რამდენიმე სამედიცინო მითი, რომელიც ადამიანს აშინებს
არადა ინფორმაციის დიდი ნაწილი ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი და არასწორია, განსაკუთრებით ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, მოსახლეობაში დანერგილი შიში თუ პანიკაც საფუძველს მოკლებულია. მაგალითად:
1) ბევრს ჰგონია, რომ ჰიპოთერმია (გადაციება) მხოლოდ ცივი ამინდისთვისაა დამახასიათებელი. სინამდვილეში ადვილად შეიძლება გაცივდეთ ზაფხულშიც, პაპანაქება სიცხეში, თუკი გრილ წყალში დიდხანს იბანავებთ ან კიდევ ქარში მოყვებით. აღნიშნულმა პირობებმა თავისუფლად შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი დაავადება.
2) ხალხში გაბატონებულია აზრი, რომ მარილი თეთრი სიკვდილია! რეალურად კი იმ დაავადებათა ნუსხა, რომელთა დროსაც ადამიანმა უნდა შეზღუდოს მარილის მიღება, არც ისე დიდია, ხოლო ჯანმრთელი ადამიანის მიერ მარილის რაციონალურად მიღება არანაირ საფრთხეს არ უქმნის ორგანიზმის ჯანმრთელობას.
3) ქალთა დიდ ნაწილს ჰგონია, რომ მჭიდროდ მორგებული ბიუსტჰალტერი მკერდის სიმსივნური პათოლოგიის განვითარების პროვოცირებას ახდენს. ეს ერთ-ერთი მითია, რადგანაც არც ერთი საფუძვლიანი კვლევით არ არის დადასტურებული აღნიშნული ფაქტი. მოჭერილი ბიუსტჰალტერი უბრალოდ დისკომფორტს ქმნის, თორემ სხვა საშიშროების რისკი ამით ქალს არ ექმნება.
თინათინ გოცაძე