მოკლული გველი 1 საათის განმავლობაში მაინც იკბინება! – NCDC-ის გადაუდებელი რეკომენდაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში გველების აქტიურობის სეზონია: შეცდომები, რომლებმაც შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს

პირველადი დახმარება გველის ნაკბენისას: შეცდომები, რომლებმაც შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს

საქართველოში გველების აქტიურობის სეზონია: რომელია ყველაზე შხამიანი სახეობა და როგორ ავიცილოთ საფრთხე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი რე­კო­მენ­და­ცი­ებს ავ­რცე­ლებს, რო­გორ უნდა და­იც­ვას მო­სახ­ლე­ო­ბამ თავი და რა უნდა გა­ა­კე­თოს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გველ­მა უკბი­ნა.

  • რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ თუ გველს მოკ­ლავთ, რეფ­ლექ­სის გამო მას 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ შე­უძ­ლია კბე­ნა.

„არ ამო­წო­ვოთ სის­ხლი ნაკ­ბე­ნი­დან; არ გაკ­ვე­თოთ და არ მოწ­ვათ ნაკ­ბე­ნი ად­გი­ლი; არ და­ა­დოთ ლახ­ტი ან ყი­ნუ­ლი; არ და­ა­მუ­შა­ოთ იო­დით, ბრი­ლი­ან­ტის მწვა­ნით ან სპირ­ტით; არ მო­ი­ბა­ნოთ დაკ­ბე­ნი­ლი ად­გი­ლი და არ მი­ი­ღოთ ალერ­გი­უ­ლი/სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლი.

პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა: შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე და სას­წრა­ფოდ და­უ­კავ­შირ­დით სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას (112); და­აწ­ვი­ნეთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბრტყელ ზე­და­პირ­ზე; მოხ­სე­ნით ბე­ჭე­დი ან სხვა სამ­კა­უ­ლი, თუ კბე­ნა ხელ­ზეა; უზ­რუნ­ველ­ყა­ვით სი­თხის მი­ღე­ბა; კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე და­ზა­რა­ლე­ბულ­მა უნდა და­ლი­ოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე. ასე­ვე, სხე­უ­ლის პო­ზი­ცია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლი სა­სურ­ვე­ლია იყოს გუ­ლის დო­ნე­ზე ოდ­ნავ დაბ­ლა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თუ გვე­ლი მო­კა­ლით, რეფ­ლექ­სის გამო მას 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ შე­უძ­ლია კბე­ნა. ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას მო­ა­თავ­სეთ მყარ ყუთ­ში და ხე­ლით არ შე­ე­ხოთ“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ვენ­ცი­ას, თუ რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ცნო­ბით, გვე­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო არე­ალ­ში უნდა ჩა­იც­ვათ გრძე­ლი შარ­ვა­ლი და მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი

„გა­მო­ი­ყე­ნეთ ჯოხი, სი­ა­რუ­ლი­სას აკა­კუ­ნეთ მი­წა­ზე - ხმა­ურ­ზე გვე­ლი თვი­თონ გა­გეც­ლე­ბათ.

იყა­ვით ფრთხილად, ნუ შე­ე­ხე­ბით მი­წა­ზე უც­ნობ, „ჭრელ ჯო­ხებს“ ან საგ­ნებს. ნუ გა­მო­იწ­ვევთ გველს პრო­ვო­ცი­რე­ბა­ზე. აქ­ტი­უ­რო­ბის სე­ზო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში გვე­ლი აქ­ტი­უ­რია აპ­რი­ლი­დან ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე, ძი­რი­თა­დად ღა­მით ან სი­ცხე­ე­ბის დად­გო­მამ­დე დღი­სით. გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თეთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას! (სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­ტი­ტოქ­სი­კუ­რი შრა­ტე­ბი) - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გველ­გეს­ლას გვა­რის 4 სა­ხე­ო­ბის გვე­ლია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე შხა­მი­ა­ნია გი­ურ­ზა. იგი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ხევ­რად უდაბ­ნო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცხოვ­რობს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახალ­გა­მო­ჩე­კი­ლი გვე­ლის შხა­მი ისე­ვე სა­ში­შია, რო­გორც ზრდას­რუ­ლის.