რა ვიცით ორგანიზმის გაწმენდის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ვიცით ორგანიზმის გაწმენდის შესახებ

.

  • ხშირი ოყნა საშიშია: შესაძლოა, ნაწლავის ბუნებრივი მიკროფლორა დაირღვეს და პრობლემები უფრო მეტად გაღრმავდეს. რაც შეეხება ჰიდროკოლონოთერაპიას, ექიმის დანიშნულების გარეშე მის ჩატარებას არამც და არამც არ გირჩევთ.
  • სამკურნალო შიმშილობა ორგანიზმის კომპლექსური გაწმენდის ერთ-ერთი მეთოდია, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება. თვითნებურმა შიმშილობამ შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს. ჯერ ერთი, ორგანიზმი მიიღებს სტრესს, მეორე - შიმშილობის დასრულების შემდეგ ძველებურად განაგრძობთ კვებას და დაკარგულ კილოგრამებს სულ მალე დაიბრუნებთ.
  • საფაღარათო საშუალებები ერთი შეხედვით უვნებელი პრეპარატებია, რომლებსაც ხშირად იყენებენ მოდელები წონის შესანარჩუნებლად. ამ პრეპარატების (თუნდაც მცენარეულის) ხშირი და თვითნებური გამოყენება საშიშია - შესაძლოა, დაიზიანოთ მსხვილი ნაწლავი და პრობლემები შეუქმნათ საჭმლის მონელების პროცესს.

ახლა კი მოდი, თითოეულ მეთოდზე დაწვრილებით ვისაუბროთ.

ოყნა

სტრესი და არასწორი კვება ნაწლავებში ცვლილებებს იწვევს, რაც ხშირად შეკრულობით ვლინდება. ირღვევა ნაწლავთა პერისტალტიკა, გროვდება წიდა, ჩნდება ქვები და წანაზარდები, რომლებშიც არცთუ იშვიათად პარაზიტები ბუდობენ, ირღვევა ბალანსი სასარგებლო, საჭმლის მონელებისთვის საჭირო, და ნაწლავებში ჩირქოვანი პროცესების გამომწვევ მავნე მიკროორგანიზმებს შორის, რასაც, თავის მხრივ, შეუძლია გამოიწვიოს შეკრულობა, ალერგია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი... წიდებისგან ორგანიზმის გასაწმენდად ბევრი სახალხო მკურნალი ოყნის გაკეთებას გვირჩევს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ოყნას არა მარტო სარგებლობის, არამედ ზიანის მოტანაც შეუძლია: მას ძალუძს, ნაწლავებიდან სასარგებლო მიკროორგანიზმები გამოდევნოს და დისბაქტერიოზი კიდევ უფრო გააღრმაოს. სჯობს, მიმართოთ გასტროენტეროლოგს. შესაძლოა, მან ოყნაც დაგინიშნოთ, მაგრამ არა რეგულარულად და არა "მდუღარე" წყლით, როგორც ამას ზოგი ექიმბაში გვირჩევს.

გამწმენდ ოყნას მსხვილი ნაწლავის დასაცლელად იყენებენ. ნაწლავებში სითხის შეყვანა აძლიერებს პერისტალტიკას, არბილებს განავლოვან მასებს და აადვილებს ნაწლავის დაცლას.

გამწმენდ ოყნას აქვს თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები.

გამწმენდი ოყნა ინიშნება:

  • შეკრულობის დროს;
  • საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევაში - ტოქსიკური ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოსაძევებლად;
  • ოპერაციისა და მშობიარობის წინ;
  • მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა რენტგენოლოგიური და მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევისთვის პაციენტის მომზადებისას, ასევე - მედიკამენტური ოყნის გაკეთებამდე.
  • გამწმენდი ოყნის უკუჩვენებებია:
  • მსხვილი ნაწლავისა და ანუსის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი დაავადებები და ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, მუცლის ღრუს ორგანოთა ზოგიერთი მწვავე ქირურგიული დაავადება (მწვავე აპენდიციტი, პერიტონიტი);
  • კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა;
  • მსხვილი ნაწლავის სიმსივნე;
  • მუცლის ღრუს ორგანოებზე წარმოებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი (პირველი დღეები);
  • ნახეთქები ანუსზე ან სწორი ნაწლავის ლორწოვანის გამოვარდნა;
  • გულ-სისხლძარღვთა მძიმე უკმარისობა.

რამდენი წყლის შეყვანა შეიძლება ნაწლავებში?

ოყნის მექანიკური ზემოქმედება მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტია სითხის ოდენობა და შეყვანის სისწრაფე. ნაწლავებში შესაყვანი სითხის ოდენობა ზრდასრულებსა და ბავშვებში სხვადასხვაა. მაგალითად:

  • ზრდასრულ ადამიანს სჭირდება 750 მლ-2 ლიტრი (საშუალოდ - 1 ლ) წყალი;
  • ჩვილს - 30-150 მლ;
  • 1-5 წლის ბავშვს - 150-300 მლ;
  • 6-14 წლის ბავშვს - 300-500 მლ.

რაც უფრო მაღლაა მოთავსებული წყლის რეზერვუარი (0,5-1,5 მეტრამდე), მით უფრო მეტი წნევით შედის წყალი ნაწლავში. წყლის მიწოდების სისწრაფის რეგულირება შესაძლებელია ონკანით.

რა ტემპერატურის წყალია საჭირო?

წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსია, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა უფრო თბილი ან უფრო გრილი წყალიც. მაგალითად, ნაწლავთა პერისტალტიკის გაძლიერებას ხელს უწყობს გრილი წყალი, ამიტომ ატონიური შეკრულობის დროს წყლის ტემპერატურა შეიძლება იყოს 20, იშვიათად - 12 გრადუსი, ამაზე დაბალი ტემპერატურის წყლის ნაწლავებში შეშვება დაუშვებელია.

სპასტიკური შეკრულობის დროს გამოიყენება თბილი ან ცხელი (30-40, იშვიათად 42 გრადუსი) ოყნა. ეს ხელს უწყობს ნაწლავთა გლუვი მუსკულატურის მოდუნებას.

უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მაღალია ნაწლავში შესაყვანი წყლის ტემპერატურა და რაც უფრო მაღლაა მოთავსებული რეზერვუარი, მით უფრო მეტია მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიერ სითხის შეწოვის ალბათობა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა განვითარდეს განავლოვანი ინტოქსიკაცია, ამიტომ როდესაც ნაწლავებში განავლოვანი მასა ბლომად არის, წყლის ტემპერატურა 18-20 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მაღალი ტემპერატურის წყალი ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორას ანადგურებს.

გამწმენდი ოყნის გაკეთების ტექნიკა

წყლის რეზერვუარში - ესმარხის ჭიქაში - ასხამენ წყალს, სწევენ მაღლა და უშვებენ ონკანს რეზინის მილის ასავსებად, შემდეგ ონკანს კვლავ კეტავენ და ესმარხის ჭიქას საწოლის დონეზე მაღლა ათავსებენ. პაციენტი უნდა დაწვეს მარცხენა გვერდზე, ფეხები მუხლებში მოხაროს და მუცელთან მიიტანოს. ოყნას ბოლოზე უსვამენ ვაზელინს და ბრუნვითი (ხრახნისებური) მოძრაობებით ფრთხილად შეჰყავთ სწორ ნაწლავში ჭიპის მიმართულებით (3-4 სმ-ზე), როგორც კი წინააღმდეგობას შეიგრძნობენ, მიმართულებას ცვლიან, გეზს ხერხემლისკენ იღებენ და ოყნის ბოლო ღრმად (10-12 სმ-ზე) შეჰყავთ ნაწლავის სანათურში. ამის შემდეგ აღებენ ონკანს და ესმარხის ჭიქას სწევენ მაღლა (1 მეტრამდე). თუ წყალი ნაწლავში არ შედის, ოყნის ბოლო სწორი ნაწლავიდან ოდნავ უნდა გამოიწიოს და წყლის წნევის გასაზრდელად ჭიქა მაღლა აიწიოს. მსხვილ ნაწლავში ტკივილის აღმოცენების შემთხვევაში ნაკადი უნდა შემცირდეს. ოყნის გამოღების შემდეგ ავადმყოფმა 5-10 წუთის განმავლობაში უნდა შეიკავოს წყალი და მხოლოდ ამის შემდეგ დაცალოს ნაწლავი.

ჰიდროკოლონოთერაპია

ჰიდროკოლონოთერაპია სამკურნალო პროცედურაა, რომლის დროსაც მსხვილ ნაწლავში შეჰყავთ მინერალური წყალი ან რომელიმე სამკურნალო საშუალება. ასეთ პროცედურებს ატარებენ მექანიკური, ქიმიური და ტემპერატურული გაღიზიანების გზით ნაწლავებზე სამკურნალო ზემოქმედების მისაღწევად და განავლოვანი მასების, ბაქტერიების, ლპობისა და დუღილის პროდუქტებისგან მის გასაწმენდად.

ნაწლავის გამორეცხვის კურსი, ჩვეულებრივ, 6-7 პროცედურას მოიცავს. ზოგს პირველი პროცედურის შემდეგ დიდი ოდენობით წიდის გამოსვლის გამო სისუსტე ეუფლება, მაგრამ ეს შეგრძნება რამდენიმე წუთში გაივლის.

ჰიდროკოლონოთერაპიის უკუჩვენებები ისეთივეა, როგორიც ოყნის შემთხვევაში.

შიმშილობა

10-15 წლის წინ სამკურნალო შიმშილობა მეტად პოპულარული იყო. დღეს მას იმდენი თაყვანისმცემელი აღარ ჰყავს, რაც, ალბათ, იმით აიხსნება, რომ მეთოდი არცთუ ისე ეფექტურია, როგორც მისი მომხრეები გვარწმუნებდნენ. მეტიც - დღეს მრავალი სპეციალისტი შიმშილობას ჯანმრთელობისთვის საზიანოდაც კი მიიჩნევს.

შიმშილობაზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ პოლ ბრეგს, რომელმაც სამკურნალო შიმშილობის მთელი სისტემა შექმნა. იგი ამტკიცებდა, რომ საჭმლის მიწოდების სრული შეწყვეტისას ხდება ორგანიზმის ერთგვარი შეჯანჯღარება, რაც აღვიძებს მის ფარულ ძალებს და ახდენს მათ მობილიზებას ტოქსინებთან საბრძოლველად. მისი აზრით, შიმშილი არის სპეციფიკური გაღიზიანება, რომელსაც ორგანიზმი თავდაცვითი რეაქციების მთელი კომპლექსით პასუხობს. შიმშილი დიდ გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე - როდესაც კუჭ-ნაწლავი ცარიელია, სისხლს არავითარი დაბრკოლება არ ექმნება და მისი შემადგენლობა უმჯობესდება.

ბრეგის აზრით, ტოქსინები და წიდა, რომლებიც საჭმლის გადამუშავების შედეგად წარმოიქმნება, იწვევს აციდოზს. მისი მტკიცებით, ის, რომ შიმშილობისას შარდს აცეტონის სუნი აქვს, ორგანიზმის საკვებით მოწამვლაზე მიუთითებს. სინამდვილეში კი ეს მოწამვლა თავად შიმშილობით არის გამოწვეული. საქმე ის არის, რომ შიმშილობის დროს სისხლში მცირდება გლუკოზის შემცველობა, რაც ინსულინის დეფიციტს იწვევს. ამას მოსდევს ცხიმოვან უჯრედებში არასრული წვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება აცეტონი, რომლის სიჭარბე ორგანიზმს ვნებს.

რა არის წიდა?

წიდა სამედიცინო ტერმინი არ გახლავთ, ის მხოლოდ პოპულარულ ლიტერატურაში გამოიყენება. მადიცინაში მას ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს უწოდებენ. მათ მიეკუთვნება ნახშირმჟავას გაზი, რომელიც ნახშირბადისა და ცხიმის დაშლის შედეგად წარმოიშობა, შარდოვანა, რომელიც წარმოიშობა ცილების დაშლის შედეგად, შარდმჟავა, რომელიც პურინული საფუძვლის მქონე ნუკლეინის მჟავების დაშლის შედეგია და ზოგი სხვა ნივთიერება, რომლებიც ვიტამინების, ჰორმონების და სხვა ნაერთების დაშლის შედეგს წარმოადგენს. მათი გამოყენება ორგანიზმს არ შეუძლია, ამიტომ მათ ამონასუნთქ ჰაერთან, შარდთან, განავალსა და ოფლთან ერთად გამოყოფს.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ხანგრძლივი შიმშილობის დროს ნივთიერებათა ცვლა კი არ ნორმალიზდება, როგორც ამას შიმშილობის მომხრეები ამტკიცებენ, არამედ ირღვევა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ძლიერდება ცილების დაშლის პროცესი და ვინაიდან მისი მარაგი ჩვენს ორგანიზმს არ გააჩნია, ირღვევა ფერმენტების (განსაკუთრებით - საჭმლის მომნელებელი ფერმენტების) ფუნქციაც. ორგანიზმში გროვდება ჰისტამინი (მას, ჩვეულებრივ, სპეციალური ფერმენტები შლის) - ნივთიერება, რომელიც დიდ როლს ასრულებს ალერგიული რეაქციების განვითარებაში. სწორედ ის იწვევს ბრონქების სპაზმს, ქსოვილების შეშუპებას, შემაწუხებელ ქავილს. უნდა ითქვას ისიც, რომ ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად სისხლი მდიდრდება ცხიმით. ეს ვნებს ღვიძლს, რომელიც ისედაც შეწუხებულია იმით, რომ შიმშილობის გამო დიდი ოდენობით იხარჯება გლიკოგენი. სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ შიმშილობის დროს ინტენსიურად იშლება ერითროციტები და იცვლება სისხლის პლაზმა. გარდა ამისა, შიმშილობის დროს შესაძლოა მკვეთრად დაეცეს წნევა, განვითარდეს არითმია, ფსიქიკის მოშლა, ჰიპოვიტამინოზი პოლინევრიტის მოვლენებით, სისხლნაკლებობა, დაზიანდეს კანი და თმა. გამორიცხული არ არის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში (ღვიძლში, თირკმელებში, ნაწლავებში) აღმოცენდეს შეუქცევადი ცვლილებები. დაბოლოს, შიმშილობის შემდეგ კვებას ცხიმის ინტენსიური ჩალაგება მოსდევს.

შიმშილობის მომხრეთა აზრით, მათ მეთოდს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს, მაგრამ გამოკვლევებმა ეს არ დაადასტურა.

უნდა ითქვას, რომ ხანმოკლე და სწორ შიმშილობას მართლაც შეუძლია სარგებლობის მოტანა, ისევე როგორც ნებისმიერ სტრესს, რომელიც ორგანიზმის კომპენსატორული მექანიზმის მობილიზებას იწვევს, მაგრამ შიმშილობას, განსაკუთრებით - ხანგრძლივს, სასწაულებრივ თვისებებს ნუ მივაწერთ. მეტიც - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების, არითმიის, სისხლის შედედების უნარის მომატების, კენჭოვანი და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს შიმშილობა აკრძალულიც კია.

ხანმოკლე, მაგალითად, 24-საათიან შიმშილობას თავისი წესი აქვს. ბრეგის თანახმად, ის უნდა ჩატარდეს კვირაში ერთხელ, ვახშმიდან მეორე ვახშმამდე. შიმშილი უნდა დაიწყოთ საღამოს, საფაღარათოს მიღების ან გამწმენდი ოყნის გაკეთების შემდეგ. დილით უნდა მოხარშოთ ბალახეული ჩაი (პიტნა, თავშავა, ოხრახუში ან სხვა რომელიმე ბალახეული საშუალება სურვილისამებრ) და მთელი დღის განმავლობაში სვათ. ბრეგი გვირჩევს, შიმშილობა უქმეებზე დავგეგმოთ და კარგად გამოვიძინოთ. შიმშილობის შემდეგ არ შეიძლება ხორცის, რძის, ყველის, თევზის, კვერცხის, კარაქის ჭამა. პირველი საკვები აუცილებლად მოხარშული ბოსტნეულის სალათი ან ხილი უნდა იყოს.

დღეს მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას. ასეთი კვების შემხვევაში ორგანიზმი დაცულია წიდის, ქოლესტერინისა თუ სხვა მავნე ნივთიერებების დაგროვებისგან. ასე რომ, იკვებეთ სწორად და ზედმეტი კვებით ან შიმშილობით ზიანს ნუ მიაყენებთ თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

შარდმდენი და საფაღარათო საშუალებები

ორგანიზმის გაწმენდის ერთ-ერთ მეთოდად მიიჩნევენ ისეთი წამლების, მცენარეული ნახარშებისა და ჰომეოპათიური საშუალების მიღებას, რომელთაც აქვთ შარდმდენი, საფაღარათო და პირსასაქმებელი ეფექტი. ამ საშუალებებს ბევრი უვნებლად მიიჩნევს, მაგრამ ხანგრძლივი და უკონტროლო მიღების შემთხვევაში მათაც შეუძლიათ, ჯანმრთელობას საგრძნობი ზიანი მიაყენონ. მაგალითად, საფაღარათო საშუალებები არღვევს ნაწლავთა მიკროფლორას, ნაწლავთა ფუნქციას, შარდმდენების უკონტროლო მიღებას კი შეიძლება მოჰყვეს ორგანიზმის გაუწყლოება, კალიუმის დეფიციტი, თირკმელების ფუნქციის მოშლა.

ავტორი ნინო ჩარგეიშვილი