რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    პირველი დახმარება მყესის დაჭიმვის დროს - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    პირველი დახმარება მყესის დაჭიმვის დროს

    • ტრავმირებული სახსრის არეში დაადეთ მჭიდრო ნახვევი, მაგრამ მეტისმეტად არ მოუჭიროთ, რათა არ შეწყდეს სისხლის მიწოდება. ამ მიზნით უმჯობესია გამოიყენოთ ელასტიკური ბინტი, მაგრამ სახელდახელოდ შეგიძლიათ მოიშველიოთ შარფი, თავსაფარი და სხვა. თუ დაშავებულს ფეხი დაუბუჟდა, აუცილებელია ნახვევის მოშვება.

    ნახვევი დაადეთ სურათის მიხედვით

    • ტრავმიდან პირველი 2 საათის განმავლობაში ტრავმირებულ არეზე დაადეთ ცივი ნივთი, მაგალითად, ცივ წყალში დასველებული პირსახოცი, ცივი წყლით ავსებული პლასტმასის ბოთლი ან ყინულიანი პაკეტი. მეორე დღეს ყინულის დადება საჭირო აღარ არის. უმჯობესია თბილი აბაზანა და მალამოს, მაგალითად, ჰეპარინის წასმა. ის ფრთხილად უნდა შეაზილოთ კანში დღეში 2-3-ჯერ;
    • მიეცით პაციენტს ტკივილგამაყუჩებელი საშუალება;
    • თუ ტკივილი და შეშუპება ძლიერადაა გამოხატული, მაშინ უნდა უზრუნველყოთ დაზიანებული სახსრის სრული უმოძრაობა. ამისათვის არტაშნის დადება გახდება საჭირო. არტაშნად შეგიძლიათ გამოიყენოთ სახაზავი, ფიცარი ან სხვა. ის უნდა დაადოთ პაციენტს კიდურზე, დაზიანებული სახსრის მიმდებარე ორივე გვერდითა ზედაპირზე და დააფიქსიროთ სახვევით ისე, რომ სახსარში მოძრაობა შეუძლებელი იყოს;
    • აუცილებლად უნდა მიმართოთ ტრავმატოლოგს, რადგან მყესის დაჭიმვას შეიძლება ახლდეს ამოვარდნილობა და მოტეხილობაც კი, რასაც მხოლოდ რენტგენოლოგიური კვლევა გამოავლენს და სერიოზული სამედიცინო ჩარევა იქნება საჭირო.