როგორ ჩავდგეთ ფორმაში სამედიცინო ჩარევის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ჩავდგეთ ფორმაში სამედიცინო ჩარევის შემდეგ

სამედიცინო რეაბილიტაცია - სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსია, რომელთა დახმარებითაც სპეციალისტები სხვადასხვა ტიპის დაავადებების შედეგად შეზღუდული და დაკარგული უნარის, შესაძლებლობების მაქსიმალურ აღდგენას ცდილობენ, რაც მკურნალობის შედეგზე, წარმატებულ ოპერაციულ ჩარევაზე არანაკლებ აისახება, განსაკუთრებით ნეიროქირურგიული, პოსტტრავმული დაზიანებების შემდგომ, როდესაც ადამიანი არსებობისთვის აუცილებელ უნარებსა და ჩვევებს სრულად ან ნაწილობრივ კარგავს.

რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ასევე პაციენტის დაკარგული კუნთური ძალის აღდგენას, გარდა ამისა, იგი აღკვეთს დაზიანების განმეორებას ან შესაძლო გართულებების განვითარებას.

თანამედროვე მედიცინა ყოველივეს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით, სპეციალისტთა გამოცდილებითა და ოსტატობის დახმარებით აღწევს, იმ დახვეწილი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის – სიცოცხლის გადარჩენისა და მისი ხარისხის ამაღლების საშუალებას იძლევა. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ქირურგის მიერ იუველირულ დონეზე შესრულებული ოპერაციაც კი არ იძლევა ფუნქციის სრულად აღდგენის ან ამ ეტაპთან მიახლოების საშუალებასაც კი, თუ პაციენტს სრულფასოვანი სამედიცინო რეაბილიტაციის კურსი არ ჩაუტარდება.

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენში რეაბილიტაციას ან არ ენიჭება სათანადო მნიშვნელობა, ან მხოლოდ ფორმალურია. ასეთივეა მედპერსონალისა და თავად პაციენტების დამოკიდებულება აღმდგენ ღონისძიებათა მიმართ. პაციენტები ეჭვის თვალით უყურებენ სარეაბილიტაციო საშუალებებს და გამოჯანმრთელებაზე მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ ქირურგს ან მკურნალ ექიმს აკისრებენ.

რეალურად, სამედიცინო რეაბილიტაციის ხარისხიანად წარმართვისთვის მხოლოდ ერთი ექიმი რეაბილიტოლოგი არ კმარა, ეს პროცესი რამდენიმე სპეციალისტის უშუალო მონაწილეობით უნდა ჩატარდეს, განსაკუთრებით - ოპერაციებისა და ტრავმების შემდგომ.

სწორად ჩატარებული ოპერაცია – გამოჯანმრთელების აუცილებელი პირობაა, მაგრამ არაკვალიფიციური რეაბილიტაციის გარეშე ოპერაციის შედეგმა, შესაძლოა, მოლოდინი არ გაამართლოს.

გარეგანი მატრავმირებელი ფაქტორების მოქმედება ორგანიზმზე ზოგჯერ რამდენიმე წამს გრძელდება, ამ პროცესის შედეგების გამოსასწორებლად კი ხშირად წლებია საჭირო, რათა პაციენტმა საჭირო ფუნქციის თავიდან შესწავლა და ათვისება შეძლოს.

სამედიცინო რეაბილიტაციის სახეები

სხეულის დაზიანების ლოკალიზაციისა და ფორმის გათვალისწინებით, სამედიცინო რეაბილიტაცია შესაძლოა იყოს:

  • ორთოპედიული - იგი ტარდება ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტრავმული დაზიანების გამო ჩატარებული ოპერაციების, მოტეხილობების, ხერხემლის განვითარების ანომალიების კორექციის შემდგომ;
  • ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული - ეს სამედიცინო რეაბილიტაციის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სახეა, რამდენადაც ამ პროცესში ყველაზე მეტი სპეციალისტი მონაწილეობს: ნევროლოგი, ფიზიოთერაპევტი, მასაჟისტი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, კინეზოთერაპევტი, ერგოთერაპევტი და სხვა;
  • ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული რეაბილიტაცია სრულდება როგორც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (თავისა და ზურგის ტვინი) ჩატარებული ტრავმებისა და ოპერაციების, ისე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების შემდგომი მკურნალობის, ჰემორაგიული და იშემიური ინსულტების, პარეზებისა და დამბლების მკურნალობის შემდეგ;
  • კარდიოლოგიური - სამედიცინო ღონისძიებათა სისტემაა, რომელიც ტარდება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, გულისა და სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების მკურნალობის, სტენტირებისა და შუნტირების შემდგომ.

სამედიცინო რეაბილიტაციის მეთოდებია:

  • სამკურნალო ტანვარჯიში;
  • მასაჟი;
  • კინეზოთერაპია;
  • ფიზიოთერაპიული პროცედურები;
  • მანუალური თერაპია;
  • ელექტროსტიმულაცია - იგი მიზნად ისახავს ნერვული იმპულსების ჩონჩხის კუნთებთან გამტარობის გაუმჯობესებას;
  • კრიოთერაპია – სიცივის ეფექტის გამოყენება;
  • ფსიქოთერაპია;
  • ენისა და მეტყველების თერაპია.

ფიზიოთერაპია

ჩამოთვლილი მეთოდებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, რომლებიც დაკარგული ფუნქციის აღდგენას და მოძრაობის სტიმულაციას ისახავს მიზნად. აჩქარებს ქსოვილებსა და ორგანოებში აღმდგენ პროცესებს, განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელ, ნერვულ და სისხლის მიმოქცევის სისტემებში.

ფიზიოთერაპიული პროცედურების უპირატესობა ისაა, რომ არ გამოიყენება მედიკამენტები, ანუ არ არსებობს ალერგიული რეაქციებისა და გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. არ ვითარდება წამალზე დამოკიდებულება და რაც მთავარია, გამოყენებული მეთოდები არაინვაზიურია.

მანუალური თერაპია

მანუალური თერაპია, ფაქტობრივად, ხელით მასაჟია, რომელიც ქსოვილების კვებას აუმჯობესებს, აღადგენს და აძლიერებს სახსრებში მოძრაობის მოცულობას, იგი სახსრის კონტრაქტურებთან ბრძოლისა და კუნთოვანი აპარატის გაძლიერების საშუალებაა.

სწორად შერჩეული სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამები პაციენტს მაქსიმალურად მოკლე დროში გადატანილი ტრავმის შედეგად დაკარგული ან შესუსტებული ფუნქციის აღდგენის საშუალებას აძლევს.

აქვე დავძენთ, რომ რეაბილიტაციის პროცესი ეფუძნება ორგანიზმის საკუთარივე შესაძლებლობების სტიმულაციას გარეგანი ზემოქმედების შედეგად, თანამედროვე აპარატების საშუალებით ადგილობრივი და ზოგადი იმუნიტეტის, სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გაძლიერებასა და აღმდგენი რეგენერაციული პროცესების დაჩქარებას.

წარმატებული მხოლოდ კომპლექსური რეაბილიტაციაა!

გახსოვდეთ!

გამოჯანმრთელებას განსაზღვრავს 3 ძირითადი ფაქტორი:

1. დროულად დასმული სწორი დიაგნოზი;

2. ოპტიმალურად ჩატარებული მკურნალობა;

3. სრულფასოვანი სამედიცინო რეაბილიტაცია.

რეაბილიტაცია წარმატებულია, თუ ის ტარდება კომპლექსურად, განსხვავებული დოზირებით, განსხვავებული სიჩქარით, განსხვავებული ინტენსივობით, კონკრეტული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შერჩეული პროგრამით.