/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მითები მედიცინაში - ვაქარწყლებთ სამედიცინო მითებს

მითები მედიცინაში - ვაქარწყლებთ სამედიცინო მითებს
სამედიცინო მითები - სამედიცინო თემებთან დაკავშირებული აქსიომებია, რომელთა ჭეშმარიტებაც ხშირად ექიმებისთვისაც ეჭვშეუვალია. ისინი ლოგიკური ვარაუდების საფუძველზე იქმნება, მაგრამ სამეცნიერო კვლევების პროცესში ხშირად ქარწყლდება კიდეც. ალბათ, გსმენიათ, რომ სტაფილო მხედველობას აუმჯობესებს, ქოლესტერინი ჯანმრთელობას ვნებს, მაგრამ მეცნიერული კვლევები თანდათან საფუძველს აცლის ამ მითებს.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

მითები მედიცინაში - ვაქარწყლებთ სამედიცინო მითებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მითები მედიცინაში - ვაქარწყლებთ სამედიცინო მითებს

ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა, რეჯესტრიფის უნივერსიტეტის თანამშრომელმა აარონ კეროლმა და ინდიანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერმა პეიჩერ ბრიმანმა, გააქარწყლეს რამდენიმე სამედიცინო მითი, რომლებიც ხშირად პრევალირებდა პოპულარულ გამოცემებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში. სხვათა შორის, მტკიცებულებათა მოძიებამდე ზოგიერთი მითის ტყვეები თავადაც იყვნენ...

“ის, რაც დღეს ჭეშმარიტებად ითვლება, ხვალ უარყოფილი იქნება - თანამედროვე მედიცინაში ეს უკვე ჩვეულ საქმედ იქცა...”

მითი 1. მობილური ტელეფონები კიბოს იწვევს

პირველად ეს მტკიცება 1993 წელს გაისმა, ხოლო 2004 წელს კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს: თუ ადამიანს ტელეფონი ყოველთვის თავის მხოლოდ ერთ მხარეს უჭირავს, მაშინ სიმსივნე მას ფაქტობრივად მხოლოდ იმ მხარეს უნდა განუვითარდეს. არადა, მომდევნო სტატისტიკური კვლევების მიხედვით, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა ჩაატარეს, არ გამოვლინდა არავითარი კავშირი მობილურ ტელეფონსა და კიბოს განვითარებას შორის. თუმცა ის ფაქტიც დამაფიქრებელია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ორსულ ქალბატონებს და ბავშვებს მობილურით დიდხანს სარგებლობას მაინც არ ურჩევენ...

მითი 2. პლასტიკური ბოთლები საფრთხის შემცველია

ქიმიური ნივთიერება ბისფენოლ A მეტად მავნედ ითვლება. თუმცა იმ ფორმით, როგორითაც ის პლასტიკურ ბოთლებში არსებობს, მას ადამიანისთვის არანაირი ზიანის მიყენება არ შეუძლია. ათი ასეთი ბოთლიდან ზედიზედ დალევის შემთხვევაშიც კი ამ ქიმიკატის დასაშვები დონის (3,6 მკგ) მეათედ ნაწილსაც ვერ გადააჭარბებთ.

მითი 3. კვერცხი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამაღლებს

მეოცე საუკუნის სამოციან-სამოცდაათიან წლებში მეცნიერებმა ერთმანეთთან დააკავშირეს სისხლში ქოლესტერინი და გულის დაავადებები და ამაში ქათმის კვერცხი დაადანაშაულეს. სადღეისოდ კი ამ “ჭეშმარიტებას” თამამად შეიძლება ვუწოდოთ მითი.

ფაქტები ასეთია: ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი დამოკიდებულია საკვებ რაციონში ნაჯერი ცხიმების მაღალ შემცველობაზე.

ერთ კვერცხში მხოლოდ 1,6 გრამი ნაჯერი ცხიმია, მაშინ როდესაც ერთ ჭიქა 2%-იანი ცხიმიანობის მქონე რძეში ის მეტი რაოდენობითაა - დაახლოებით 3 გრამი. სანამ ქოლესტერინის მომატებაში კვერცხს დავადანაშაულებთ, მგონი, სჯობს, მისი რაოდენობა იმ პროდუქტებში შევამოწმოთ, რომელთაც ყოველდღიურად მივირთმევთ.

მითი 4. ვაქცინები აუტიზმს იწვევს

პირველად იმის შესახებ, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევს, ცნობილ ჟურნალ “Lancet”-ში გამოქვეყნდა 2003 წელს. ამას მოჰყვა მრავალი ხმაურიანი კვლევა ანალოგიურ თემაზე, რომლებიც, სხვათა შორის, საეჭვო პრაქტიკულ საფუძველზე იყო დამყარებული. 2010 წელს ჟურნალმა უარყო კვლევების შედეგები და ისინი სრულებით უსაფუძვლოდ მიიჩნია.

მითი 5. ტანსრულ ადამიანებს უფრო ცუდი ნივთიერებათა ცვლა აქვთ, ვიდრე გამხდრებს

ეს სრულებით არ შეესაბამება სინამდვილეს, პირიქით, ტანსრულ ადამიანებს უკეთესი ნივთიერებათა ცვლა აქვთ, ვიდრე გამხდრებს - ისინი მოძრაობისას მეტ კალორიას წვავენ, რადგან გამხდრებთან შედარებით მეტი ენერგია სჭირდებათ. სწორედ ამიტომ ორგანიზმი მეტ მარაგს ინახავს.

მითი 6. კიბოს პროფ ილაქტიკა შეუძლებელია

ეს საშიში დაავადება იმდენად გავრცელებულია, რომ წარმოიშვა მითი, თითქოს სადღეისოდ მისი თავიდან აცილება შეუძლებელია: ცუდი ეკოლოგიის, სტრესებისა და სხვა მიზეზთა გამო.

არადა, ფაქტები სულ სხვა რამეს ღაღადებენ: დაავადებათა თავიდან აცილებისა და მათთან ბრძოლის ცენტრის (ჩენტრეს ფორ Dისეასე ჩონტროლ ანდ Pრევენტიონ) მონაცემებით, კიბოთი გარდაცვალების ნახევარზე მეტი შემთხვევა გამოწვეულია არასასურველი სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობებით, ასევე ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც მოიცავს უხარისხო კვებას, მავნე ჩვევებსა და დაუბალანსებელ რეჟიმს. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია ადამიანმა თავიდან აიცილოს კიბო, თუ უარს იტყვის, მაგალითად, თამბაქოს მოწევაზე, დაბინძურებულ ადგილებში ყოფნაზე, ალკოჰოლის მაღალ დოზებზე. აკონტროლეთ წონა, მიირთვით ხილი და ბოსტნეული დღეში რამდენჯერმე, უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებად ცხიმიან პროდუქტებს და იყავით ფიზიკურად აქტიურნი. სწორედ მსგავსი მარტივი წესების დაცვით შეამცირებთ ამ მრისხანე დაავადებით ავადობის რისკს.

მითი 7. ბევრი ტკბილი კბილის კარიესს წარმოქმნის

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადება - კარიესია. ათიდან ცხრა ადამიანმა ძალიან კარგად იცის ამის შესახებ. ბუნებრივია, მის შესახებ მრავალი მითი თუ გამონაგონიც არსებობს.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა, რომლებიც კარიესის განვითარებაში ნახშირწყლების როლს ეძღვნებოდა, გამოავლინა, რომ მთავარი ნახშირწყლები კი არა, კვების შემდეგ პირის ღრუში მათი არსებობის ხანგრძლივობაა - საკვების მცირე ზომის ნაწილაკები კბილებს შორის, ენასა და ლორწოვანი გარსის ნაკეცებში რჩება. შაქარი, ტკბილი სასმელები, შოკოლადი და ზოგიერთი სხვა საკონდიტრო ნაწარმი ნერწყვის გავლენით სწრაფად დნება და გამოირეცხება, ხოლო რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც პურ-ფუნთუშეულის, ხორციანი პროდუქტების ან ხილის შემადგენლობაში შედის, უფრო მეტი დრო სჭირდება და სწორედ ამიტომ მათი გახლეჩა (დაშლა) პირდაპირ პირის ღრუში იწყება. ამ პროცესში არა მარტო ნერწყვის ფერმენტები, მიკროორგანიზმებიც მონაწილეობენ. სწორედ ამ უკანასკნელთა მიერ გამოყოფილი საკვების დასაშლელი პროდუქტებია კარიესის წარმოქმნის ერთ-ერთი ფაქტორი. დასკვნა ის არის, რომ კარიესი სულაც არ ვითარდება ყველასათვის საყვარელი შოკოლადისა თუ კანფეტების საბაბით.