/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

წელის ტკივილი

წელის ტკივილი
წელის ტკივილი, თამამად შეიძლება ითქვას, დაავადებებისთვის დამახასიათებელ სიმპტომთა შორის ერთპიროვნული ლიდერია. დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა,

რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს.

მათ ჩამონათვალში შედის:

  1. გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
  2. მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  3. შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
  4. მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
  5. საკვერცხეების ანთება, საშვილოსნოს პათოლოგიები;
  6. ვირუსული დაავადებები;
  7. თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
  8. ზურგის ტვინის თიაქარი.

მიზეზთა ასეთი მრავალფეროვნების გამოა, რომ წელის ტკივილით შეწუხებულმა ადამიანმა ხშირად არც კი იცის, რომელი პროფილის ექიმს მიმართოს.

  • რა ხდება?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სხეულის ყოველ უბანს ნერვი ან ნერვთა ჯგუფი განაგებს. ერთ-ერთი მათგანია ზურგის ტვინიდან გამომავალი ცდომილი ნერვი, რომელსაც "კოლეგებთან" შედარებით ბევრად უფრო დიდი სამოქმედო არეალი აქვს: ის ერთდროულად გულმკერდის, კისრისა და მუცლის ღრუს ორგანოთა ფუნქციონირებას აწესრიგებს. საკმარისია, რომელიმე მათგანში რაიმე დაირღვეს, ტკივილის მიზეზი გაჩნდეს, რომ ამას ცდომილი ნერვისადმი დაქვემდებარებული ყველა ორგანო შეიტყობს.

ასე რომ, შესაძლოა, წელის ტკივილის მიზეზი სულაც არ იყოს წელის დონეზე განლაგებულ ორგანოთა ბრალი. თუ იმ დაავადებათა ნუსხასაც გადავხედავთ, რომლებსაც წელის არეში მტკივნეული შეგრძნებები ახასიათებს, იოლად დავრწმუნდებით, რომ ჭეშმარიტი დამნაშავის პოვნა არც ისე ადვილია და ვინ იცის, შეუძლებელიც ყოფილიყო, თავად ტკივილი პირველადი ლოკალიზაციითა და გამოვლინებებით ერთმანეთისგან რომ არ განსხვავდებოდეს. ასე, მაგალითად: ტკივილი ზოგჯერ ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური ან შეტევითია, ზოგჯერ კი - ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას უდიდესი სამედიცინო მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტები დიაგნოზის ძიებისას სწ¬ორედ ამ მაჩვენებლებით ხელმძღვანელობენ.

წელი ტკივილს ხელს უწყობს:

  1. მემკვიდრეობითი განწყობა;
  2. გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
  3. წონის მატება;
  4. ორსულობა, მშობიარობა;
  5. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
  • როგორ მოვიქცეთ?

ასევე დაგაინტერესებთ
რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ წელის ტკივილისას
ამ მარტივი საშუალებით შეძლებთ წელის ტკივილთან გამკლავებას

უპირველეს ყოვლისა, თვალი გადაავლეთ თქვენს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, სამუშაო მაგიდას, შრომის პირობებს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწოლს, რადგან შესაძლოა, ღამით აღმოცენებული წელის ტკივილი სწორედ მოუხერხებელი საწოლის ბრალი იყოს. როდესაც ტკივილი ხანგრძლივია და ყრუა, თავს იჩენს ღამით, ახასიათებს დილის შებოჭილობა ანუ გამოღვიძებისას, აქტიური მოძრაობის დაწყებისთანავე ქრება, მისი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ძვალსახსროვან სისტემაში უნდა ვეძებოთ.

უნდა გაირკვეს, ხომ არ არის იგი გამოწვეული წელის არეში მდებარე მალათა დაზიანებით, გამოირიცხოს ოსტეოქონდროზი (რომელსაც შესაძლოა თან სდევდეს მალათაშუა ნერვების დაზიანება), კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემის კერძო პათოლოგიები. ხანმოკლე წელის ტკივილი, რომელიც ღამით, დაწოლისას იჩენს თავს და მოძრაობისას ქრება, წელის კუნთების რიგიდულობასაც ახასიათებს. ასეთ დროს მტკივნეული შეგრძნებები ადგომიდან დაახლოებით 5-10 წუთში გაივლის.

ასეთივე წელის ტკივილი ახასიათებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შრომის არასწორი ჰიგიენის გამო წელის კუნთები მთელი დღის განმავლობაში დაჭიმულია. თუ ამ მხრივ ყელაფერი რიგზეა, მაშინ გამოსაკვლევია შინაგანი ორგანოები.

საინტერესოა, ხომ არ არის დაწეული რომელიმე ორგანო - პროექციაშეცვლილ ორგანოებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კიდევ უფრო უჭირთ თავის სტაბილურად დაფიქსირება, რაზეც მათი რეცეპტორები ტკივილის სახით რეაგირებენ. მიზეზის დადგენაში დიდ დახმარებას გვიწევს იმუნოლოგიური ტესტები, რომლებიც სისხლში ვირუსებსა და მიკროორგანიზმებს აღმოაჩენს. გახსოვდეთ: წელის ტკივილის მიზეზის ერთი ხელის მოსმით ამოცნობა გამოცდილ სპეციალისტსაც კი გაუჭირდება, ამიტომ თავი არიდეთ ნაცნობ-მეგობრების მიერ შემოთავაზებულ "უებარ საშუალებებს" და ყოველგვარ თვითმკურნალობას. ძლიერმა ტკივილგამაყუჩებლებმა ტკივილი შესაძლოა მართლაც დათრგუნოს, მაგრამ ამით პრობლემას ვერ მოაგვარებთ, ვინაიდან ტკივილის მიზეზი ხელუხლებელი დარჩება.

კომენტარები (2)
მარიამი
გამარჯობათ. ვარ 15 წლის . მაწუხებს მარჯვენა ნახევარსფეროში გავა წელის ტკივილი , გადაეცემა ასევე ფეხსაც და ფეხი მაქვს ოდნავ დაბრუშებული . აგრეთვე მარჯვენა საკვერცხესთან მაქვს 45მმ დიდი ვარაუდით ფოლეკულური კისტა. ადრე მქონდა ხერხემლის პრობლემა 5 6 მალასთან დაახლოებით თუმცა შემდეგ ელექტროფორეზები ვიკეთე და ტკივილი სრულიად ამილაგდა . იქნებ რაიმე რჩევა მომცეთ . მადლობა .
თარიღი : 08-08-2018
ვარ 36 წლის ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვდგები დაღლასთან ერთად წელიც მტკივდება.რის გამო შეიძლება იყოს?
თარიღი : 22-07-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

წელის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები