იცით თუ არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა?

275 მილიონი წლის წინათაც განიცდიდნენ. კარიესის კვალი ნანახია უძველეს რეპტილიათა ყბებზე. ხმელეთზე გადმოსვლის შემდეგ რეპტილიებს მყარი საკვების გადასამუშავებლად მუდმივი კბილები დასჭირდათ, რომლებიც საკმაოდ ხშირად ზიანდებოდა ინფექციისგან.

ადამიანთა შორის კარიესით გამოწვეული კბილის ტკივილი პირველად ქალების ხვედრი ყოფილა. ამის მიზეზი იყო ხშირი ორსულობა, რომლებსაც მუდმივად თან სდევდა კალციუმის დეფიციტი, ესტროგენების მაღალი დონე და ნერწყვის ბიოქიმიური შემადგენლობის ცვლილება. დღემდე კარიესით ქალები გაცილებით ხშირად ავადობენ, ვიდრე მამაკაცები, რაც მხოლოდ ორსულობით არ აიხსნება. ამის მიზეზია ისიც, რომ ქალბატონებს გაცილებით მეტად უყვართ ტკბილეული, მუდმივად ტრიალებენ სამზარეულოში და სულ სინჯავენ კერძებს.

  • ნერვიულობთ? - იკითხეთ!

დაძაბულობისას სტრესის დონეს 61%-ით ამცირებს სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, 54%-ით - ჩაი ან ყავა, 42%-ით - სეირნობა, 21%-ით - ვიდეოთამაშები. პოსტსტრესულ ნეგატიურ შედეგებს კი 68%-ით ამცირებს წიგნის კითხვა, ამასთან, გულისცემის ნორმალიზაციისა და კუნთების მოსადუნებლად საკმარისი ყოფილა 6-7 წუთი კითხვა. დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა შინაარსის ნაწარმოებს კითხულობთ, მთავარია, სრულად ჩაეფლოთ წიგნის კითხვის პროცესში, შეეცადოთ ავტორის აზრებისა და ჩანაფიქრის გამოცნობას, გაიზიაროთ წიგნის გმირების ფიქრები და პრობლემები, რითაც თავს დაიხსნით საკუთარისგან.

  • ინკების ქირურგები ოპერაციამდე კოკის ფოთლებს ღეჭავდნენ

კოკის ფოთლებს ინკები მედიცინაში გაცილებით ადრე გამოიყენებდნენ, ვიდრე მათი სამკურნალო თვისებები ევროპელებისთვის გახდებოდა ცნობილი. თუმცა ეს უძველესი ქირურგები კოკის ფოთლებს არა პაციენტებისთვის, არამედ საკუთარი გამბედაობისა და სიმამაცის, ამტანობის გასაზრდელად მიმართავდნენ, ხანგრძლივი და მძიმე ქირურგიული ოპერაციის წინ ისინი აუცილებლად ღეჭავდნენ ამ მცენარეს.

ევროპაში კოკაინის პოპულარობა არანაკლებ ცნობილი ექიმს ზიგმუნდ ფროიდის სახელს უკავშირდება, რომელიც სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისას კოკაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი გახდა - იგი მას საუკეთესო ანალგეტიკად მიიჩნევდა. ფროიდის აზრით, კოკაინს შეეძლო ადამიანი მორფინზე დამოკიდებულებისგან ეხსნა, თუმცა რატომღაც არაფერს ამბობდა კოკაინის, როგორც საანესთეზიო ნივთიერების, შესახებ.

  • ქირურგებს კარგა ხანს არ სცემდნენ პატივს

მე-19 საუკუნის ბოლომდე ქირურგებს, დანარჩენი სამედიცინო საზოგადოებისგან განსხვავებით, ნაკლები პატივისცემით ეპყრობოდნენ. მათ გაცილებით დაბალ სოციალურ საფეხურს მიაკუთვნებდნენ, ვიდრე დანარჩენ სპეციალისტებს.

თუ ექიმები ჩვეულებრივ დაიშვებოდნენ ჯენტლმენთა წრეში, იქ შესვლა ქირურგებს, როგორც “ხელებით მომუშავე ადამიანებს”, ეკრძალებოდათ. დანარჩენ ექიმებს დიდგვაროვანთა სასახლეებში იწვევდნენ, პატიჟებდნენ საოჯახო სადილებზე, ქირურგები კი მსახურებთან ერთად სადილობდნენ, მათ ხომ საქმე ტრავმებთან, ჭრილობებთან ჰქონდათ, ესე იგი ჭუჭყიანი საქმის შემსრულებლები იყვნენ. დანარჩენი ექიმების სამსახური კი, იმდროინდელი საზოგადოების გაგებით, სუფთა და ინტელექტუალური იყო, ისინი ხომ ჩვეულებრივ მხოლოდ სამკურნალო საშუალებებისა და წამლების დანიშვნით შემოიფარგლებოდნენ. მხოლოდ 1890 წელს გაუთანაბრდა ქირურგების სტატუსი დანარჩენი ექიმების სტატუსს, ასევე შეიცვალა მათდამი დამოკიდებულება. დღეს ისინი ყველაზე დაფასებული და საჭირო პროფესიის წარმომადგენლები არიან.

  • ლიპოსაქცია მხოლოდ სხეულს როდი ალამაზებს

ლიპოსაქციის პროცედურა არა მხოლოდ ჭარბი ცხიმების მოცილების საშუალებაა, არამედ დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და მის ფუნქციებზეც. პროცედურის შემდეგ 3 თვის განმავლობაში სისხლში მავნე ქოლესტერინის დონე 43%-ით მცირდება.

ნუ დაღონდებიან ისინი, ვისაც ამ პროცედურის ჩატარების საშუალება არ აქვთ, რადგან ანალოგიური ეფექტი მიიღწევა წონის ჩვეულებრივი მეთოდებით კლების შემდეგაც.

  • სისხლძარღვები შეცდომით მონათლეს

ყველამ ვიცით, რომ არტერიებს სისხლი მიაქვთ გულიდან პერიფერიისკენ, აი, ძველმა ბერძენმა ექიმებმა კი ეს არ იცოდნენ და ეს მეტად მნიშვნელოვანი წარმონაქმნი შეცდომით მონათლეს არტერიად, რაც მათ ენაზე საჰაერო მილს ნიშნავს.

სისხლძარღვთა “ნათლია” ძველბერძენი ექიმი პრაქსაგორია, რომელიც გვამების გაკვეთისას, სისხლძარღვთა დათვალიერების დროს აღმოაჩენდა რა, რომ ისინი ცარიელი იყო, მიიჩნევდა, მათში პნეუმა - ანუ სიცოცხლის სული, ჰაერი გაედინებოდა და საერთო არაფერი ჰქონდა სისხლთან. მისი აზრით, სისხლი საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ღვიძლში გადადიოდა, იქიდან კი ვენებით მთელ ორგანიზმში ვრცელდებოდა.