დიეტები თმის ცვენას აძლიერებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტები თმის ცვენას აძლიერებს

როგორც წესი, თმის შესამჩნევი და მნიშვნელოვანი გაიშვიათება ქალბატონებში თავის მთელ ზედაპირს მოიცავს. თმის ცვენის მიზეზი სუსტი სქესის წარმომადგენლებში ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებაა (სტრესები, რადიაციის გავლენა, ეკოლოგიური ფაქტორები, მკაცრი დიეტები, ამა თუ იმ პრეპარატის უკონტროლო მიღება და სხვ.).

რა სიტუაციაა საგანგაშო

დღეში თმის 100-მდე ღერის გაცვენა ნორმალურად (ფიზიოლოგიურად) ითვლება. თუმცა ამ ოფიციალურ მაჩვენებელს ზოგიერთი სპეციალისტი სკეპტიკურად უდგება, იშველიებს რა შემდეგ არგუმენტს - ზოგიერთ ადამიანს თავზე 50 000 ღერი თმა აქვს, ზოგს - 150 ათასი, ასე რომ ცვენის რაოდენობა არსებულის შესაბამისი უნდა იყოს და აქედან გამომდინარე ყველაფერი ამა თუ იმ გარემოების გათვალისწინებით ინდივიდუალურია! ერთისთვის ნორმა, სხვისთვის - პათოლოგიად ითვლება და ა.შ.

ყველაზე უტყუარი მაინც საკუთარი დაკვირვება და ანალიზია. თმის ცვენა გაგიძლიერდათ თუ არა, ამას, თქვენზე უკეთ, ვერავინ შეაფასებს. საორიენტაციოდ შემდეგი ტესტიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: აიღეთ დაახლოებით 15 ღერის შემცველი კულული და ძლიერად მოქაჩეთ ძირების არეში, თუ ხელში თმის სამ ღერზე მეტი შეგრჩათ, ე.ი. თმის ცვენა ნამდვილად გაძლიერებული გაქვთ და აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება.

მაინც რა აძლიერებს თმის ცვენას

თმის ცვენა ხშირად პირდაპირ კავშირშია დიეტასთან. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ცხიმოვანი ქსოვილი, რომელსაც ასე ინტენსიურად ებრძვიან, თანაც მეტად არასწორი მეთოდებით, მარტო " უშნო ქონი" კი არ არის, არამედ ჰორმონალური ფუნქციის მქონე ორგანო. ქალბატონი, რომელიც სიმსუქნით არ არის გამორჩეული და თავისი სხეულის მასის 10%-ს კარგავს, ცილოვანი დეფიციტისა და მინერალური დისბალანსის საფრთხეში იგდებს ორგანიზმს.

გახსოვდეთ, "ჰოლივუდის ფორმას" შეიძლება ვერ მიაღწიოთ, მაგრამ თმის ცვენის გაძლიერებასა და ფრჩხილების განშრევებასა და მტვრევას აუცილებლად მიიღებთ შედეგად. C, B5, B6, PP – ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები (თუთია, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და სხვ.) თმის ძირების ჯანმრთელობისა და ღერების კვებისათვის მეტად აუცილებელია. ამ საკვები ნივთიერებების ნაკლებობა, გამოწვეული თამბაქოს მოწევით, ამა თუ იმ პრეპარატის მიღებით, დიეტით და სხვა მიზეზით, თმის ცვენის გაძლიერების საფუძველია. თმის გახანგრძლივებული ცვენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ თმის ღერების კომპლექსური მიკროსკოპული ანალიზი ვიტამინო-მინერალურ ბალანსზე და ენდოკრინული გამოკვლევა.

თინათინ გოცაძე