5 სიმპტომი, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს
კეფის მიდამოში, აღინიშნება ტკივილი, ეს სისხლძარღვების ხშირ სპაზმზე მეტყველებს.
მიზეზები- წნევის მკვეთრი, ნახტომისებური ზრდა, მეტეოდამოკიდებულების მომატება და ყველაზე საშიში - თავის ტვინის სისხლძარღვების სანათურის შევიწროება. მამაკაცებში ეს 2-ჯერ უფრო ხშირადაა, ვიდრე ქალებში. ამიტომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ყლაპვა უაზრობაა: ტკივილი გადის, თუმცა მიზეზი რჩება. გაიარეთ კონსულტაცია თერაპევტთან და ნევროპათოლოგთან.
თვალების ტკივილი
ზოგჯერ ყოველგვარი მიზეზების გარეშე, შეიძლება თვალების ტკივილმა შეგვაწუხოს. ეს სიმპტომი გლაუკომისთვის (თვალშიდა წნევის მომატება) არის დამახასიათებელი. მიმართეთ ოფთალმოლოგს და გაიზომეთ თვალის წნევა.
ყლაპვის გაძნელება
თითქოს, დროდადრო ყელი შუპდება და ყლაპვაში რაღაც გვიშლის ხელს. ამით შეიძლება ფარისებრმა ჯირკვლამა შეგვახსენოს თავი. იგი საყურადღებო ორგანოა, ამიტომ მიმართეთ ენდოკრინოლოგს და აუცილებლობის შემთხვევაში გაიკეთეთ ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა.
პოტენციის დაქვეითება
ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხშირად სტრესს, დაღლილობას უკავშირებენ. თუმცა პოტენციის დაქვეითება შესაძლებელია პროსტატიტის- წინამდებარე ჯირკვლის ანთების დაწყების პირველი სიგნალი იყოს. თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ, შეიძლება სრული იმპოტენცია ან წინამდებარე ჯირკვლის ადენომა განვითარდეს. ამიტომ მიმართეთ უროლოგს და გაიკეთეთ წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა.
როცა კანჭის კუნთები გვტკივა
როდესაც ხანგრძლივი სიარულის შემდეგ, მუხლის ქვემოთ კუნთების ტკივილი ხშირდება, ეს მდგომარეობა შეიძლება მაობლიტირებელი ენდარტერიიტის დასაწყისი იყოს. დაავადების შორსწასული მდგომარეობისას, როგორც წესი, ოპერაციული მკურნალობის საკითხი დგება. ამიტომ საჭიროა ქვედა კიდურების სისხლძარღვების კვლევის ჩატარება.
ლალი ჩხიკვაძე