როგორ შეუძლია ძილს სიცოცხლის რამდენიმე წლით გახანგრძლივება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილის გაუმჯობესების მეთოდი შეიძლება აღმოჩნდეს სიარული, სტაბილური ძილი კი სიცოცხლეს ახანგრძლივებს

სიარულის სარგებლის მისაღებად ნაბიჯების დათვლა არ არის საჭირო.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე სიარული აუმჯობესებს ადამიანის განწყობას, ძილის ხარსიხს და არეგულირებს მისი აქტივობის დონეს. თუმცა, ხაზგასმით აღსანიშნვიაა, რომ სულაც არ არის აუცილებელი 10,000 ნაბიჯის გადადგმა. სწრაფი სიარული კვირაში მინიმუმ 150 წუთის განმავლობაში, ან დღეში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, კვირაში ხუთი დღე, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებას, განწყობის გაუმჯობესებას და წონის კონტროლს.

სიარული ასტიმულირებს ბიოლოგიური სიგნალების გამომუშავებას, რომლებიც ხელს უწყობს სწრაფ და ღრმა ძილს. ეს მიდგომა განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს მათთვის, ვინც უმოძრაო ცხოვრების წესს მისდევს და სურს ღამის ძილის ხარისხის გაუმჯობესება რთული ვარჯიშების ან მედიკამენტოზური თერაპიის გარეშე.

როგორ შეუძლია ძილს სიცოცხლის რამდენიმე წლით გახანგრძლივება?

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძილის სტაბილური რეჟიმი გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

გამოცემა Focus-ის სტატიის თანახმად, დღეგრძელობის ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ძილის რაოდენობა და ხარისხი, არამედ ძილის გრაფიკის თანმიმდევრულობაც.

ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც ე.წ. 7:1 ძილის წესს მისდევენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნაადრევად მოკვდნენ და საშუალოზე ოთხ წლით მეტხანს შეიძლება იცოცხლონ. წესი მარტივია: ყოველ ღამე დაახლოებით 7 საათი იძინეთ და ერთსა და იმავე დროს დაწექით დასაძინებლად (გადახრა დასაშვებია ერთი საათიპლიუს ან მინუს), კვირაში სულ მცირე ხუთჯერ.

ეს ხელს უწყობს შინაგანი ბიოლოგიური რიტმის დამყარებას და აუმჯობესებს ჰორმონულ ფუნქციას, მეტაბოლიზმს და იმუნურ სისტემას. ექსპერტები განმარტავენ, რომ ძილის ცვალებადი გრაფიკი - მაგალითად, შაბათ-კვირას გვიან დაწოლა და ადგომა და სამუშაო დღეებში კი პირიქით ადრე გაღვიძება - ორგანიზმზე „სოციალური ჯეტლეგის“ მსგავსად მოქმედებს, არღვევს მის ბუნებრივ რიტმს და ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების რისკს, დაღლილობიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებამდე.

ამ წესის ყოველდღიურ რუტინაში დასანერგად, ექიმები გვირჩევენ, შაბათ-კვირასაც კი დავადგინოთ გაღვიძების ფიქსირებული დრო, შეამციროთ მკვეთრი შუქი და ეკრანის ზემოქმედება და დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე შეეცადოთ არ მიიღოთ კოფეინი. მნიშვნელოვანი არა სრულყოფილი სიზუსტე, არამედ თანმიმდევრულობაა - ექსპერტების დასკვნით, ძილის რეჟიმის მცირე გაუმჯობესებასაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე.