სპეციალისტები სველი თეთრეულის სახლში გაშრობას კრძალავენ
სველი თეთრეული შენობაში ტენიანობას 30%-მდე ზრდის და იქმნება იდეალური პირობები სოკოს გამრავლებისთვის. სპეციალისტებს უმთავრესად ფილტვების ინფექციის გამომწვევი Aspergillus fumigatus-ის სპორები აშინებთ.
პროფესორ დევიდ დენინგის თქმით, იმ რაოდენობის თეთრეული, რომელიც საშუალო ზომის სარეცხ მანქანაში ირეცხება, ორ ლიტრამდე წყალს შეიცავს. ოთახში მისი გაფენისას ეს წყალი იქვე ორთქლდება, რაც ზრდის ფილტვის ასპერგილოზის განვითარების რისკს. ეს არის დაავადება, რომელიც ფილტვებსა და ცხვირის ღრუს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ამიტომ თეთრეული უნდა გაშრეს ან გარეთ, ან საშრობ მანქანაში, ან შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება. პროფესორი დენინგი ხაზს უსვამს, რომ სოკო თავდაპირველად იჭრება ცხვირის ღრუში, იქიდან ტრაქეასა და ფილტვებში გადადის, მერე შეიძლება მთელ ორგანიზმს მოედოს. სიმპტომატიკა სხვადასხვანაირია. ზოგს ხველა და ცემინება აწუხებს, ზოგს კი სისხლიანი ხველა.