/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

მწვავე გლოსიტი - გლოსიტი ანუ ენის ანთება

მწვავე გლოსიტი - გლოსიტი ანუ ენის ანთება
გლოსიტი ენის (უმთავრესად ლორწოვანი გარსის) ანთებაა.

ის, უმეტესად, რომელიმე სხვა დაავადებას მოჰყვება. თუმცა დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს (სახელდობრ, ტრამვის გამო. ასეთ დროს პროცესში ლორწოვანი გარსის გარდა, კუნთოვანი შრეც ერთვება).

მიმდინარეობის მიხედვით გლოსიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. მწვავე გლოსიტი ხასიათდება ენის ტკივილით, შეშუპებითა და სიწითლით (ჰიპერემიით).

გლოსიტის ზედაპირული ფორმები, ჩვეულებრივ, მეზობელი უბნების ანთების (ანგინის, სტომატიტის, გინგივიტის) გავრცელების შედეგია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინგივიტი ღრძილების, პაროდონტიტი კი პაროდონტის - კბილის მიმდებარე ქსოვილის ანთებაა. ძალიან ხშირად ღრძილების ანთების სხვადასხვა ფორმა (კატარული, წყლულოვანი, ჰიპერტროფიული და სხვა) დასაბამს აძლევს არა მხოლოდ გლოსიტს, არამედ სასისა და ხახის ანთებას და ზემო სასუნთქ გზებზე ინფექციის გავრცელებითაც რთულდება.

ანთებითი პროცესის ხელშემწყობ ფაქტორად იმუნიტეტის დაქვეითება (სისუსტე) მიიჩნევა, რაც, თავის მხრივ, პირის ღრუს ადგილობრივ იმუნურ ძალებსაც აქვეითებს და მიკრობთა პათოგენური თვისებების გამოვლენას ეხმარება. ანთებითი პროცესი უხშირესად სწორედ ღრძილებიდან იწყება და სწრაფად პროგრესირებს. ავადმყოფს აწუხებს ტკივილი, უმადობა, ყლაპვის გაძნელება, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება, ტემპერატურის მომატება, ამ დროს ღრძილებზე მსუბუქი შეხებაც კი სისხლდენას იწვევს. ანთებითი პროცესი ღრძილებიდან ზოგჯერ ენის ლორწოვან გარსზე ვრცელდება და გლოსიტის განვითარებას იწვევს.

შედარებით იშვიათად ენის ანთება ინფექციური დაავადებების (გრიპის, ტიფის, წითელას, ჩუტყვავილას) თანმდევია. ასეთ შემთხვევაში ენა წითლდება, შუპდება და ნადებით იფარება.

ზოგჯერ ანთებითი პროცესი ღრმად იჭრება ენის სისქეში და აბსცესს (შემოფარგლულ ჩირქოვან ანთებას) ან ფლეგმონას (შედარებით გავრცობილ მწვავე ჩირქოვან ანთებას) აძლევს დასაბამს.

განსაკუთრებით მძიმეა ე.წ. დესქვამაციური გლოსიტი, როდესაც ეპითელური შრის ჩამოფცქვნა (დესქვამაცია) და რეგენერაცია (განახლება) ენის სხვადასხვა უბანზე სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს: ზოგან შეწყვეტილია, ზოგან კი ინტენსიურად მიმდინარეობს. გაძლიერებულმა ჩამოფცქვნამ შეიძლება ეროზიების წარმოქმნა და ენის დაწყლულებაც კი გამოიწვიოს. ამ პროცესს ახლავს ტკივილისა და წვის შეგრძნება, განსაკუთრებით - მარილიანი, მჟავე და მწარე საკვების მიღებისას. თუკი გლოსიტი რომელიმე დაავადებასთანაა შეუღლებული, მისი იზოლირებული მკურნალობა უშედეგო იქნება. კომპლექსური მკურნალობა, უპირველესად, ძირითადი სნეულების აღმოფხვრას უნდა გულისხმობდეს.

სპეციფიკურ ღონისძიებებს (ისევე, როგორც გინგივიტის, სტომატიტისა და პირის ღრუს სხვა პათოლოგიების დროს) სპეციალისტი ნიშნავს. პაციენტი ასეთ დროს უნდა ერიდოს უხეშ და ცხარე საკვებს, ხშირად ივლოს სოდიანი ხსნარი, გვირილისა და სალბის ნაყენები. აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდური პრეპარატებით, ოღონდ, უთუოდ მიკრობთა მგრძნობელობის განსაზღვრის შემდეგ. კომპლექსურ მკურნალობას (იმუნომაკორეგირებელი, მასტიმულირებელი პრეპარატებითა და ვიტამინოთერაპიით) ექიმი სპეციალისტი პაციენტს მისი მდგომარეობისა და დაავადების ფორმის მიხედვით უნიშნავს.

კომენტარები (4)
Maia qamadaze dedachemze
Vaketeb komentars erti weli eniss problema aqvs mshrali da verc wyals svams rame wamali arsebobs
თარიღი : 24-04-2023
alina\
iqneb mimascavlot
თარიღი : 03-12-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სტრესი, როგორც ზურგის ტკივილის მიზეზი
სტრესი, როგორც ზურგის ტკივილის მიზეზი
როგორ იწვევს სტრესი ზურგის ტკივილს?
სრულად
რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
ბევრი ჩივის რომ, ლოგინიდან წამოდგომისას მუდმივად ეკრუნჩხება ერთი ან ორივე ფეხი. იატაკზე ვერ დგამს, ვიდრე არ გაუვლის.
სრულად
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი
ჩვეულებრივ, საყლაპავის ღრუს, მთელ სიგრძეზე უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე ზომის დიამეტრი.
სრულად
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
ყლაპვის მოქმედების (აქტის) დარღვევა ანუ დისფაგია გამოწვეულია პირის ღრუში წარმოქმნილი (ფორმირებული) საკვები ლუკმის - ბურთულის გადაადგილების შეუძლებლობით პირხახისა და საყლაპავის გავლით კუჭისკენ.
სრულად
დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
დისფაგია არის ყლაპვის გაძნელება, ზოგჯერ ყლაპვის შეუძლებლობა. ყლაპვა, რომელსაც აღვიქვამთ როგორც სავსებით მარტივ აქტს,
სრულად
რა არის მეტაბოლური სინდრომი და ვინ არის რისკის ქვეშ
რა არის მეტაბოლური სინდრომი და ვინ არის რისკის ქვეშ
მეტაბოლური სინდრომი არის მეტაბოლური დარღვევების კომპლექსი, რომელთაგან მთავარია ინსულინრეზისტენტობა - ინსულინდამოკიდებული უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითება ინსულინის მოქმედების მიმართ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

რომელი იფრო რბილია?მიკროფაიბერი სინდეფონინთუ სილიკონი?მე. ადვილად მტკენს თავს ბალოშები და სულ ვწვალობ. რომ მითხარით მთავარია ბუნებრივი ქსოვილი იყოს გარედანო და არგატკენსო.ეს კი მაგრამ შიგთავსი ანუ სილიკონი მიკროფაიბერინსინდეფონი არვიცინრომელია მგონი სინდეფონია ოსეთი იხეშია როგორც ჩანს რომ ომ ბამბისნქსოვილში მისი ბუსუსები ატანს და მშუშხავს. ჰიდა ამდენი ფული არმაქ ვიყიდო და ვცადო რომელი არმატკენა არ დამშიშხავს.იქნებ მირჩიოდ რონელიანიფეო ნაკლებად შუშხია ამ სამში?სილიკონი სინდეფონი თუ მიკროფიბერი?რომ ნაჭერში არგაატანოს იმ ბისისებმა?ზიმალეტა ვიყიდე ომდენიხანი ვაგრივე ფული და მშიხავს შუგთავსი ზოგი ამბიბს სილიკონიაო ზოგი ამბიბს სინდეფონიო ვერ ჰავუგე რააქვს არის მთლიანი ბრტყელი ნეილონივით რაღაცა დასტოგანებული ცალკე ხელს რომ ვუსვამ არაა თითქოს შუშხია მაგრამ კლავებზე რომ მეხება მაწიხებს...ბალიშებზე კიდე ბუმბულიანს ვხმარობ მაგრამ იმას ბუმბულგაუმტარი აკრია გარედან მერე ბუნებრივი ქსოვილი და მიხირებს თავს. მტლენს ყველაფწრი

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მწვავე გლოსიტი - გლოსიტი ანუ ენის ანთება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები