სინდრომი

მუდმივი დაღლილობის 6 მიზეზი

მუდმივი დაღლილობის 6 მიზეზი
ავადობის გარდა, არსებობს ბევრი ფარული მიზეზი, რომელიც შეუმჩნევლად გვართმევს სიცოცხლის ძალებს.

„მავნე საკვები“

ფასტ-ფუდით ერთჯერადი წახემსებაც კი აქვეითებს ტონუსს. ფუნთუშა, შოკოლადი და მსგავისი საკვები გვავსებს მარტივი ნახშირწყლებით. ასეთი წახემსებისას გლიკემიური ინდექსი აჭარბებს ყველა დასაშვებ საზღვრებს. მსგავსი საკვების მიღებისას მნიშვნელოვნად იმატებს სისხლში შაქრის დონე, მაგრამ უკვე ნახევარ საათში ის მკვეთრად ეცემა და ადამიანს ისევ შია.

ძილის წინ სოციალური ქსელი

ძილის წინ გაჯეტების გამოყენება აფუჭებს მხედველობას და არღვევს ცირკადულ რითმებს. საქმე ისაა, რომ ხელოვნური ლურჯი სხივი თრგუნავს „ძილის ჰორმონის“, მელატონინის გამომუშავებას და
ადამინისთვის დაძინება რთულდება.

გაუწყლოება

დაღლილობა პირდაპირაა დაკავშირებული წყურვილთან. მსუბუქი გაუწყლოებაც კი აისახება შრომის უნარზე. სისხლი სქელდება და გულსაც უძნელდება მისი გადატუმბვა. შესაბამისად, ქვეითდება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ორგანოებსა და კუნთებში მიწოდების სიჩქარე.

შვებულების დროს მუშაობა

ზარები, ფოსტა, სამსახურის დაკარგვის, პროცესების ჩამორჩენის შიში არ გვაძლევს დასვენების
საშუალებას შვებულების დროსაც კი. არსობრივად არ ხდება გადართვა, მოდუნება, საქმიანობის შეცვლა- ტვინი ისევ სამსახურითაა დაკავებული. შედეგად დაღლილობა და დეპრესია, სტრეს-ასოცირებული და პროფესიული გადაწვა.

მოუწესრიგებელი სამუშაო ადგილი

სამუშაო ადგილის უწესრიგობა მორალურად აცარიელებს და ტვინის მიერ ინფორმაციის გადამუშავების უნარს ზღუდავს. კოლექტივში ემოციურ „ამინდს“ რაც შეეხება - მუდმივი უთანხმოება არა მარტო შინაგანად ცლის და ანადგურებს, არამედ ზრდის გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს.

ძილის წინ ალკოჰოლი

ერთი ორი ჭიქა თითქოს მოდუნებაში გვეხმარება, მაგრამ ეს დამამშვიდებელი ეფექტი მაცდურია. დასაწყისში ალკოჰოლი თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იწვევს სედაციურ ეფექტს, მაგრამ მოგვიანებით ალკოჰოლი მეტაბოლიზდება, რაც ადრენალინის მკვეთრ მატებას იწვევს. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ძილი არაა ღრმა და მშვიდი.


ლალი ჩხიკვაძე

მსგავსი სიახლეები
სტრესი სამსახურში XXI საუკუნის ნამდვილი ეპიდემიაა. საოფისე ტიპის სამსახურების თანამშრომელთა მესამედზე მეტი პერმანენტულ
30-09-2019
ფრაზები - გული მატკინა, გული გამიტეხა, გული მომიკლა - მხოლოდ ემოციათა გამოხატულება როდია, სტრესი მართლაც
13-08-2019
"სტრესი ცხოვრებაა და მისგან სრულიად დაზღვეული მხოლოდ ის არის, ვინც არაფერს აკეთებს." - ჰანს სელიე
08-07-2019