იცით თუ არა, რომ... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა, რომ...

ასეთივე მოქმედება ახასიათებს უჯრედისით მდიდარ ხილსა და ბოსტნეულს, მათ შორის - ვაშლს, სტაფილოსა და ნიახურს. ეს პროდუქტები აძლიერებს ნერწყვის გამოყოფას, ნერწყვი კი ასველებს პირის ღრუს და აცილებს კბილებიდან საკვების ნარჩენებს, რომლებიც ლპობისას გამოსცემს უსიამოვნო სუნს. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ თუ ყოველდღე მიირთმევთ იოგურტს, პირის ღრუში შემცირდება წყალბადის სულფიდის დონე - ნივთიერებისა, რომელიც უსიამოვნო სუნის მთავარი მიზეზია. მთავარია, შეარჩიოთ ნატურალური კომპონენტების შემცველი, აქტიური იოგურტის კულტურები შაქრის გარეშე.

ფორთოხლის წვენი და არტერიული წნევა

ფორთოხლის წვენს, რომელიც მდიდარია კალიუმითა და კალციუმით, შეუძლია შესამჩნევად დასწიოს სისხლის არტერიული წნევა. ეს მინერალები იცავს თირკმელებს ჭარბი ნატრიუმისგან და ამის წყალობით შესანიშნავ ჰიპოტონიურ ეფექტს ახდენს.

ღვინო ფაღარათის წინააღმდეგ

დიარეის დროს 1-2 ჭიქა ღვინო იმავე ეფექტს ახდენს, რასაც სააფთიაქო დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები. წითელ და თეთრ ღვინოებში არის ბისმუტის სალიცილატი, რომელიც ანელებს და აჩერებს სალმონელასა და ნაწლავის ჩხირის გამრავლებას - იმ ბაქტერიებისა, რომლებიც დიარეის დროს ყველაზე დიდ ზიანს აყენებენ ნაწლავებს.

საინტერესო ფაქტები

  • შუქნიშნის მწვანე ნათურის მოლოდინში ადამიანი სიცოცხლის ორ კვირას ატარებს.
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი მკვლელობაა.
  • ატრაქციონებზე, სადაც უბედური შემთხვევები ხდება, მსურველთა რიცხვი იმატებს.
  • საოფისე მაგიდაზე 400-ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე ტუალეტში.
  • ლეონარდო და ვინჩი მონა ლიზას ღიმილს 12 წელი ხატავდა.
  • შეუძლებელია, ადამიანმა თვალგახელილმა დააცემინოს.
  • 4 წლის ბავშვი დღეში დაახლოებით 100 კითხვას სვამს.
  • გაღიმებისას აუცილებელია 40-მდე კუნთის ამუშავება.
  • ალბერტ აინშტაინს საკუთარი ტელეფონის ნომერი არ ახსოვდა.

უცნაური ფობიები

ადამიანებს ბევრი რამისა ეშინიათ. გაგაცნობთ ყველაზე უცნაურ ფობიებს:

  • აკრიბოფობია - შიში, რომ წაკითხულის შინაარსს ვერ გაიგებ.
  • არაქიბუტიროფობია - მიწის თხილის ჭამის შიში.
  • აულოფობია - ფლეიტის შიში.
  • ბიბლიოფობია - ბიბლიოთეკის შიში.
  • ვერბოფობია - სიტყვების სრულად წაკითხვის შიში.
  • გადიოფობია - წმინდანებისა და ღვთისმსახურების შიში.
  • ჰიდროზოფობია - გაოფლიანების შიში.
  • გრაფოფობია - ხელით წერის შიში.
  • დეინპოფობია - სადილისას საუბრის შიში.
  • დიკეფობია - სამართლიანობის შიში.
  • დოროფობია - საჩუქრების მიღებისა და გაცემის შიში.
  • იტიფალოფობია - ერეგირებული სასქესო ორგანოს შიში.
  • ქაუნთერფობია - შეშინების შიში.
  • კიბერფობია - კომპიუტერის შიში.
  • ქოროფობია - ცეკვის შიში.
  • ლაქანოფობია - ბოსტნეულის შიში.
  • მედომალაკუფობია - ერექციის დაკარგვის შიში.
  • მეტროფობია - პოეზიის შიში.
  • მიქსეოფობია - სქესობრივი აქტის, უფრო ზუსტად, გაშიშვლებისა და პარტნიორის სხეულთან კონტაქტის შიში.
  • ნეფოფობია - ღრუბლების შიში.
  • ნომოფობია - მობილური ტელეფონის გარეშე დარჩენის შიში.
  • ნომატოფობია - სახელების შიში.
  • ონეიროგმოფობია - ღამის ეაკულაციის შიში.
  • პაპაფობია - რომის პაპის შიში.
  • პაპიროფობია - ქაღალდის შიში.
  • პენტერაფობია - დედამთილისა და სიდედრის შიში.
  • პლიტოფობია - სიმდიდრის შიში.
  • რექტოფობია - განავლის შიში.
  • სტაზოფობია - დგომის შიში.
  • თეატროფობია - თეატრის შიში.
  • ურანოფობია - სამოთხისა და ცაში ყურების შიში.
  • ფილემაფობია - კოცნის შიში.
  • ფილოფობია - სიყვარულის შიში.
  • ქრომეტოფობია - ფულის შიში.
  • ევფობია - კარგი ამბების შიში.

ნივთიერებათა მომაკვდინებელი დოზები

ალკოჰოლი

პრომილე რაიმე საზომი ერთეულის მეათასედი ნაწილია. სისხლში 1 პრომილე ალკოჰოლი ნიშნავს, რომ ადამიანის სისხლის ყოველ ლიტრში 1 მლ სუფთა ალკოჰოლია. 0,5 ლიტრი არაყი შეიცავს 200 მლ სუფთა ალკოჰოლს, სისხლში მისი სასიკვდილო კონცენტრაცია 5-6 პრომილეა, ანუ 1-1,5 ლიტრი არაყი.

ნიკოტინი

ნიკოტინის სასიკვდილო დოზა ადამიანის სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე 0,5-დან 1 მგ-მდე მერყეობს. დაახლოებით 75 კილოგრამი წონის მამაკაცს სასიკვდილო ზიანს მიაყენებს 75 მგ ნიკოტინი. თუ ერთ სიგარეტში 0,8 მგ ნიკოტინია, მაშინ სასიკვდილო დოზა 94 სიგარეტია.

მზის სხივები

ივლისში ეგვიპტის მზის ქვეშ უდარდელად გატარებული დღე მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს - 2-დან 8 საათამდე დრო საკმარისია, რომ ასეთ მზეში ადამიანმა სასიკვდილო სითბური დაკვრა მიიღოს.

კოფეინი

ადამიანის სხეულის მასისა და კოფეინისადმი მისი ინდივიდუალური მიმღებლობის მიხედვით, კოფეინის სასიკვდილო დოზა ყოველ კილოგრამზე 150-200 მგ-ია.

სუფრის მარილი

3 გრამი მარილი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე სიცოცხლესთან შეუთავსებელია.