ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი რომ არ გამოგვეპაროს
პათოლოგიური პროცესი რომ არ გამოგვეპაროს. ამ სიმპტომებს შორისაა:
შესიებული ქუთუთოები - ამ სიმპტომით ხშირად ორგანიზმი თირკმელების პრობლემის შესახებ მიგვანიშნებს. მისი უგულვებელყოფა არ შეიძლება, მით უფრო თუ ზოგად მტვრევას შეიგრძნობთ სხეულში, კანი კი ცივი და ფერმკრთალი გაქვთ.
გადიდებული ლიმფური კვანძები - ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელია. ეს უკანასკნელი შესაძლოა ახლდეს როგორც უბრალო გაციებას, ასევე მეტად სერიოზულ პათოლოგიურ პროცესებს. ასე რომ დროულად მიაკითხეთ ექიმს.
მუქი შარდი - ხშირად სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღების შემთხვევაშიც გამოიყოფა. მაგრამ თუ აღნიშნულ სიმპტომს თან ახლავს მაღალი ტემპერატურა და ორგანიზმის ზოგადი სისუსტე, სავარაუდოა, შარდ-სასქესო სისტემის საშიში დაავადებები, რომელთა დადგენა ექიმ-უროლოგის კომპენტენციაა.
ცხვირიდან ხშირი სისხლდენა - ამ სიმპტომის დროს გირჩევთ რეგულარულად გაიზომოთ არტერიული წნევა. თუ ეს უკანასკნელი მომატებული გაქვთ, მიზეზი ნაპოვნია და ჰიპერტონიას უნდა უმკურნალოთ. თუ წნევა ნორმის ფარგლებშია, მაშინ K ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ. გირჩევთ, მიირთვათ კომბოსტო, ისპანახი და ჯინჭრის წვნიანი.
გაძლიერებული ოფლდენა - ხშირად ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს ვლინდება. თუმცა, ღამით გაძლიერებული ოფლდენა ნერვული განლევის სიმპტომიცაა.
ჭრილობების ძნელად შეხორცება - თუთიის ნაკლებობის დროს შეინიშნება. ამ ელემენტის დეფიციტს ზღვის პროდუქტებითა და პარკოსნებით შეივსებთ.
თინათინ გოცაძე