/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ შევარჩიოთ მზის სათვალე

როგორ შევარჩიოთ მზის სათვალე
მზის მკვეთრი სინათლისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან მხოლოდ სწორად შერჩეული სათ-ვალე დაგვიცავს. ექიმები გვირჩევენ, სერიოზულად მოვეკიდოთ მის არჩევას,

რადგან იაფფასიანი და უხარისხო სათვალის შეძენით შესაძლოა ხელი შევუწყოთ ბადურას დისტროფიის ან კატარაქტის განვითარებას.

მზის სათვალე სწორად რომ შევარჩიოთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ჩარჩოს ხარისხი, ლინზების გამუქება და მათი ფერი.

  • სათვალის ჩარჩო

სათვალის ჩარჩო, პირველ რიგში, უნდა იყოს მოხერხებული და მჭიდროდ ჯდებოდეს ცხვირის ფუძესა და ყურებზე. მოზომვისას ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ გაჭერთ ის ცხვირის ფუძესა და საფეთქლებზე, რადგან მცირედმა დისკომფორტმაც კი შეიძლება თავის მუდმივი ტკივილი გამოიწვიოს. ოპტიკის მაღაზია-სალონები დღეს მოდელების ფართო არჩევანს გვთავაზობენ. ლითონის ჩარჩოები, ტრადიციისამებრ, უფრო საიმედოდ მიიჩნევა. ხარისხიანი მოდელები დამზადებულია მსუბუქი შენადნობებისგან და აქვს ჰიპოალერგიული საფარი. პლასტიკის ჩარჩოები ისეთი საიმედო და გამძლე არ არის, მაგრამ მსუბუქია. შესაძლებელია მათი რეგულირება შიგნით ჩადგმული ლითონის ღეროს საშუალებით. ჩარჩოს შერჩევა ოპტიკის სპეციალიზებულ მაღაზიებში ჯობს - იქვე შეგიძლიათ მიიღოთ ექიმის კონსულტაცია და შეარჩიოთ მოდელი, რომელმაც, სავარაუდოდ, ჰიგიენური სერტიფიცირება გაიარა.

  • მინა თუ პლასტიკი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გარდა ჩარჩოსი, დიდი მნიშვნელობა აქვს ლინზების ხარისხს. გატარებული მზის სხივის რაოდენობა ლინზის სისქესა და მასალაზეა დამოკიდებული. მინის ლინზები უფრო გამჭვირვალეა, მაგრამ სიმყიფის გამო თვალს საფრთხეს უქადის.

აშშ-ში, მაგალითად, სამედიცინო დაზღვევა არ ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯს, თუ ადამიანმა თვალი ლინზის ნამსხვრევით დაიზიანა, ხოლო უნგრეთში ბავშვის სათვალეებისთვის მინის ლინზების გამოყენება აკრძალულია, ამიტომ თანამედროვე მზის სათვალეების უმეტესობა მთლიანად პლასტიკისგანაა დამზადებული. ის გაცილებით მსუბუქი და ნაკლებტრავმულია, თუმცა უფრო ადვილად იფხაჭნება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

გაითვალისწინეთ, სათვალემ მზისგან უნდა დაიცვას არა მარტო თვალები, არამედ მათ ირგვლივ არსებული მგრძნობიარე კანიც. პატარალინზებიანი სათვალის შეძენას ექიმები არ გვირჩევენ - ასეთი მოდელები მხოლოდ ულტრაიისფერ სხივებს კი არ ატარებს ღია უბანზე, არამედ მხედველობის არესაც ზღუდავს, ეს კი ზედმეტად ტვირთავს ბადურას და ღლის თვალს.

  • ფერადი სურათები

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ლინზებისთვის საუკეთესო ფერებია მწვანე, რუხი და ყავისფერი. მწვანე ადუნებს თვალს და ამშვიდებს ნერვებს. ასეთი ლინზები სასარგებლოა მათთვის, ვისაც გლაუკომის საწყისი სტადია აქვს. რუხი მინიმალურად ცვლის ფერებს, ხოლო ყავისფერი ხსნის დაღლილობას და აუმჯობესებს ხილვადობას მკვეთრი სინათლისა და ათინათის პირობებში.

ასევე დაგაინტერესებთ
ცხოვრება სათვალის გარეშე - 5 მიზეზი მხედველობის ლაზერული კორექციისთვის
უსაფრთხოა თუ არა ფერადი ლინზების ტარება?

მხედველობისთვის ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა ლურჯი და იისფერი ლინზები. ეს ფერები გუგების გაფართოებას ასტიმულირებს, რის გამოც თვალი გამოსხივების უფრო დიდ დოზას იღებს. ექიმები არც წითელ, ყვითელ და სტაფილოსფერ მინებს გვირჩევენ - მათ შესაძლოა გაღიზიანება და თვალის წნევის მატებაც კი გამოიწვიონ.

  • ყველაფრისთვის შესაბამისი

თუ სპორტის აქტიურ სახეობებს, მაგალითად, ველოსპორტს მისდევთ, სათვალემ უნდა დაგიცვათ არა მარტო ულტრაიისფერი სხივებისგან, არამედ კენჭების, მწერებისა და მტვრისგანაც. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია, განსაკუთრებით მყარი პლასტიკის ჩარჩო და ლინზები შეარჩიოთ. მძღოლებისთვის მნიშვნელოვანია, სათვალეს ჰქონდეს ათინათის საწინააღმდეგო დაფარვა და არ ირეკლავდეს სინათლეს. მათთვის არ არის რეკომენდებული მეტისმეტად მუქი ლინზები - ისინი ღლიან თვალს და შესაძლოა გზაზე ყურადღების მოდუნება გამოიწვიონ.

  • ყველაფერი - სტანდარტების შესაბამისად

საერთაშორისო სპექტრული ნორმის თანახმად, მზის სათვალე შეიძლება იყოს:

  1. კოსმეტიკური (Cosmetic). ატარებს ულტრაიისფერი სხივების 50-100%-ს. გამოგადგებათ ღრუბლიან ამინდში ან არააქტიური მზის შემთხვევაში;
  2. უნივერსალური (General). ატარებს ულტრაიისფერი სხივების 18-50%-ს. ის ოპტიმალური ვარიანტია ქალაქისთვის.
  3. განსაკუთრებულად დამცავი (High UV-protection). ის პრაქტიკულად არ ატარებს ულტრაიისფერ სხივებს. ასეთი სათვალე განკუთვნილია მოთხილამურეებისთვის, მთამსვლელებისთვის, ცხელ ქვეყნებსა და უკიდურეს ჩრდილოეთში მოგზაურებისთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ყველაზე სასარგებლო მწვანილი ხანდაზმულებისთვის
ყველაზე სასარგებლო მწვანილი ხანდაზმულებისთვის
ოხრახუში ყველაზე სასარგებლო მწვანილია ხანდაზმულებისთვის. იგი შეიცავს C და K ვიტამინებს, ასევე უჯრედისს.
სრულად
რა შეცდომებს ვუშვებთ სუპის მომზადებისა და ჭამის დროს
რა შეცდომებს ვუშვებთ სუპის მომზადებისა და ჭამის დროს
უნდა გადაწუროთ თუ არა პირველი ბულიონი, როგორ გავზარდოთ წვნიანში მცენარეული ცილის წილი, დავამატოთ თუ არა არაჟანი და რატომ არის მნიშვნელოვანი ბოსტნეულის ფერზე ყურადღების გამახვილება.
სრულად
იდეალური დღის რეჟიმი - ჯანსაღი ცხოვრების საფუძველი
იდეალური დღის რეჟიმი - ჯანსაღი ცხოვრების საფუძველი
ჯანსაღი ცხოვრება არ არის მხოლოდ სწორი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
სრულად
არის თუ არა წითელი ღვინო თეთრ  ღვინოზე ჯანსაღი?
არის თუ არა წითელი ღვინო თეთრ ღვინოზე ჯანსაღი?
წითელი ღვინო მიჩნეულია გულის ჯანმრთელობის სასარგებლოდ, უმეტესწილად ანტიოქსიდანტი რესვერატროლის წყალობით. მიუხედავად იმისა,
სრულად
რას შეიძლება ნიშნავდეს ზურგის ტკივილი
რას შეიძლება ნიშნავდეს ზურგის ტკივილი
ზურგის ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემებზე,
სრულად
როგორ გადავეჩვიოთ ჭამის შემდეგ დაძინებას
როგორ გადავეჩვიოთ ჭამის შემდეგ დაძინებას
კვებითი კომა ჩნდება ერთჯერადად გადაჭარბებული ჭამის გამო.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ შევარჩიოთ მზის სათვალე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები