სინდრომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019

კითხვა-პასუხი

სინდრომი

წელის ტკივილი მეტად მრავალფეროვანი შეგრძნებაა. ზოგჯერ იგი ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური და შეტევითია, ზოგჯერ - ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი. საჭირო მედიკამენტური თერაპიის შემდეგ მტკივნეული შეგრძნება იოლად ქრება, მაგრამ ისეთი ტკივილიც არსებობს, რომლის გაყუჩება ყველაზე ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ და ანტისპაზმურ საშუალებებსაც კი არ შეუძლია. წელის ტკივილის დროს ვითარებაში გარკვევა ცოტა ძნელია. როდესაც ადამიანს წელი სტკივა, ამქვეყნად ყველაზე გამოცდილ და სწავლულ ექიმსაც კი არ შეუძლია, ერთი ხელის მოსმით დაადგინოს, რამ გამოიწვია ეს შეგრძნება.
“პტოზი” ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და დაწევა-ჩამოშვებას ნიშნავს. ამ ტერმინით აღინიშნება სხეულის რომელიმე ორგანოს ან ნაწილის დაწევა. შინაგან ორგანოთა დაწევა შეიძლება იყოს კონსტიტუციური (ანუ თანდაყოლილი) და შეძენილი. პირველ შემთხვევაში პრობლემა განპირობებულია მუცლის ფარისა და მენჯის კუნთოვანი აპარატის, ასევე ორგანოთა იოგოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტით (სუსტი განვითარებით). მეორე შემთხვევაში შინაგანი ორგანოები ადგილმდებარეობას იცვლიან კუნთოვანი და იოგოვანი აპარატის გაწელვა-მოდუნების, შესუსტების გამო. ამას ხელს უწყობს მძიმე ფიზიკური სამუშაო, გადაძაბვა, მძიმე ტვირთის ხშირი აწევა, მრავალი მშობიარობა, წონის მკვეთრი კლება და სხვა. თვეში 2-3 კგ-ზე მეტის დაკლება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
ნაჩვენებია მე-6 გვერ 17 - დან
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული