პროფესია - დიაგნოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროფესია - დიაგნოზი

ამასთან, რაც უფრო მაღალია ნაწარმის ხარისხი, მით უფრო მცირეა ჭარბი წონის დაგროვების რისკი მათთვის, ვინც პროფესიის გამო იძულებულია, ყოველდღიურად გასინჯოს ათასგვარი დელიკატესი და ნუგბარი. ცნობისათვის: ჭარბწონიანი მზარეულები ყველაზე მეტად რუსულ, უკრაინულ და გერმანულ რესტორნებში მუშაობენ; ყველაზე ნაკლები წონა აქვთ აზიურ, იტალიურ და ბერძნულ სამზარეულოებში დასაქმებულ მზარეულებს. ჭარბი წონის დაგროვების რისკს წარმოშობს აგრეთვე მასწავლებლის, ბუღალტრის პროფესიები, საოფისე სამუშაო. პრობლემა მხოლოდ ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესით როდია პროვოცირებული - მისი ერთ-ერთი მიზეზია სამსახურში ჩაისა და ყავის გამუდმებით სმის ტრადიციაც. წარმოიდგინეთ, რა მოუვა ადამიანს, რომელიც დღეში 3-4-ჯერ სვამს ჩაის ან ყავას შაქრით, მურაბით, ბლითით ან ფუნთუშით, თანაც თითქმის არ დგება სავარძლიდან, ესე იგი იღებს 2000-ზე მეტ კილოკალორიას, ხარჯვით კი მხოლოდ 700-ს თუ ხარჯავს.

ყველაზე მოხრილები

ზურგთან დაკავშირებულ პრობლემებს კარგად იცნობენ ისინი, ვისაც პროფესიის გამო მთელი დღე იძულებით მდგომარეობაში უწევს ყოფნა, მაგალითად, ექიმები, მათ შორის - სტომატოლოგები და ქირურგები, ასევე - მკერავები, ფოტომოდელები და სხვა. პრობლემას იწვევს ხერხემლის კუნთოვანი კორსეტის არასწორი დატვირთვა, რაც სისხლმომარაგების გაუარესებას და სხვადასხვა ტიპის ანთებით პროცესს იწვევს. ამგვარ ვითარებაში მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს ჭარბი წონა, სისხლძარღვთა დაავადებები და ზოგიერთი ენდოკრინული პათოლოგია. გამოსავალია ვარჯიში - თუნდაც ნახევარი საათით კვირაში 3-4-ჯერ.

ყველაზე სწრაფად “დაბერებულნი”

ზოგიერთი პროფესია ახალგაზრდობას უქადის საფრთხეს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, აჩქარებს ბუნებრივი დაბერების პროცესს. ამ მხრივ ყველაზე საშიშია მფრინავების, ბორტგამცილებლების, კოსმონავტების საქმიანობა. მოგეხსენებათ, თვითმფრინავებსა და საჰაერო ხომალდებში ხელოვნურად შექმნილი კლიმატია, ჰაერის არაბუნებრივი იონური შემადგენლობა და საკმაოდ დაბალი - 20-40% - ტენიანობა, მაშინ როდესაც კანისა და ლორწოვანი გარსისთვის აუცილებელია, ეს მაჩვენებელი 65-75% მაინც იყოს. დერმატოლოგების თქმით, 200 საათი ფრენა ბორტგამცილებლისთვის, სულ მცირე, 3-4 წლის მომატებას ნიშნავს - სწორედ ამდენი წლით ბერდება მისი კანი. ვერც ძლიერი დამატენიანებელი მალამოები და კრემები, ვერც მინერალური წყლის შემცველი თერმული სპრეი ვერ უკლავს წყურვილს კანს.


ყველაზე ახლომხედველნი

მხვედველობას საკმაოდ ბევრი პროფესიის წარმომადგენლები უჩივიან, თუმცა ლიდერობენ ისინი, ვინც იძულებულია, მთელი დღე კომპიუტერთან გაატაროს. აქვე გვინდა დავამსხვრიოთ გავრცელებული მითი იმის თაობაზე, რომ კარგი მონიტორი მხედველობას არ აზიანებს. როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს ის, თვალებს მაინც ძაბავს. ასე რომ, მხედველობის მოფრთხილება სხვებზე მეტად მართებთ IT-სპეციალისტებს, მწერლებს, ეკონომისტებს, საოფისე საქმიანობით დაკავებულ პირებს. სამწუხაროდ, სპეციალური პროფილაქტიკური ღონისძიებები არ არსებობს. სპეციალისტები ორ რამეს გვირჩევენ: 1. რაც შეიძლება ხშირად მოვწყვიტოთ მონიტორს თვალი და შორს, სივრცეში ვიყუროთ; 2. გვეძინოს სრულფასოვნად, იმდენ ხანს, რამდენსაც ორგანიზმი გვთხოვს. ეს რთული სამუშაო დღით დაქანცულ თვალებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

ყველაზე გაციებულები

გაგიკვირდებათ და ეს სულაც არ არის ის ხალხი, ვისაც ღის ცის ქვეშ უწევს შრომა - რესპირატორული დაავადებები ყველაზე მეტად ლექტორებს, პოლიტიკოსებსა და მსახიობებს ემართებათ. საქმე ის არის, რომ “მოლაპარაკე” სამუშაოს შესრულებისას ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი ზეზღვრულად იტვირთება და თავისი ფუნქციის შესრულებას ვერ ახერხებს. ამის შედეგად ადგილობრივი იმუნიტეტი ქვეითდება, დაავადების გამომწვევი მიკრობები იოლად აღწევენ ორგანიზმში და იწვევენ ანგინას, ლარინგიტს, ტონზილიტს, რინიტს. სპეციალისტები გვირჩევენ:

  • ვერიდოთ ცივ სასმელებს;
  • სიცივეში ნაკლები ვილაპარაკოთ;
  • ვისუნთქოთ ცხვირით და არა პირით.

ყველაზე ნერვიულები

ნერვული და ენდოკრინული დაავადებების მსხვერპლთა შორის ყველაზე დიდია საშუალო რგოლის მენეჯერთა წილი. მათ მოჰყვებიან საბავშვო ბაღების აღმზრდელები და დაწყებითი სკოლის მასწავლებლები. სწორედ ამ პროფესიათა წარმომადგენლებთან გვხვდება ყველაზე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც, თავის მხრივ, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ნერვული სისტემის მუშაობას აუარესებს.

ყველაზე ჯანმრთელები

ალბათ გაინტერესებთ, რომელია ყველაზე ჯანმრთელი პროფესიები. ჯანმრთელობით გამოირჩევიან მეტყევეები, ასტრონომები, ფლორისტები და ვეტერინარები. გასაკვირი არაფერია - რატომ უნდა გახდე ავად, როდესაც ირგვლივ შესანიშნავი ბუნებაა, სუფთა ჰაერი, გონიერი ცხოველები, თავზე კი იდუმალებით მოცული ცა დაგყურებს?