საკვები პროდუქტები, რომელებიც დამოკიდებულების (აბსტინენციის) სიმპტომებს იწვევენ
ტკბილეული და სწრაფი კვება იწვევს დამოკიდებულებას, ამიტომ მათმა მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები.
ადრე იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყავის რეგულარულად მსმელებს შეიძლება განუვითარდეთ ძილიანობა, თავბრუსხვევა, კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანება და განწყობის ცვალებადობა, როდესაც წყვეტენ მის მიღებას. ეს მდგომარეობა დაკავშირებულია ნერვული და სისხლძარღვთა სისტემების ადაპტაციასთან, რომლებიც წლების განმავლობაში შეეჩვივნენ მუდმივ სტიმულაციას.
არა მხოლოდ ყავის მომხმარებლებს, არამედ ტკბილეულის მოყვარულებსაც შეიძლება განუვითარდეთ უსიამოვნო აბსტინენციის სიმპტომები. შაქრიანი საკვები ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას, რაც იწვევს დამოკიდებულებას. ადამიანს ეწყება ტკბილეულის მიღების დაუძლეველი ლტოლვის შეგრძნება და თუ მათ მოულოდნელად შეწყვეტენ, შეიძლება განიცადონ თავის ტკივილი, დაღლილობა და გაღიზიანება.
ცხიმიან საკვებზე უარის თქმამაც შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. ცხიმიან საკვებს ენა აღიქვამს, როგორც ყველაზე ინტენსიურ და სასიამოვნოს, რადგან სხვადასხვა არომატი ადვილად იხსნება ცხიმში.
ეს ადამიანებს უბიძგებს, რომ ასეთი საკვები უფრო ხშირად და დიდი რაოდენობით მიირთვან, ამიტომ მათ გარეშე განწყობა შეიძლება დაქვეითდეს და შიმშილის შეგრძნება გაიზარდოს.
ამ მხრივ ყველაზე საშიშია სწრაფი კვება, რადგან ის შეიცავს შაქრისა და ცხიმის სიჭარბეს. ეს იწვევს სწრაფ დამოკიდებულებას.
იმისათვის, რომ უარი თქვათ არაჯანსაღ საკვებზე ძლიერი აბსტინენციის სიმპტომების განცდის გარეშე, უმჯობესია თანდათანობით მიუახლოვდეთ სასურველ მიზანს. დღითიდღე უნდა შეამციროთ პორციების ზომა, ჩაანაცვლოთ ისინი ჯანსაღი საჭმელებით: ახალი ბოსტნეულითა და ხილით, უცხიმო რძის პროდუქტებით.
ამავდროულად, აუცილებელია ფიზიკური აქტივობის გაზრდა, რადგან ეს ხელს უწყობს მადის კონტროლს და აუმჯობესებს განწყობას, რაც ნიშნავს, რომ არაჯანსაღი საკვებისადმი ლტოლვა ნაკლებად ინტენსიური ხდება.