/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რატომ ვბერდებით? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვბერდებით?

სპეციალისტები დღემდე დავობენ იმის თაობაზე, რა არის ბიოლოგიური დაბერების ჭეშმარიტი მიზეზი. ერთნი ამაში გენებს ადანაშაულებენ, რომელთაც თვითგანადგურების უნარი შესწევთ, მეორენი - ორგანიზმში დაგროვილ დაზიანებებს, რომელთა გავლენასაც ორგანიზმი მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიცდის.

უჯრედული დაზიანება

გერმანელი ბიოლოგი ავგუსტ ვაისმანი დაბერების მიზეზს უჯრედებში ხედავს: როგორც ნებისმიერი კონსტრუქციის ნაწილები, მუდმივი გამოყენების შედეგად ცოცხალი ორგანიზმის ნაწილებიც ცვდება. ეს ცვეთა თავდაპირველად ნაწილებს კლავს, მერე კი მთელ სხეულს.

სომატური დაზიანება

მეორე თეორიის თანახმად, დაბერება მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარე დნმ-ს დაზიანებისა და ცვლილების შედეგია. უჯრედების ფუნქციობისას ზიანდება მათ ბირთვში არსებული დნმ-ს მოლეკულა. ზოგიერთ ხარვეზს ორგანიზმი თავად აღმოფხვრის, ზოგიერთის გამოსწორება კი შეუძლებელია. ამის შედეგად ყალიბდება გენეტიკური მუტაცია, რომელიც ხელს უწყობს დაბერებას, რადგან ამ მუტაციის შედეგად უჯრედი სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, იმატებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნა და უჯრედში დაგროვება, რასაც მიაწერენ კიდეც საბოლოოდ ორგანიზმის დაბერებას.

ჯვარედინი კავშირები

არსებობს მოსაზრებაც, რომ სიბერე ჯვარედინი კავშირების შედეგია. ესაა პროცესი, რომლის დროსაც დაზიანებული და ძველი ცილები, რომლებიც მარტივ კომპონენტებად უნდა დაშლილიყო, ამას ვერ ახერხებს, პირვანდელი სახით რჩება ორგანიზმში და სერიოზულ პრობლემებს იწვევს - ჯვარედინად დამაკავშირებელი ცილების დაგროვება ანელებს ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედების პროცესს.

სწორედ ასეთი მექანიზმით გროვდება კანში ცილა კოლაგენი, რაც აჩენს ესოდენ არასასურველ პირველ ნაოჭებს. ჯვარედინად მოქმედი ცილების დამსახურებაა მხედველობის დაქვეითება და სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებაც.

გენეტიკური კოდირება

გენეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ადამიანი გენეტიკურადაა დაპროგრამებული დაბერებისთვის, რომ ამას სწორედ ჩვენს დნმ-ში არსებული სპეციალური გენები, უფრო ზუსტად, განსაზღვრული ჯგუფის გენების ჩართვა-გამორთვა განსაზღვრავს. სიბერე ამ პროცესის გვერდითი ეფექტი ყოფილა, რომელიც ასაკთან ერთად იჩენს თავს.

ადამიანის ორგანიზმში არსებობს გენები, რომლებსაც სტრესისადმი გამძლეობა, სხეულის განვითარება და ნივთიერებათა ცვლის ნორმალურად წარმართვა ევალება. სწორედ ამ გენების სიჯანსაღეზეა დამოკიდებული, რამდენი ხნის სიცოცხლე უწერია ადამიანს, რადგან ეს გენები აკოდირებს ცილებს, რომლებიც ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. ისინი არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმის ანტიბაქტერიულ დაცვას უზრუნველყოფენ.

სიბერის ენდოკრინული თეორია

ენდოკრინული თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ გენები, რომლებიც დაბერებას არეგულირებენ, ბიოლოგიური საათის მატარებლები არიან და ჰორმონების, კერძოდ, ზრდის ინსულინისმაგვარი ფაქტორის მეშვეობით აკონტროლებენ დაბერების ტემპს.

ზრდის ინსულინისმაგვარი ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზრდის, სახეობის ცვლილებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. სწორედ მისი წყალობით ახერხებს ადამიანი გარემოსთან ადვილად ადაპტირებას და ხშირად ცვლადი საკვები ნივთიერებებისადმი ამტანობასაც ეს ფაქტორი განსაზღვრავს.

ადამიანი გარემოს ცვლილებებისადმი უჯრედულ დონეზე ადაპტირდება, რაც ზრდის მისი გადარჩენისა და გამრავლების შანსს.

ამრიგად, სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება იმდენად, რამდენადაც ინდივიდს შეუძლია ამ ფაქტორის გავლენით მოასწროს თავისი ბიოლოგიური როლის შესრულება - გაიზარდოს, გამრავლდეს, მერე კი მისი ბიოლოგიური საათი დროის ათვლას იწყებს.

სიბერის იმუნოლოგიური თეორია

სიბერე იმუნურ სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შედეგია - ასეთია ამ თეორიის შინაარსი. ჩვენი იმუნური სისტემა ისეა დაპროგრამებული, რომ დროთა განმავლობაში მასში მცირდება ქმედითი ეფექტიანობა, რაც იწვევს ორგანიზმის დასუსტებას, თავდაცვითი უნარის დაქვეითებას, ყოველივე ეს კი საგრძნობლად აადვილებს ინფექციური აგენტების ორგანიზმში შეჭრას, მის დაზიანებას, დაავადებასა და სიკვდილს.

როგორც ირკვევა, წლების მატებასთან ერთად ჩვენი იმუნური სისტემის მთავარი ანტისხეულები ეფექტიანობას კარგავს, ამის შედეგად კი მცირდება, საზოგადოდ, ავადმყოფობისადმი, კერძოდ კი იმ დაავადებებისადმი წინააღმდეგობის უნარი, რომლებსაც ახალგაზრდა ორგანიზმში არსებული ანტისხეულები იოლად უმკლავდებოდა.

ყოველივე ამის შედეგად იწყება ცვლილებები უჯრედულ დონეზეც, რაც ისევ და ისევ მათი ფუნქციის შესუსტებას და საბოლოოდ დაბერების პროცესის განვითარებას აძლევს ბიძგს.

დასასრულ, ერთი რამ შეგვიძლია გითხრათ: ბიოლოგიური დაბერების პროცესის ახსნა იმდენნაირადაა შესაძლებელი, რამდენი ცოცხალი ორგანიზმიც არსებობს სამყაროში. სიბერის ამხსნელი თეორიებიც მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. ბევრი რამ კვლავ დასადგენია, თუნდაც ის, რატომ ხდება ზოგიერთი ცოცხალი ორგანიზმი ყველაზე რეპროდუქტიული სიკვდილის წინა პერიოდში და არა ახალგაზრდობაში, როგორც ადამიანს ახასიათებს.