რა უნდა ვიცოდეთ ხორცის კონსერვების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ხორცის კონსერვების შესახებ

გარდა ამისა, როგორც წესი, კონსერვებში არის საკვებდანამატები, რომლებიც მიკრობების გამრავლებას უშლის ხელს და ანელებს პროდუქტის დაჟანგვა/დაძველებას. როგორც წესი, ეს ნივთიერებები ადამიანისთვის არ არის სასარგებლო. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნიტრიტები, რომლებიც ხორცთან ურთიერთქმედების შედეგად კანცეროგენულ ნივთიერებებს - ნიტროზამინებს წარმოქმნიან. ამიტომ სასურველია, ხორცის კონსერვები დიდი ოდენობით არ მიირთვათ. მაშ, რატომ ამზადებენ ხორცის კონსერვებს? - იმიტომ, რომ ისინი დიდხანს ინახება, სურსათის დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისა და გრძელვადიანი შენახვის ძალზე ეფექტური საშუალებაა. ხორცის კონსერვის უვნებლობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ტარა, რომელშიც ის არის მოთავსებული. გამოიყენება მეტალის, პოლიმერული მასალის ან მინის ქილები. მეტალის ქილა (აგრეთვე მინის ქილის ხუფები) უნდა იყოს ორმხრივად მოკალული და სპეციალური ლაქით დაფარული, რომ კონსერვის შიგთავსი მეტალს არ შეეხოს. განსაკუთრებით კოროზიისუნარიანია ბოსტნეულთან (მაგალითად, პომიდორთან) ერთად მომზადებული ხორცის კონსერვი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ტარა, რომელშიც ის არის მოთავსებული, არ იყოს დაზიანებული.

კონსერვების შენახვა

კონსერვები უნდა ინახებოდეს სიმშრალესა და სიგრილეში. შენახვის ვადა დამოკიდებულია ტარის მასალასა და დაკონსერვების რეჟიმზე (ეს რეჟიმი უნდა ეწეროს ქილაზე):

  • ყველაზე მოკლე შენახვის ვადა აქვს პასტერიზებულ კონსერვებს - ისინი სულ 6 თვე ინახება;
  • მხოლოდ 12 თვე ინახება კონსერვები, რომლებმაც დაბალტემპერატურული სტერილიზება გაიარეს;
  • ასევე 12 თვე ინახება ჰერმეტულ ტარაში მოთავსებული შებოლილი ხორცპროდუქტები;
  • ხორცის ბოსტნეულთან ან ბურღულეულთან ნარევის სტერილიზებული კონსერვი მეტალის ქილაში 1-2 წელი ინახება, შუშის ქილაში - 2-3 წელი;
  • ხორცის სტერილიზებული კონსერვი ბოსტნეულ-ბურღულეულის გარეშე ალუმინის ქილებში 4 წელი ინახება, მოკალულ ლითონის ქილებში - 5 წელი.

ცნობილია აგრეთვე ტროპიკული ქვეყნებისთვის სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული კონსერვები, რომლებიც +40 გრადუს ტემპერატურაზე შენახვის დროსაც კი 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს თვისებებს.

კონსერვის არჩევა

კონსერვის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ორ მაჩვენებელს:

  • რამდენი ხნის წინ დამზადდა კონსერვი და ხომ არ გასულა მისი შენახვის ვადა;
  • ხომ არ არის დაზიანებული ტარა, რომელშიც კონსერვია მოთავსებული.

კონსერვს აუცილებლად უნდა ეწეროს დამზადების თარიღი და შენახვის ვადა. ლითონის ქილებს ის, ჩვეულებრივ, ძირზე ან სახურავზე აქვს ამოტვიფრული. შესაძლოა, გამოშვების თარიღი ეტიკეტზე იყოს დაბეჭდილი. მოძებნეთ და ყურადღებით წაიკითხეთ იგი. ვადაგასული კონსერვი არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ. მას შემდეგ, რაც გაარკვევთ, რომ ვადა დაცულია, კარგად დაათვალიერეთ კონსერვის ქილა. დააკვირდით, რომ:

  • მეტალის ნაწილები არ იყოს დაჟანგული;
  • მეტალის ან პოლიმერული მასალის ნაწილები არ იყოს არაბუნებრივად გამობერილი (ბომბაჟი);
  • ლითონის ქილა არ იყოს დაბრეცილი ან დაზიანებული, მინისა - დაბზარული.

გარე დათვალიერება შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს - ზოგჯერ ქილას ან ხუფს აქვს მიკრობზარები, რომლებიც თვალით არ შეიმჩნევა. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა კონსერვები დაძველებული ნედლეულისგან მზადდება, ან ირღვევა დაკონსერვების, კონსერვის ქილის დამზადების ან მოხუფვის ტექნოლოგია. შესაძლოა დარღვეული იყოს კონსერვის შენახვის პირობებიც (მაგალითად, კონსერვი მაღაზიის დახლზე თაკარა მზის ქვეშ იდოს). ამიტომ გახსნის შემდეგ დააკვირდით ქილისა და ხუფის შიდა კედლებს და კონსერვის შიგთავსს. არ მიირთვათ ხორცის კონსერვი, თუკი:

  • ქილის ან ხუფის შიდა კედლებზე მეტალი სხვადასხვა ფერისაა, ანდა აქვს ჟანგის ლაქები ან ზოლები;
  • კონსერვის შიგთავსს აქვს უჩვეულო სუნი;
  • შეიმჩნევა ობის, დუღილის ან ლორწოს ნიშნები;
  • ხორცი კონსერვში ძლიერ მოშვებულია ან აქვს მეტალის გემო.

მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მასალების მიხედვით.