მზეზე ხანგრძლივად ყოფნა ავადობის მაჩვენებელს ამცირებას
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევით დადგინდა, რომ მზის სხივის ლურჯი სპექტრი Т-უჯრედებს უფრო სწრაფად მოძრაობას აიძულებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია. სხივი ააქტიურებს წყალბადის ზეჟანგს, რაც იწვევს Т-უჯრედების სასიგნალო გზის გახსნას. აღნიშნული ნაერთები ათავისუფლებენ სისხლის თეთრ უჯრედებს, ორგანიზმში ინფექციის არსებობისას.
მზის სხივის ლურჯი სპექტრი D ვიტამინის სინთეზისთვის საჭირო ულტრაიისფერ გამოსხივებასთან შედარებით უვნებელია. მზის ზემოქმედებით სხეულში ასევე იწყება აზოტის ოქსიდის წარმოება, რაც დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
ლალი ჩხიკვაძე