30 უცნაური და საინტერესო ფაქტი ჩვენი ორგანიზმის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

30 უცნაური და საინტერესო ფაქტი ჩვენი ორგანიზმის შესახებ

4. ადამიანის ენის ანაბეჭდი სრულიად უნიკალურია (ამის შესახებ უნდა გახსოვდეთ, როდესაც ენას ცუდ ადამიანებს უყოფთ და აჩვენებთ - გვაფრთხილებენ სპეციალისტები!);

5. ენა ადამიანის სხეულის ყველაზე მძლავრი კუნთია;

6. კუჭის შიგნითა გარსი ყოველ სამ დღეში განახლდება;

7. თუ წიგნის სამი ფურცელი წაიკითხეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენმა თვალებმა 1 კმ-მდე დისტანცია დაძლიეს;

8. ადამიანი დილით უფრო მაღალია, ვიდრე საღამოხანს, რადგან სიარულისა და დღის მანძილზე დაღლილობის გამო ხერხემალი, უფრო სწორად, მალათაშუა დისკები, რამდენადმე “ჯდება, იკუმშება”;

9. ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში იმდენი მჟავაა, რომ მისი წყალობით ლურსმნის მონელებაც კი შეიძლება (ენდეთ სიტყვებს, ექსპერიმენტის ჩატარებას ნუ შეუდგებით - გვაფრთხილებენ სპეციალისტები!);

10. თუ ადამიანი წვერის გაპარსვას შეწყვეტს, შესაძლოა 9 მეტრამდე სიგრძის წვერი გაეზარდოს;

11. ადამიანი დღის განმავლობაში დაახლოებით 23 000-ჯერ ჩაისუნთქავს;

12. ტვინი ყოველწლიურად მსუბუქდება, იმის მიხედვით - როგორ ვბერდებით;

13. საშუალო დრო, რომელიც ადამიანს ჩაძინებისთვის სჭირდება - 7 წუთია;

14. თავის ტვინის უდიდესი ნაწილი წყალია;

15. მამაკაცებს ქალებთან შედარებით ბევრად ნაკლები გემოვნების რეცეპტორი აქვთ ენაზე;

16. ღამით ადამიანებს არანაკლებ 7 სიზმარი ესიზმრებათ;

17. ადამიანს ყურები მთელი ცხოვრება ეზრდება (წელიწადში დაახლოებით მილიმეტრის მეოთხედით);

18. ყოველდღიურად ადამიანი დაახლოებით ერთ ლიტრ ნერწყვს გამოყოფს;

19. ადამიანს ხელებზე 4-ჯერ უფრო ინტენსიურად ეზრდება ფრჩხილები, ვიდრე ფეხებზე;

20. ერთი დღის განმავლობაში ჩვენი სისხლი, დაახლოებით, 19 312 კილომეტრის სიგრძის დისტანციას გადის;

21. დღის განმავლობაში ადამიანი დაახლოებით ერთ ლიტრამდე აირს გამოყოფს (ზოგი უფრო მეტს, თანაც ორი გზით - ბოყინითა და ანალური ხვრელით);

22. ადამიანის კანი დაახლოებით სამ კილოგრამს იწონის (ნუ იკითხავთ, საიდან გაარკვიეს ეს მეცნიერებმა);

23. ადამიანის გულის ზომა დაახლოებით მისი მუშტის ტოლია;

24. შეტყობინებების სიჩქარე, ჩვენს ტვინამდე რომ აღწევს, 360 კმ/სთ-ია;

25. ადამიანის გული წლის განმავლობაში დაახლოებით 35 მილიონჯერ იკუმშება;

26. ჭკვიანი ადამიანების თმა ბევრად მეტ მინერალს (კერძოდ, თუთიას და სპილენძს) შეიცავს, ვიდრე სულელებისა;

27. ადამიანი ყოველდღიურად კანის 2 მილიარდამდე უჯრედს კარგავს, ყოველწლიურად კი - 2 კილოგრამს;

28. ადამიანმა მთელი ცხოვრების მანძილზე თმა რომ გაიზარდოს, თმის სიგრძე - 725 კმ იქნება.

29. სუნთქვის შეკავების მსოფლიო რეკორდი 7,5 წუთია. ადამიანთა უმრავლესობას მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში შეუძლია შეიკავოს სუნთქვა;

30. თვალების ხამხამზე ცხოვრების დაახლოებით 5 წელი იკარგება (კიდევ კარგი, რომ თვალების ხამხამთან ერთად უამრავ რამეს ვასწრებთ - ხუმრობენ მეცნიერები!).