლითიუმი, ალოპურინოლი, ბევრი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს გამოსაყენებელი მედიკამენტი იწვევს უსიამოვნო გემოს პირის ღრუში. ასევე მედიკამენტები რომლებიც იწვევენ პირის სიმშრალეს, მაგალითად ანტიდეპრესანტები.
3. მულტივიტამინები - რომლებიც შეიცავენ მეტალებს, როგორიც არის თუთია ან ქრომი და რკინის პრეპარატები.
4. ინფექციები - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, უხშირესად სინუსიტი, იწვევს პირში მეტალის გემოს. უსიამოვნო გემო გაივლის ინფექციის დამთავრებასთან ერთად.
5. სიმსივნე - ლითონისებრი გემო ახასიათებს ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდს.
6. ორსულობა - ორსულობის დროს იცვლება გემოს შეგრძნება. განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის დროს ორსულები უჩივიან პირში უცნაურ მეტალის გემოს.
7. დემენცია - შეძენილი ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სიმპტომი შესაძლებელია იყოს გემოს შეგრძნების ცვლილება, რომელსაც ხშირად აღწერენ როგორც ლითონისებრ გემოს.