პოსტკასტრაციული სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოსტკასტრაციული სინდრომი

  • პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვლინდება საკვერცხეების ქირურგიული გზით მოცილებისას. ეს სინდრომი, თავისთავად, იწვევს როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ პრობლემებს.
  • ადამიანის სხეულის რაიმე ნაწილის ან ორგანოს ამოკვეთა, რომელიც, როგორც წესი, მძიმედ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებაში.
  • სხეულის რომელიმე ნაწილის კასტრაცია, ამპუტაცია, ნაწილის მოშორება და სხვა.
  • როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი ნაკლოვანების გამო ადამიანი მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღრმა დეპრესია, სტრესი, რაც ძალიან ხშირად ცვლის პიროვნების ფსიქოტიპს, მის თვისებებს, განწყობას, ქვეითდება თვითშეფასება და საზოგადოდ, რთულდება ადამიანის ცხოვრება.

საკვერცხის ამოკვეთის შემდეგ უამრავ ქალს უჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი. განსაკუთრებით, თუ ორივე საკვერცხე ამოუღეს და ქალი ახალგაზრდაა, ჯერ შვილი არ ჰყავს, ასეთ დროს სტრესი დიდია. მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი შვილი არასოდეს ეყოლება. ამის შემდეგ ბევრი ღრმა დეპრესიაში ვარდება, გაურბის ხალხთან ურთიერთობას, უჩნდება ზედმეტობის განცდა.

ოპერაციის შემდგომ ქალები სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან: როგორ დაძლიონ არასრულფასოვნების განცდა, როგორ დაიბრუნონ სიცოცხლის ხალისი, როგორ განაგრძონ სისხლსავსე ცხოვრება? ბევრ ქალს ეჩვენება, რომ აღარ არის სასურველი მეუღლისა თუ პარტნიორისთვის, ვეღარ წარმოუდგენია მამაკაცთან ძველებური ურთიერთობა. ყველა როდი გამოირჩევა ძლიერი ნებისყოფით. თუმცა, ერთი საკვერცხის ამოკვეთისა და მეორე საკვერცხის სრულყოფილი ფუნქციობისას შესაძლებელია დაორსულება. ამიტომ საჭიროა ქალის დარწმუნება, რომ უიმედობის საფუძველი არ აქვს და სასოწარკვეთილებას არ უნდა მიეცეს.

მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ისინი ძალიან უყვართ და სჭირდებათ ახლობლებს. ამ უკანასკნელთ კი მზრუნველობა და გულისხმიერება მოეთხოვებათ, რომ ნაოპერაციებ ქალს სტრესის დაძლევაში დაეხმარონ. ქალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიქნიოს ხელი, არ უნდა შეეგუოს აზრს, რომ ის აღარასოდეს იქნება სასურველი.

თუ სურვილი ექნება, მეუღლისა და ახლობელთა თანადგომით ქალს შეუძლია დედაც გახდეს, ოღონდ, არა ბიოლოგიური.

პრაქტიკულად ყველა ქალური დაავადება, მათ შორის, საკვერცხეების პათოლოგიები და უკიდურესი ზომა - ამოკვეთა, ამა თუ იმ ხარისხით დამოკიდებულია იმაზე, როგორ ექცევა ქალი საკუთარ თავს, როგორ აღიქვამს თავს, როგორ ცხოვრობს მასში მისი „ქალური ნაწილი“ . ქალს არასდროს უნდა დაავიწყდეს, რომ მისი ბიოლოგიური დანიშნულებაა, გახდეს დედა და ყოველთვის უნდა ზრუნავდეს ჯანმრთელობაზე, თავიდან აიცილოს გაციებით გამოწვეული ანთებითი პათოლოგიები, მისი თანმდევი გართულებები, რომლებმაც შეიძლება უკიდურეს ზომამდე - საკვერცხეების ამოკვეთამდე მიიყვანოს.

თანამედროვე ცხოვრების რიტმი გვაიძულებს, რომ ვიყოთ მრავალფუნქციურები, მუდმივად კონცენტრირებულნი, დაძაბულები. თანამედროვე ქალები კაცების თანასწორად მონაწილეობენ კარიერულ რბოლაში, კისრულობენ დიდ პასუხისმგებლობას, ზოგჯერ ძალიან არაქალურ საკითხებსაც კი წყვეტენ და, ამ დროს, ელემენტარულად, ჭამასაც ვერ ასწრებენ, რომ არაფერი ვთქვათ ძილისა და დასვენების ხარისხზე. ბევრი ამჩნევს, რომ ძლიერი სტრესის ზემოქმედებით მათ ერღვევათ მენსტრუალური ციკლი, და რაღა იქნება მაშინ, როდესაც დაღლილობა პიკს მიაღწევს? ზუსტად ასეა – მენსტრუალური ციკლის მოშლის გამო ჰორმონული ფონი ირღვევა და, ბუნებრივია, ქალი დაორსულების უნარსაც კარგავს. შესაძლოა საკვერცხეებთან დაკავშირებული დაავადებების მიზეზით ვერ დაფეხმძიმდეს, ეს ახალ სტრესს გამოიწვევს და ასე იქმნება ჩაკეტილი წრე: „მე სტრესში ვარ და ამიტომ ვერ ვორსულდები... ვერ ვორსულდები და ამ ნიადაგზე სტრესი მაქვს“ .

ამიტომ, ნებისმიერ ქალს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა თავისი ჯანმრთელობისა და გამრავლების ფუნქციის წინაშე.