რისი მანიშნებელია წითელი ხელისგულები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რისი მანიშნებელია წითელი ხელისგულები

აქ განლაგებულია მრავალი კაპილარი და მათ შევიწროების ან გაფართოებისას იცვლება კანის ფერი, ამიტომ ხელისგულები უარყოფითი ცვლილებების საკმაოდ საიმედო მაჩვენებელია.

რატომ წითლდება ხელისგულები?

წითელი ხელისგულები (მედიცინაში აღნიშნულ ფენომენს ხელისგულების ერითემას უწოდებენ) ყოველთვის არაა გამოწვეული ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესებით. ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდან აღენიშნება მსგავსი სურათი. ამ შემთხვევაში შეწითლება კაპილარების კანის ზედაპირთან ახლოს განლაგებაზე მეტყველებს.

ხელისგულები შეიძლება ასევე გაწითლდეს გადაციების შედეგად. ამ შემთხვევაში სიწითლე რამდენიმე დღეში გაივლის. თუ ზემოთჩამოთვლილი მიზეზები გამოირიცხა და ხელისგულებმა მყარად მიიღო წითელი შეფერილობა, ეს სერიოზული სიგნალია.

ღვიძლის პრობლემები

წითელი ხელისგულები შეიძლება მეტყველებდეს ღვიძლის ტოქსიურ დაზიანებაზე, რასაც ადგილი აქვს ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების, ციროზის, ჰეპატიტის და სხვა მიზეზების დროს. ამასთან ტკივილის შეგრძნება არ აღინიშნება, თუმცა ადგილი აქვს სხვა სიმპტომების გამოვლინებას: გულისრევა, წონაში კლება, თმის ცვენა და ა.შ.

ჰიპერ- ან ავიტამინოზი

ამა თუ იმ ვიატამინის შემცველობა ასევე მოქმედებს კანის საფარველის მდგომარეობაზე. ხელისგულები წითლდება ორგანიზმში А (კერატინი) ვიტამინის სიჭარბისას, სისხლში В ჯგუფის ვიტამინების დეფიციტისას.

ალერგიული რეაქციები

კონტაქტური დერმატიტი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, განსაკუთრებით ბავშვებში და აღმოცენდება სარეცხ საშუალებებთან, ქიმიურ რეაგენტებთან, ახალ პარფიუმთან კონტაქტისას. ასევე შესაძლებელია სეზონური ალერგიების გამომწვევებზე (ყვავილის მტვერი და ა.შ.) ორგანიზმის რეაქცია. ალერგია შეიძლება უეცრად გამოვლინდეს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები

ხშირად გულის კუნთის მუშაობის დარღვევის, სისხლძარღვების ტონუსის დაქვეითებით გამოწვეული შეტევებისას ვითარდება ხელის მტევნების დაბუჟება, გაციება, ხელისგულებზე წითელი ლაქები. მსგავსი სურათი უვლინდებათ ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის დროსაც. ზოგჯერ ამ მდგომარეობას თან ახლავს თავბრუსხვევა, სისუსტე, ტკივილი.

ხელისგულების სიწითლე აღინიშნება სხვა დაავადებების, მაგალითად შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ჰიპოთირეოზის და სხვა დაავადებებისას. ამდენად ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. დროულად დაწყებული კვალიფიციური მკურნალობა წარმატებული შედეგის გარანტიაა.

mkurnali.ge