ცხოვრება ავადმყოფობის გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრება ავადმყოფობის გარეშე

ვიტამინები

იმუნური სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია ვიტამინები. რასაკვირველია შეიძლება, მთელი ზამთარი მივიღოთ მათი სპეციალური კომპლექსი, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ შესაძლებელია ვიტამინების სხვა გზით მიღებაც - საამისოდ რაციონი ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით უნდა გავიმდიდროთ.

ტანსაცმელი

წელიწადის ცივ პერიოდში ჯობს ჩაიცვათ ნატურალური ქსოვილის ან თანამედროვე, ჰაერგამტარი სინთეტიკის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. სითბოს ცვლის დარღვევა ორგანიზმის დამცველობით ძალებს ასუსტებს.

აბაზანები

რეგულარულად მიიღეთ არომატული ზეთების აბაზანები. ლიმონის აბაზანა აფერხებს დაავადებებს, რომლებსაც გაციებას ვუწოდებთ. თუ გინდათ, მძიმე ფიქრებს თავი დააღწიოთ, მოდუნდეთ, გათბეთ და მშვიდად დაიძინოთ, წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37 გრადუსს. დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს ლავანდის, ბარამბოსა და გვირილის ეთერზეთები. წყალში 20 წუთზე მეტხანს გაჩერებას არ გირჩევთ - შეგცივდებათ და ძილი დაგიფრთხებათ. თუ გინდათ, აბაზანამ, პირიქით, გამოგაცოცხლოთ, წყალი ცხელი უნდა იყოს - 38-39 გრადუსი, და შიგ მხოლოდ 10 წუთი უნდა დაყოთ. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ციტრუსების, მენთოლისა და არნიკის ზეთები. აბაზანის შემდეგ გადაივლეთ გრილი წყალი. უფრო უკეთესი იქნება, თუ წამით ძალიან ცივ წყალს გადაივლებთ. ასე კიდეც გამოფხიზლდებით და საჭირო ენერგიითაც დაიმუხტებით.

სინათლე

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მზის სინათლის დეფიციტის დროს ქალების 25%-ს მელანქოლია ეუფლება. ზოგიერთ ქვეყანაში სეზონურ დეპრესიასთან საბრძოლველად სპეციალურ სინათლის ბოქსებს იყენებენ, ჩვეულებრივ პირობებში კი სასურველია, უფრო ხშირად ისეირნოთ დღის სინათლეზე. გარდა ამისა, ეცადეთ ჩაიცვათ ღია, ხალისიანი ფერის ტანსაცმელი. მუქ ფერთა გამა განწყობას ნამდვილად ვერ გამოგიკეთებთ!

კვება

ზამთარში მკაცრი დიეტის დაცვა არ შეიძლება - ეს გააღრმავებს დეპრესიას და დაასუსტებს ორგანიზმს. ქვეყანა არ დაიქცევა, თუ ზამთარში 2-3 კგ მოიმატეთ - მალე გაზაფხული მოვა და ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება.

ახლომხედველი ბრძანდებით? ავარჯიშეთ თვალები

გამუდმებით ჭუტავთ თავლებს? უნდა იცოდეთ, რომ ეს ახლომხედველობისთვის ანუ მიოპიისთვის არის დამახასიათებელი. მიოპია თვალის დაავადებაა, რომლის დროსაც იცვლება ამ ორგანოს ანატომია, იწელება მისი ყველა გარსი, პირველ რიგში - ბადურა, და ადამიანი ცუდად ხედავს შორს მდებარე საგნებს. ამ დროს აუცილებელია სათვალის გულისყურით შერჩევა. თუ ადამიანი, რომელიც მხედველობას ჯერჯერობით არ უჩივის, კომპიუტერთან საათობით მუშაობს, სპეციალისტები მას 20-30 წუთში ერთხელ თვალების ვარჯიშების შესრულებას ურჩევენ, თუმცა, ცხადია, ეს ვარჯიშები ახლომხედველებსაც მოუხდებათ! თვალებისთვის განკუთვნილ ვარჯიშთა კომპლექსის ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი ასეთია:

  • დაჯექით სკამზე, 4-5 წამით მაგრად დახუჭეთ თვალები, შემდეგ ასევე 4-5 წამით ფართოდ გაახილეთ. გაიმეორეთ 7-ჯერ.
  • ერთი წუთის განმავლობაში სწრაფად ახამხამეთ თვალები.
  • ადექით, 3-4 წამი პირდაპირ იყურეთ. შემდეგ ასწიეთ მარჯვენა ხელი, თითი დაიჭირეთ სახის პირდაპირ, თვალებიდან 30-35 სმ-ის მოშორებით. მხედველობა გადაიტანეთ ამ თითზე და უყურეთ 4-5 წამის განმავლობაში. შემდეგ ხელი დაუშვით. შეასრულეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ. იგი ადუნებს თვალის კუნთებს.
  • დაჯექით, დახუჭეთ თვალები და ქუთუთოებზე, ცხვირიდან თვალის გარეთა კიდისკენ და გარეთა კიდიდან ცხვირისკენ, თითების წრიული მოძრაობით მსუბუქი ერთწუთიანი მასაჟი გაიკეთეთ. ეს ვარჯიში თვალებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
  • ადექით. თავი გაუნძრევლად გეჭიროთ. აიხედეთ მაღლა, დაიხედეთ დაბლა, შემდეგ გაიხედეთ მარჯვნივ და ბოლოს - მარცხნივ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 7-ჯერ.


თუ ქოლეცისტიტი გაწუხებთ, ეს რჩევები მუდამ უნდა გახსოვდეთ:

კვება ქოლეცისტიტის დროს

  • დღეში 5-ჯერ მაინც მიირთვით. საკვების ყოველი მიღება იძლევა ნაღველმდენ ეფექტს, ქოლეცისტიტის დროს კი მეტად მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ ნაღვლის წვენის შეგუბება ნაღვლის ბუშტში.
  • მიიღეთ ბევრი სითხე.
  • დღიური რაციონის საერთო წონა 3,5 კგ-ს უნდა აღწევდეს, რაც ჩვეულებრივზე რამდენადმე მეტია, მაგრამ უმთავრესად სითხის ხარჯზე. ზომაზე მეტად ნუ დანაყრდებით - ეს გამოიწვევს სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას და შედეგად ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფის გაძლიერებას, რაც ნაღვლის ბუშტის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
  • კვებით რაციონში ცილების შემცველობა ფიზიოლოგიური უნდა იყოს, ცხიმებისა და ნახშირწყლებისა კი უნდა შემცირდეს. ყველაზე მეტად უნდა შეიზღუდოს რაფინირებული ნახშირწყლები, განსაკუთრებით - შაქარი.
  • რაციონიდან უნდა გამოირიცხოს შემწვარ-მოხრაკული, შებოლილი, ცხარე პროდუქტები, კონსერვები, მწნილი. რეკომენდებულია მოხარშული საკვები.
  • ქოლესტერინის შემცველ საკვებზე, მაგალითად, კვერცხის გულზე, ღვიძლზე, ტვინზე, ხიზილალაზე, უარის თქმა მოგიწევთ.
  • მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ ხორცის, თევზის, სოკოს ნახარშის, ოსპისა და მის საფუძველზე მომზადებული წვნიანების მოხმარება.
  • მათ ნაცვლად რაციონი უჯრედისის შემცველი საკვებით გაიმდიდრეთ. შეგახსენებთ, რომ უჯრედისს უნარი შესწევს, ქოლესტერინს დაუკავშირდეს და ის ორგანიზმიდან გამოიტანოს.
  • კარგი იქნება, თუ ყოველდღიურად შეჭამთ რამდენიმე მსხალს. ის, თავისი ქიმიური თვისებების წყალობით, დადებითად მოქმედებს ნაღვლის ბუშტზე.
  • ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად შესანიშნავი საშუალებაა ვარდკაჭაჭა. კარგი იქნება, თუ მისი ფესვების ან თესლის ნაყენს რეგულარულად მიიღებთ. ნაღვლის გამოყოფას ასტიმულირებს ნედლი ვარდკაჭაჭას წვენი.
  • ქოლეცისტიტის პროფილაქტიკისთვის კარგია ბაბუაწვერას ნორჩი ფოთლები. ისინი შეიძლება დაამატოთ სალათს და ასე მიირთვათ. ნაღვლის ბუშტის ანთების საწინააღმდეგოდ კი ხალხური მედიცინა ბაბუაწვერასა და წიწმატის წვენს გვირჩევს. უნდა აიღოთ ისინი თანაბარი რაოდენობით, ერთმანეთში აურიოთ და მიიღოთ 0,5 ჭიქა დღეში 2-ჯერ.
  • ძილის წინ დალიეთ ნახევარი ჭიქა კეფირი ან მაწონი.

როგორ დავამარცხოთ სიცივის თავის ტკივილი

დადგენილია, რომ მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 15-20%-ს (მეტწილად ქალებს) სიცივის თავის ტკივილი აწუხებს. დასავლეთში ასეთი ტერმინიც კი გაჩნდა: Iცე ცრეამ ჰეადაცჰე, რაც სიტყვასიტყვით `ნაყინით გამოწვეულ თავის ტკივილს~ ნიშნავს, თუმცა ტკივილს მარტო ნაყინი კი არა, სხვა ცივი პროდუქტებიც იწვევს. ესეც `სიცივის~ ტკივილების ერთ-ერთი ვარიანტია. რა ვიღონოთ, თუ ტკივილმა მოულოდნელად იჩინა თავი და ნელ-ნელა იმატებს? რაც შეიძლება მალე შედით თბილ შენობაში (მაღაზიაში, კაფეში), ანდა ადით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საფეთქლები და ლოყები დაიზილეთ. ტკივილმა რომც გაგიაროთ, ქუჩაში გასვლას ნუ იჩქარებთ, შენობაში ნახევარი საათი მაინც დარჩით. თუ შესაძლებლობა მოგეცათ, დალიეთ ცხელი ჩაი 1-2 ჩაის კოვზი კონიაკით. სუფთა ალკოჰოლი მდგომარეობას გაგიუარესებთ. იგივე შეიძლება ითქვას თამბაქოზეც - მოწევა თავის ტკივილს გააძლიერებს და მასთან გამკლავებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება. სიცივის ტკივილების თავიდან აცილება ძნელი არ არის. დავიწყოთ საღამოდან. ნუ მიირთმევთ ვახშმად შარდმდენი თვისებების მქონე პროდუქტებს - ხილსა და ბოსტნეულს (მათ შორის კარტოფილს), ნუ დალევთ ყავას, ჩაის, კაკაოს. ძილის წინ აუცილებლად ისეირნეთ 20-30 წუთი მაინც. დაძინებამდე 1 საათით ადრე მიიღეთ თბილი აბაზანა. წყალში ჩაამატეთ 2-3 წვეთი ფიჭვის, ფორთოხლის ან ღვიის ეთერზეთი - ის მოგადუნებთ და ძილს მოგგვრით. აბაზანის დროს მტევნები და ტერფები მსუბუქად დაიზილეთ. ძილის წინ საწოლი ოთახი გაანიავეთ. დილით ტონუსის ასაწევად მიიღეთ კონტრასტული შხაპი და დალიეთ ელეუტეროკოკის ნაყენი (შეიძინეთ აფთიაქში). შხაპის მიღებისას გაითვალისწინეთ, რომ თბილი წყლის ტემპერატურა 33-34 გრადუსი უნდა იყოს, ცივისა - 23-24. საუზმე უნდა იყოს არა მარტო ცხელი, არამედ მაქსიმალურად კალორიული. რეკომენდებულია ფაფა, კვერცხი. სასმელიც ცხელი უნდა დალიოთ - რძიანი ჩაი, კაკაო. ყავას არ გირჩევთ - იგი ტემპერატურულ რეცეპტორებს აფაქიზებს და შესაძლოა თავის ტკივილის პროვოცირებაც კი მოახდინოს. მენსტრუაციის დღეებში, როცა ორგანიზმის მეტეომგრძნობელობა მაქსიმალურია, ჩაცმას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ხელები, ყელ-კისერი და თავი თბილად უნდა გქონდეთ. მოიხვიეთ თავშალი, მაგრამ  ყელზე მჭიდროდ ნუ მოიჭერთ, რათა კისრის სისხლძარღვებზე ზეწოლამ ტვინისთვის სისხლის მიწოდება არ შეაფერხოს - ეს თავის ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორია.