შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნება

ღვიძლის დაავადებების განვითარების რისკს. ბევრს ჰგონია, რომ ჭარბცხიმიანობა მხოლოდ წელის გარშემოწერილობით განისაზღვრება. რეალურად ასე არ არის - ერთი შეხედვით ნორმალური აღნაგობისა და არცთუ ჭარბი წონის ზოგიერთ ადამიანს ნორმაზე მეტი ცხიმოვანი ქსოვილი აქვს ორგანიზმში. ალბათ, თქვენც იცნობთ ადამიანებს, რომლებიც სურვილისამებრ ყველაფერს მიირთმევენ, მათ შორის, მავნე საკვებსაც, არ ვარჯიშობენ, მაგრამ - მაინც არ სუქდებიან. ევროპაში ასეთ კატეგორიას უწოდებენ “სკინნყ ფატ” ანუ “გამხდარ მსუქნებს”, რომლებსაც შინაგანი ცხიმოვანი მარაგი აქვთ. აღნიშნული კატეგორია სრულებითაც ვერ დაიკვეხნის ჯანმრთელობით, რადგან შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნება და კუნთოვანი მასის სიმცირე აღენიშნებათ.

შინაგანი ცხიმოვანი ჩანართები ღვიძლის, გულის, თირკმელების გარშემო ვლინდება ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით. ცხიმს, რომელიც გარედან ჩანს, კანქვეშას უწოდებენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს, რომელსაც სხეულის მასის ჭარბი 20% აღენიშნება, იმავდროულად ჭარბი შინაგანი ანუ ვისცერული ცხიმიც აქვს. სწორედ ეს უკანაკსნელი ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში, ბლოკავს არტერიებს და ზრდის არტერიულ წნევას, პროვოცირებას უწევს ანთებით რეაქციებს. შინაგანი ცხიმოვანი უჯრედები გამოიმუშავებს ანთების მარკერებს, რომლებიც ცირკულირებს სისხლში და იწვევს ქრონიკულ პათოლოგიებს, ზრდის ინსულინისა და ლეპტინის დონეს, ასევე ქალებთან ტესტოსტერონის გამომუშავებას, მაშინ როცა მამაკაცებთან, პირიქით, აქვეითებს ამ სასქესო ჰორმონის გამოყოფას.

შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნებას თან ახლავს სისუსტე, სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში, თავის ტკივილი, ქოშინი, რადგან ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბის ფონზე კუნთოვანი მასის სისუსტე მთელი ორგანიზმის ფუნქციობაზე ცუდად აისახება, დროთა განმავლობაში კი მეტაბოლური სინდრომისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას განაპირობებს. ქალებთან ვისცერული გაცხიმოვნება განსაკუთრებით მენოპაუზის შემდგომ იჩენს თავს, მაშინ, როცა ესტროგენის დონე მცირდება. მთავარი საშიშროება ქალებთან ის არის, რომ მათ მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად აქვთ განვითარებული კუნთოვანი სისტემა, შესაბამისად, ადვილად “აგროვებენ და იკრებენ” ცხიმს.

სამწუხაროდ, ვისცერული გაცხიმოვნების ეპიდემია ქალებთან და მამაკაცებთან მთელ მსოფლიოში პროგრესულად ვრცელდება. ჭარბი წონის მქონე ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. სიმსუქნე მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი როდია. რაც უფრო დიდი მასისაა ადამიანი (სხეულის მასის ინდექსი - 25-ზე მაღალი), მით მაღალი რისკი აქვს კორონარული სინდრომის, შაქრიანი დიაბეტის, რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებული დარღვევების, ღვიძლის დაავადებებისა და ავთვისებიანი სიმსივნური პათოლოგიის განვითარების, ასევე ნაადრევად დაბერების.

შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნების მიზეზებიდან აღსანიშნავია ენდოკრინული დაავადებები, რომელთა საფუძველსაც ჰორმონული დისბალანსი ქმნის: საკვერცხეების პოლიკისტოზი, ჰიპოთირეოზი, იცენკო-კუშინგის სინდრომი, ჰიპოდინამია, ზოგიერთი მედიკამენტის (ინსულინის, ანტიდეპრესანტების და სხვა) გადაჭარბებით მიღება.

საყურადღებოა აგრეთვე მემკვიდრული წინასწარგანწყობა (სიმსუქნის ოჯახური შემთხვევები), არასწორი კვება, ორგანიზმისათვის მავნე, არაჯანსაღი საკვები პროდუქტების გამოყენება, სწრაფი კვება, კვებითი ქცევის დარღვევა (ბულიმია, სტრესული გადაძღომა). შესაბამისად, ვისცერული გაცხიმოვნების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმს, გაზიანი სასმელებისა და კონსერვანტების შემცველი საკვები პროდუქტების უკუგდებას, ჯანსაღი საკვების მიღებას, შრომისა და დასვენების სწორ რეჟიმს, დამხმარე მეთოდებიდან კი რეფლექსო და ფსიქოთერაპიას, მასაჟსა და წყლის პროცედურებს, რაც მთავარია, აქტიურად ვარჯიშს, მოძრაობასა და რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვას.

ხანგრძლივად ჯდომა შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნებას იწვევს

ხანგრძლივად ჯდომა რომ მავნებელია - ამაზე დღეს ბევრი იწერება, თუმცა, ბევრ პრობლემასთან ერთად, მას თურმე შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნებაც უკავშირდება. ეს უკანასკნელი კი ზრდის შაქრიანი დიაბეტისა და გულის დაავადებათა აღმოცენების რისკს.

კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში უმეტესად სხედან (ანუ მჯდომარენი ატარებენ ცხოვრების უმეტეს ნაწილს), შინაგანი ანუ ვისცერული ცხიმის ყველაზე მეტ მოცულობას ფლობენ, ასევე აქვთ ჭარბი აბდომინალური, ანუ კანქვეშა ცხიმიც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვისცერული ცხიმი არ ჩანს ადამიანის სხეულზე, თუმცა ის გარს აკრავს ღვიძლს, პანკრეასს (კუჭუკანა ჯირკვალს), თირკმელებს და ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი.

მეცნიერებამ დიდი ხანია დაასაბუთა, რომ ვისცერული ცხიმის დიდი მოცულობები დაკავშირებულია ინსულინრეზისტენტობასთან, რაც, თავის მხრივ, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია.

ადამიანები დღეს მიჯაჭვულნი არიან სავარძლებსა და სკამებს, პრაქტიკულად არ მოძრაობენ. ავტოტრანსპორტი, ლიფტი, სამუშაო გარემო, შინ თუ გარეთ კომპიუტერული და სხვა სახის მოწყობილობები, ბევრ სხვა რამესთან ერთად, მხოლოდ უმოძრაობასა და ჰიპოდინამიას უწყობს ხელს. ისიც ცნობილია, რომ ახალგაზრდა ჯანმრთელი ადამიანების უდიდესი ნაწილი ცხოვრების უმეტეს ნაწილს პენსიონერებზე მეტად უმოძრაოდ ატარებს.

დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ეს მანკიერება ძალზე ცუდად აისახება ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, რომ ორგანიზმისათვის სახიფათოა არა მხოლოდ ხილული ცხიმი, არამედ უხილავიც, ე.წ. ვისცერული, რომელიც ასევე არყევს ჯანმრთელობას და ამოკლებს სიცოცხლეს. ასე რომ, იმოძრავეთ და ივარჯიშეთ რეგულარულად!