რა უნდა ვიცოდეთ სტეროიდული პრეპარატების შესახებ
მათ ძალიან ძლიერი გავლენა აქვთ ადამიანის ორგანიზმზე. სადღეისოდ, სტეროიდების 100-ზე მეტი სახეობაა ხელმისაწვდომი, როგორც ტაბლეტის, ასევე ინიექციის ფორმით.
სტეროიდები ხელოვნური ნივთიერებებია, რომლებიც ჰორმონ ტესტოსტერონის მსგავსია და გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ასევე კუნთების ზრდის ხელშესაწყობად, რეგენერაციის დასაჩქარებლად და ფიზიკური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად.
ვის და რისთვის შეუძლია ამ ბიოსტიმულატორის მიღება?
ბიოსტიმულატორებს სპორტსმენები და ბოდიბილდერები იყენებენ ძალისა და კუნთოვანი მასის გასაზრდელად. თუმცა, მათმა ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინისა და არტერიული წნევის მომატება, იმპოტენცია, გინეკომასტია და სხვა დაავადებები. ამიტომ, ამ ტიპის დანამატების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით, მხოლოდ სრული დიაგნოსტიკის შემდეგ.
სტეროიდებს ზოგჯერ პროფესიონალი სპორტსმენებიც იყენებენ შედეგების გასაუმჯობესებლად და პოდიუმზე გასასვლელად.
ზოგიერთი სტეროიდი განკუთვნილია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის ანემიის, ბრონქული ასთმის, კრონის დაავადების, ართრიტის, რევმატიზმისა და სხვა.
5 მთავარი მიზეზი, რატომაც მიმართავენ სტეროიდების მიღებას:
1) ისინი ეფექტურად ზრდიან კუნთოვან მასას, აძლიერებენ ვარჯიშს და აუმჯობესებენ შესრულებას;
2) სტეროიდები ეხმარება წონის სწრაფად დაკლებასა და სხეულის ტონუსში მოყვანას. ისინი ხელს უწყობენ წონის დაკლებას, რადგან ზრდიან სხეულის აქტივობის დონეს, რაც იწვევს მეტაბოლური მაჩვენებლის ზრდას. ორგანიზმი წვავს მეტ კალორიას და ცხიმს, რაც იწვევს წონის კლებას. სტეროიდებს ასევე შეუძლიათ გაზარდონ გამძლეობა, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს უფრო დიდხანს ივარჯიშონ, რაც თავის მხრივ დამატებით დახმარებას უწევს წონის დაკლებაში;
3) ეს ბიოდანამატები ხელს უწყობს დაზიანებებისა და ვარჯიშების შემდეგ აღდგენის დაჩქარებას. გარდა ამისა, ძვლების სიმტკიცის გაზრდა და ტკივილის შემცირება შესანიშნავი ბონუსია;
4) სტეროიდული ანაბოლური საშუალებები უზრუნველყოფს ენერგიას და ზრდის გამძლეობას;
5) მათ ასევე შეუძლიათ გააუმჯობესონ იმუნიტეტი და დაეხმარონ დაავადებებთან და ინფექციებთან ბრძოლაში. იმუნური სისტემის გაძლიერება ხდება იმუნური სისტემის აქტივობის გაზრდის ხარჯზე. საკვები დანამატები აძლიერებს იმუნური სისტემის უნარს, აღმოაჩინოს და გაანადგუროს უცხო ნაწილაკები და ბაქტერიები. შეუძლიათ ხელი შეუწყონ სისხლში ანტისხეულების დონის ამაღლებას, ასევე ანთებითი პროცესების პრევენციას ან შემცირებას ორგანიზმში.
სპორტული დანამატების მიღების უკუჩვენებებია:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები, როგორებიცაა არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი;
- ალერგიული რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე;
- ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები;
- სისხლში შაქრის რეგულირების დარღვევები;
- ორსულობა და ლაქტაცია;
- ანტიდეპრესანტების მიღება;
- დიაბეტი;
- ფსიქიკური დარღვევები.
არ შეიძლება სტეროიდების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ალერგიული რეაქციების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
როგორ იზრდება და „იბერება“ კუნთები?
სტეროიდების მოქმედების გასაგებად, ჯერ გავიგოთ, თუ რატომ იზრდება კუნთები. ჩონჩხის კუნთები საოცრად ადაპტირებადი ქსოვილებია, რომლებსაც შეუძლიათ ფიზიკურ აქტივობაზე რეაგირება. მათი ზრდის მთავარი მექანიზმი დაკავშირებულია მიკროტრავმებთან, რომლებიც კუნთების ბოჭკოებში ძალისმიერი ვარჯიშის დროს წარმოიქმნება. ეს დაზიანებები იწვევს აღდგენის რთულ პროცესს, მათ შორის კუნთების უჯრედებში ცილის სინთეზის მატებას, რაც დროთა განმავლობაში იწვევს მათი მოცულობისა და ძალის ზრდას.
მიუხედავად იმისა, რომ კუნთების ზრდის მექანიზმები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, ცნობილია, რომ ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ პროცესში:
- ტესტოსტერონი - მამაკაცის მთავარი ჰორმონია, რომელიც პასუხისმგებელია ცილის სინთეზის გაძლიერება-გაზრდაზე და აღდგენის დაჩქარებაზე;
- ზრდის ჰორმონი (სომატოტროპული ჰორმონი) - ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას და ძვლების განმტკიცება-გამაგრებას;
- ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი (IGF-1) ხელს უწყობს უჯრედების დაყოფას (გამრავლებას) და კუნთოვანი ბოჭკოების ზრდას.
დატვირთვისას კუნთები ადაპტირდებიან, ძლიერდებიან და უფრო გამძლენი ხდებიან. ეს აიხსნება ფენომენით, რომელიც ცნობილია, როგორც კუნთების ჰიპერტროფია - კუნთოვანი ბოჭკოების ზომის ზრდა. ვარჯიშის შემდეგ აღდგენის პროცესში კუნთები „აღადგენენ, არემონტებენ“ მიკროტრავმებს, ქმნიან ახალ სტრუქტურებს მომავალი დაზიანების ასარიდებლად. ეს პროცესი მოითხოვს როგორც ადეკვატურ კვებას (განსაკუთრებით ცილების მიღებას), ასევე დროს აღდგენისთვის.
აღდგენითი პროცესის დასაჩქარებლად და კუნთების ზრდის გასაძლიერებლად ზოგიერთი სპორტსმენი იყენებს ანაბოლური სტეროიდების შემცველ პრეპარატებს.
როგორ მუშაობენ სტეროიდები?
ანაბოლური სტეროიდები არის ტესტოსტერონის სინთეზური ანალოგები, რომლებიც შემუშავებულია სამედიცინო მიზნებისთვის. პრეპარატები ასტიმულირებენ ცილის სინთეზის ბუნებრივ პროცესს კუნთოვან უჯრედებში, რითაც ხელს უწყობენ დაზიანების შემდგომ კუნთოვანი ბოჭკოების აღსადგენად საჭირო დროის შემცირებას, ასევე ხშირ და ინტენსიურ ვარჯიშს.
თუმცა, ასეთი „დახმარება“ დაკავშირებულია ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებთან.
უფრო კონკრეტულად, ანაბოლური სტეროიდები შემდეგნაირად მოქმედებენ:
1) პრეპარატი მიღების შემდეგ (ტაბლეტების ან ინიექციების სახით) ხვდება სისხლში და უკავშირდება სატრანსპორტო ცილებს, რომლებსაც ის კუნთოვან ქსოვილში გადააქვთ;
2) სტეროიდი შედის უჯრედში, სადაც ის უკავშირდება ციტოპლაზმაში არსებულ ანდროგენულ რეცეპტორებს. ეს ააქტიურებს რეცეპტორს, რომელიც უჯრედის ბირთვში გადაიტანება;
3) ბირთვში გააქტიურებული რეცეპტორი ასტიმულირებს ცილის სინთეზზე პასუხისმგებელ გენებს. შეგახსენებთ, რომ ცილები კუნთების საშენი მასალაა და მათი გაზრდილი წარმოება იწვევს კუნთოვანი მასის ზრდას;
4) ამ ყველაფერთან ერთად, ითრგუნება კატაბოლური ჰორმონების მოქმედება, ისეთის როგორიცაა, მაგალითად, კორტიზოლი, რომელიც ვარჯიშის შემდეგ ანადგურებს კუნთოვან ქსოვილს. ეს ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ბუნებრივი დაკარგვის შემცირებას;
5) სტეროიდები ეხმარებიან დაზიანებული კუნთოვანი ბოჭკოების აღდგენაში ჩართული სატელიტური უჯრედების რაოდენობის გაზრდასაც. ეს კი, ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, უფრო სწრაფი აღდგენის საშუალებას იძლევა.
ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა მრავალი „მაგრამ“...
- ბევრ ქვეყანაში ანაბოლური სტეროიდების რეცეპტის გარეშე გაყიდვა და გამოყენება აკრძალულია. მაგალითად, რუსეთში, მათი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის და სპეციალისტების მკაცრი მეთვალყურეობით. სტეროიდების თერაპიული დოზებით გამოყენება, ექიმის მეთვალყურეობით, შეიძლება უსაფრთხო იყოს. თუმცა, სპორტსა და ფიტნესში დოზები ხშირად რამდენჯერმე აღემატება დასაშვებ ნორმებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს;
- შავ ბაზარზე შეძენილი „მიწისქვეშა“ პრეპარატები შეიძლება არ შეესაბამებოდეს დეკლარირებულ შემადგენლობას. ეს ზრდის მოწამვლისა და ინფექციების რისკს არასტერილური ინიექციების გამოყენებისას. ხოლო ასეთი პრეპარატების რეცეპტის გარეშე შეძენის, შენახვისა და გავრცელებისთვის პირმა შეიძლება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სასჯელი მიიღოს;
- ანაბოლური სტეროიდები სპორტში აკრძალული ნივთიერებების სიაშია და მათი გამოყენება დოპინგად ითვლება, არღვევს სპორტულ ეთიკას და საფრთხეს უქმნის სპორტსმენის ჯანმრთელობას. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (ჭADA) მკაცრად აკონტროლებს მათ გამოყენებას და წესების დარღვევისას პირს დისკვალიფიკაცია ემუქრება;
- ანაბოლური სტეროიდების ეფექტი ნარჩუნდება მხოლოდ პრეპარატის უწყვეტად გამოყენების შემთხვევაში. კურსის შეწყვეტის შემდეგ, ბუნებრივი ტესტოსტერონის დონე შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს და კატაბოლიზმი გაიზარდოს, რაც გამოიწვევს მიღებული კუნთოვანი მასის დაკარგვას. შედეგად, ორგანიზმი თანდათან „უბრუნდება“ საწყის მდგომარეობას.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიონ ანაბოლურმა სტეროიდებმა?
მიუხედავად იმისა, რომ ანაბოლური სტეროიდები ეხმარება სასურველი სპორტული შედეგების მიღწევას, მათ შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას. მათ შორისაა:
შინაგანი ორგანოების ფუნქციათა დარღვევები:
- ღვიძლის დაავადება;
- ქოლესტერინის დისბალანსი, რაც ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას, გულის შეტევებისა და ინსულტების მომატებულ რისკს;
- თირკმლის უკმარისობა.
ჰორმონული დარღვევები:
მამაკაცებთან:
- ორგანიზმის მიერ თავისი ტესტოსტერონის წარმოების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლების ატროფია და უნაყოფობა;
- გინეკომასტიის (სარძევე ჯირკვლების გადიდება) განვითარება ტესტოსტერონის ესტროგენად გარდაქმნის (კონვერსიის) გამო;
- იმპოტენცია და ლიბიდოს დაქვეითება.
ქალებთან:
- ხმის დაბოხება, თმის ჭარბი ზრდა სხეულსა და სახეზე;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ნაყოფიერების პრობლემები;
- აკნეს განვითარება და ცხიმის სეკრეციის მომატება.
ფსიქოემოციური ეფექტები:
- გაზრდილი აგრესიულობა და გაღიზიანება, ასევე ცნობილი როგორც „სტეროიდული მრისხანება“;
- დეპრესია და განწყობის ცვალებადობა პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ;
- დამოკიდებულება: ბევრ ადამიანს უჭირს სტეროიდების მიღების შეწყვეტა.
ანაბოლურ სტეროიდებს შეუძლიათ იმუნიტეტის დაქვეითება და ინფექციების რისკის გაზრდა.