ექიმები ინტერნეტ-მაღაზიებში შოპინგს კატეგორიულად არ გვირჩევენ
ჩვეულებრივ მაღაზიებზე უარის თქმა არ ღირს. ფიზიოთერაპევტებმა 2000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. 65 წლის ასაკის და ზემოთ რესპონდენტების 24% საერთოდ არ აკეთებდა გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს. მაღაზიებში სიარული კი შეიძლება სრულფასოვან ვარჯიშად ჩაითვალოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძვლების სიმტკიცის დაქვეითება უკვე 30 წლისთვის იწყება, კუნთური მასის შემცირება კი 40 წლისთვის. თუ შუა ხნის ასაკში უფრო მეტს ვიმოძრავებთ და ყოველდღიურ რუტინაში დავნეგრავთ სხვადასხვა ვარჯიშს, სიბერეში მრავალ პრობლემას ავიცილებთ თავიდან. ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა ანთების დამარცხებას უწყობს ხელს. კუნთოვანი უჯრედები გამოყოფენ ანთებასთან მებრძოლ ინტერლეიკინ-6. ფიზიკური აქტივობისას ასევე ქვეითდება ანთებითი ცილა თNF-ალფას კონცენტრაცია, მუხრუჭდება ანთებითი ინტერლეიკინ-1ბეტას სიგნალური აქტივობა, რომელიც კუჭუკანა ჯირკვლაში იწვევს ანთებას. ლალი ჩხიკვაძე