თავის ტკივილს ხშირად უკავშირდება ყურადღების დეფიციტი, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, მეხსიერების და მოტივაციის შესუსტება; თავის ტკივილის დროს ადამიანი ზოგჯერ სრულად შრომისუუნაროა, ვერაფერს აკეთებს ან აკეთებს შენელებულად, ტანჯვით, დროის დიდ მონაკვეთში.
თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:
• თავის ტვინის სისხლძარღვთა ტონუსის რეგულაციის დარღვევა - (თავის ტვინის არტერიების სპაზმი, უფრო
• ლიქვოროდინამიკის დარღვევა - (შეგუბებითი ხასიათის თავის ტკივილი, ქალასშიდა წნევის მომატება);
• კისრის კუნთების გადაძაბვა, კისრის მალების ართროზი ან ცდომა, ხერხემლის კისრის ნაწილის სპონდილოართროზი ან ოსტეოქონდროზი;
• ნევრალგიური დარღვევები - (გარკვეული ნერვული წნულების გაღიზიანებადობის დროს, მაგალითად, სამწვერა ან
• ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივად ან უკონტროლოდ მიღება - (მაგალითად, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების).
თინათინ გოცაძე