სპეციალისტები პლასტიკის ბოთლების ხელმეორედ გამოყენებას არ გვირჩევენ
ბაქტერიების მაქსიმალური რიცხვი ძალიან მაღალი აღმოჩნდა (900000 ერთეულზე მეტი კვადრატულ სანტიმეტრზე). უნიტაზის დასაჯდომზეც კი ნაკლები ბაქტერიაა. ბოთლზე აღმოჩენილი მიკროორგანიზმების 60% ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
გარდა ამისა, პლასტიკში, რისგანაც ბოთლი მზადდება, შეიძლება იყოს ბისფენოლ-А, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. ის განსაკუთრებით ჰორმონალურ ფონზე მოქმედებს. მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ პლასტიკის ბოთლების რამოდენიმეჯერ გამოყენება არ შეიძლება.
ლალი ჩხიკვაძე