/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

სახიფათოა თუ არა ონკანის წყალი

სახიფათოა თუ არა ონკანის წყალი
არსებობს უამრავი მოსაზრება იმის თაობაზე, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ერთნი ფიქრობენ, რომ, უწინარეს ყოვლისა, კვება უნდა მოვიწესრიგოთ, მეორენი მიიჩნევენ, რომ ყველა დაავადების მიზეზი დაბინძურებული ჰაერია. ცხადია, ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სხეულის 70% წყალია. იმაზე, თუ რით შევივსებთ წყლის მარაგს, უფრო მეტია დამოკიდებული, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ფაქტორზე ერთად. ონკანის წყალი პირობითად თუ ჩაითვლება სასმელად. თუ მოვინდომებთ, მასში მენდელეევის სისტემის ყველა ელემენტს აღმოვაჩენთ, თუმცა არცთუ სანუგეშო პროპორციით...

წყლის ხარისხი

წყლის საბოლოო ხარისხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. უწინარეს ყოვლისა, კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში მოსული ნალექის ოდენობასა და შემადგენლობაზე. სწორედ ის ამდიდრებს წყალს მტვრით, ბაქტერიებით, სოკოს სპორებით და სხვა უხსნელი ნაწილაკებით (სუფთა წყალი, მოგეხსენებათ, მხოლოდ წყალბადისა და ჟანგბადისაგან შედგება). ამას დაუმატეთ ის არასახარბიელო წვლილიც, რომელიც წყლის დაბინძურებაში ქარხნის მილებს, ავტომობილებსა და ქიმიურ ნივთიერებათა სხვა წყაროებს შეაქვთ. მათი "ცხოველქმედების" ნაყოფი უმთავრესად ორგანული გამხსნელები, აზოტისა და გოგირდის ოქსიდებია. მათივე მეშვეობით წყალში შეიძლება მოხვდეს სპილენძის, ტყვიის, თუთიის, სტრონციუმისა და სხვა მძიმე მეტალების იონები. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ მათ შესწევთ უნარი, ორგანიზმში დაგროვდნენ და მეტად მძიმე დაავადებები გამოიწვიონ.

ქლორიანი წყალი

წყალი, რომელიც ჩვენს ონკანში მოედინება, რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებას არ შეიცავს. წყალმომარაგების სადგურში ის იწმინდება და იქლორება. ქლორირება წყლის უვნებელყოფისთვის არის გამიზნული - ქლორი მავნე მიკრობებს სპობს, მაგრამ გამორიცხული არ არის, მან ურთიერთქმედება მოახდინოს წყალში არსებულ მინერალებთან და არანაკლები ზიანი მოგვიტანოს. მაგალითად, თუ ქლორი ფენოლთან შევიდა რეაქციაში, წარმოიქმნება ძალზე შხამიანი ქლორორგანული ნივთიერებები (ისეთები, როგორიც არის, მაგალითად, ქლოროფორმი). გარდა ამისა, წყალში რჩება თავისუფალი ქლორი, რომლის არსებობას ადვილად დაადგენთ დამახასიათებელი მძაფრი სუნით. მრავალი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ქლორირებულ ონკანის წყალსა და ალერგიულ დაავადებათა გახშირებას შორის პირდაპირი კავშირია.

როგორ მოვიქცეთ?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

ამრიგად, თუ იმ სითხის ქიმიურ შემადგენლობას ჩავუღრმავდებით, რომელიც ჩვენს ონკანებში მოედინება, ცხადი გახდება: ასეთი სახით ის არამცთუ ბავშვის ორგანიზმისთვის, ყვავილების მოსარწყავადაც კი უვარგისია. წყლის გასაწმენდად ბევრი ძველ გამოცდილ მეთოდს - გადადუღებას მიმართავს. მართლაც, 100 გრადუსზე მრავალი მიკროორგანიზმი კვდება, მაგრამ მძიმე მეტალების მარილების უვნებელსაყოფად ეს ხერხი უსარგებლოა - ისინი წყალშივე რჩება. ამასთანავე, გადადუღებისას იშლება ყველა სასარგებლო მარილი - კალციუმისა, მაგნიუმისა და ა.შ. გაცილებით მოხეხებული და ეფექტიანია წყლის გასაწმენდი საყოფაცხოვრებო ფილტრი. საოჯახო მოძრავი ფილტრების უმრავლესობა ეფუძნება გაწმენდის მეთოდს, რომელსაც სორბციას უწოდებენ. ყველაზე გავრცელებული სორბენტია აქტივირებული ნახშირი, რომელიც შთანთქავს წყალში გახსნილ ორგანულ ნაერთებს, მიკროორგანიზმებს, ქლორსა და მის ნაერთებს (წყლიდან მძიმე მეტალების მარილთა გამოსადევნად სპეციალურ იონცვლად ნივთიერებებს იყენებენ). თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნახშიროვანი სორბენტის მოქმედება შეზღუდულია. დროთა განმავლობაში ის ნალექით ივსება და წყლის ნაკადს აფერხებს. ნახშიროვანი სორბენტის მიერ შეკავებული ბაქტერიები პირდაპირ სორბენტზე იწყებენ გამრავლებას და გაფილტრული წყალი უფრო მავნე ხდება, ვიდრე გაუფილტრავი. სორბენტის ზედაპირზე ბაქტერიების გამრავლება თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია ფილტრში ხშირად ვცვალოთ კარტრიჯი. ზოგან ამ პრობლემის მოსაგვარებლად იყენებენ სორბენტს, რომელსაც ვერცხლი აქვს დამატებული - ეს ლითონი ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. თუ ფილტრის მთავარი ამოცანა სწორედ ბაქტერიათა უვნებელყოფაა, მაშინ სორბენტში სპეციალურ დეზინფექტანტს - იონცვლად ფისს ან ქიმიურ ანტისეპტიკს ურევენ. თუმცა ამ უკანასკნელთაგან წყალი ცალკე უნდა გაიწმინდოს. სხვათა შორის, საყოფაცხოვრებო ფილტრის საშუალებით წყლის არა მარტო გაწმენდა, არამედ საჭიროებისას მისი გამდიდრებაც შეიძლება. ვთქვათ, ონკანის წყალი შეიცავს 0,2%-იან ფთორს, რაც არამც და არამც არ არის საკმარისი - ამ მიკროელემენტის 68%-ს ხომ ბავშვის ორგანიზმი წყლიდან უნდა იღებდეს. სწორედ ფთორის მუდმივი უკმარისობის ბრალია, რომ ყოველი მეორე ბავშვი კარიესით არის დაავადებული. წყალში ფთორის შემცველობა ჰიგიენურ ნორმამდე რომ მივიყვანოთ, შეიძლება ფთორირებული მოქმედების ფილტრი გამოვიყენოთ.  ასე რომ, არჩევანი თქვენზეა!

კომენტარები (1)
სავსებით ვეთანხმები ავტორს!!! კვალიფიცირებულად არი
სავსებით ვეთანხმები ავტორს!!! კვალიფიცირებულად არის ახსნილი და სიმართლეს შეესაბამება. არსად ევროპაში არ სვავენ ონკანიდან წამოსულ წყალს. ქლორი–ყველაზე დიდი პრობლემა თბილისის წყალში და ფტორის არ არსებობა
თარიღი : 20-12-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გაზაფხულის დეტოქსი: ორგანიზმის გაწმენდის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდები, ჯანსაღი კვება და ვიტამინების მიღება
გაზაფხულის დეტოქსი: ორგანიზმის გაწმენდის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდები, ჯანსაღი კვება და ვიტამინების მიღება
გაზაფხული განახლებისა და გამოღვიძების პერიოდია.
სრულად
ვინ ცხოვრობს ყველაზე დიდხანს მსოფლიოში და როგორ ახერხებენ ამას?
ვინ ცხოვრობს ყველაზე დიდხანს მსოფლიოში და როგორ ახერხებენ ამას?
ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მასზე დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ გენები, დიეტა და ფიზიკური აქტივობა, არამედ ქვეყანა, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.
სრულად
საახალწლო სუფრა
საახალწლო სუფრა
ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისე გაატარებო, ამიტომ, გვჯერა ამისა თუ არა, სასურველია, რაც შეიძლება ლამაზად შევხვდეთ ამ დღესასწაულს.
სრულად
გულისთვის სასარგებლო საკვები
გულისთვის სასარგებლო საკვები
სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანის გულს ნორმალურად, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე, 150 წლის განმავლობაში შეუძლია ფუნქციობა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

სახიფათოა თუ არა ონკანის წყალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები