როგორ დავეხმაროთ გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიცოცხლისთვის საშიში, გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობანი

მის სიცოცხლეს და დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, მათ შორის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული მეთოდებით.

ამგვარ კრიტიკულ მდგომარეობებს მიეკუთვნება, როგორც მწვავედ მიმდინარე პათოლოგიები (მოწამვლა, ასფიქსია, ტრავმული შოკი), ისე ქრონიკულად მიმდინარე დაავადებათა გართულებანი (ჰიპერტონული კრიზი, ასთმური სტატუსი, დიაბეტური კომა და სხვა).

გადაუდებელ მდგომარეობათა კუპირებას ახდენენ ექიმი რეანიმატოლოგები, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, თუმცა რეანიმაციულ ღონისძიებათა პრინციპებსა და უნარებს ასევე უნდა ფლობდნენ საშუალო სამედიცინო განათლების მქონე პირები.

სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობანი განირჩევა მიზეზებისა და განვითარების მექანიზმის მიხედვით. სასიცოცხლო ფუნქციებისთვის საფრთხის მომტანი ფაქტორებისა და მათი განვითარების მექანიზმის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს მოქმედების სწორი ალგორითმის შედგენას უზრუნველყოფს, სწორად გაწეული სამედიცინო დახმარება კი პაციენტის გადარჩენილი სიცოცხლეა.

დამაზიანებელი ფაქტორები

დამაზიანებელ ფაქტორის მიხედვით, გადაუდებელი მდგომარეობების 3 ძირითადი ჯგუფია ცნობილი.

ტრავმები

ტრავმული მდგომარეობის განვითარებისთვის საჭიროა ორგანიზმზე ექსტრემალური ფაქტორის მოქმედება:

  • თერმული, ქიმიური, მექანიკური და სხვა;
  • მათ შორის დამწვრობა, მოყინვა, ელექტროტრავმა;
  • მოტეხილობები;
  • შინაგანი ორგანოების დაზიანებანი და სისხლდენა.

თითოეული მათგანის ამოცნობა ხორციელდება პაციენტის გარეგანი დათვალიერებითა და სასიცოცხლო ფუნქციების შეფასებით.

მოწამვლა და ალერგია

ვითარდება შხამებისა და ტოქსინების ორგანიზმში მოხვედრით, ინჰალაციური, ენტერალური, პარენტერალური, კონტაქტური გზით.

ამ ჯგუფში შედის სოკოთი მოწამვლა, მცენარეული შხამებით, ალკოჰოლით, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით, ქიმიური შენაერთებით, ნარკოტიკების ზედოზირება, შხამიანი ქვეწარმავლებისა და მწერების ნაკბენი, ანაფილაქსიური შოკი.

ხილული დაზიანებანი ამგვარი ინტოქსიკაციებისას თითქმის არ არის, მძიმე დარღვევები მიმდინარეობს უჯრედოვან დონეზე.

შინაგანი ორგანოების დაავადებები

ამ ჯგუფს შეადგენს დეკომპენსაციური მწვავე და ქრონიკული პროცესებით გამოწვეული სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევა:

  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • ინსულტი;
  • ფილტვების შეშუპება;
  • ჰიპერტონიული კრიზი.

მათი დიაგნოსტირება წარმოებს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის მეთო­დებით.

ყველაზე ხშირად გადაუდებელი მდგომარეობები გვხვდება ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, კარდიოლოგიაში, ნევროლოგიასა და ინფექციურ პათოლოგიათა სპექტრში.

  • უროლოგიაში - გადაუდებელ დახმარებას ითვალისწინებს თირკმლის ჭვალი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, პრიაპიზმი, შარდის მწვავე შეკავება;
  • გინეკოლოგიასა და სამეანო პრაქტიკაში ურგენტული შემთხვევებია: საშვილოსნოდან სისხლდენა, ორსულთა ეკლამფსია, მშობიარობა არასამედიცინო გარემოში;
  • ენდოკრინოლოგიაში ასეთებია: ლაქტატაციდოზი, კეტოციდოზი, ჰიპო და ჰიპერგლიკემია, თირეოტოქსიკური, ადისონური, ჰიპოკალციემიური, კატექოლამინური კრიზები;
  • პედიატრიაში სპეციფიკური გადაუდებელი მდგომარეობებია: ცრუ კრუპი, კრუნჩხვითი, ეპილეფსიური და ჰიპერთერმული სინდრომები.

დამახასიათებელი ნიშნები

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ამოცნობა ადვილია, მისი მდგომარეობისა და სხეულის პოზის მიხედვით, სახის გამომეტყველებით, ფერითა და კანის საფარველის სისველით, სუნთქვისა და გულისცემის სიხშირით, სუნთქვის ტიპით, არტერიული წნევის დონით.

რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე ფასდება იმით, თუ რამდენად სწრაფად უარესდება სასიცოცხლო ფუნქციები: ცნობიერება, ჰემოდინამიკა, გარეგანი სუნთქვა.

გარდა ამისა, ურგენტული მდგომარეობანი შესაძლოა მიმდინარეობდეს ციებ-ცხელებით, ტკივილისა და ინტოქსიკაციური სინდრომებით, გაუწყლოებით, ფსიქიკის დარღვევით.

საგულისხმო სიმპტომებია: მკვეთრი მოდუნება და შენელება, გონების დაკარგვა, მეტყველების დარღვევა, უხვი გარეგანი სისხლდენა, ფერმკრთალი ან მოცისფრო სახე, მოხრჩობის, მოგუდვის შეგრძნება, კრუნჩხვები, მრავლობითი ღებინება, გამოხატული ტკივილები.

გადაუდებელი მდგომარეობების პირველადი - ექიმამდელი დახმარება

გადაუდებელი მდგომარეობებისას, ექიმამდელ დახმარებას ადამიანს, დაზარალებულს, უტარებს ნებისმიერი პირი, ვინც მის გვერდითაა, პირველივე შემხვედრი ადამიანი, ოჯახის წევრი.

პირველადი დახმარება - ეს გადაუდებელ ღონისძიებათა კომპლექსია, რომელიც დაზარალებულს უტარდება სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, მას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, მდგომარეობის გართულების თავიდან აცილება და სრული გამოჯანმრთელების შანსების მაქსიმალური გაზრდა. პირველადი დახმარება არ ცვლის პროფესიულ სამედიცინო დახმარებას, იგი დროული ღონისძიებაა, მაგრამ დაზიანებიდან პირველივე წუთებში აღმოჩენილი უმნიშვნელო დახმარებაც კი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

პირველადი დახმარების ძირითადი პრინციპებია:

  • მდგომარეობის შეფასება: განსაზღვრა, რამდენად საშიშია ვითარება და არსებობს თუ არა სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა: საჭიროა გატარდეს ღონისძიებანი მატრამვირებელი ფაქტორის და საფრთხის მოსპობის მიზნით;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება: ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად, ზუსტი მისამართისა და დაზარალებულის მდგომარეობის აღწერით;
  • აღმოუჩინეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება: განახორციელეთ ზომები დაზარალებულისთვის საჭირო კონკრეტული სამიზნეების გათვალისწინებით;
  • დაამშვიდეთ დაზარალებული: შეუქმენით მშვიდი გარემო, უზრუნველყავით კომფორტი და მხარდაჭერა;
  • ნუ განახორციელებთ ქმედებებს, რომლებიც გააუარესებენ მის მდგომარეობას, ნუ შეეცდებით დამოუკიდებლად დასვათ დიაგნოზი და დაუნიშნოთ მკურნალობა.

პირველად ექიმამდელ დახმარებას განსაზღვრავს დაზიანების ხასიათი და პაციენტის მდგომარეობა, იგი ითვალისწინებს:

  • დამაზიანებელი ფაქტორის მოცილებას;
  • პაციენტის სხეულის ოპტიმალური მდგომარეობის მიღებას, თავის ან ქვედა კიდურების აწევას;
  • კიდურების დროებით იმობილიზაციას;
  • ჟანგბადის მიწოდებას, ყინულის ან სათბურას გამოყენებას;
  • სისხლდენის შემაჩერებელი ნახვევის დადებას;
  • სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებას.

სასურველია ყოველმა ადამიანმა იცოდეს და ფლობდეს პირველადი დახმარების გაწევის უნარებს, რათა შეძლოს საჭირო სიტუაციაში მათი გამოყენება.

არსებობს სხვადასხვა კურსები და ტრენინგები, სადაც ამას ასწავლიან, ისინი ტარდება სამედიცინო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში.

საექიმო გადაუდებელი დახმარება

საექიმო გადაუდებელი დახმარება, პირველ ყოვლისა, ითვალისწინებს იმ წამყვანი სინდრომის კუპირებას, რომელიც ადამიანისთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია: რესპირატორული დარღვევები, მოცირკულირე დარღვევები და შოკური გამოვლინებანი.

ამ მიზნით პაციენტებს უტარდებათ ინფუზური თერაპია, ეძლევათ ჰემოსტატიკური, ნარკოტიკული, სისხლძარღვების მატონიზებელი და სხვა პრეპარატები, ხორციელდება სამკურნალო ბლოკადები.

სპონტანური სუნთქვის შეჩერებისას ტარდება სასულის ინტუბაცია ან იდება ტრაქეოსტომა.

გულის გაჩერებისას ადრენალინი შეიყვანება უშუალოდ გულის კუნთში, ტარდება გულის გარეგანი მასაჟი და დეფიბრილაცია.

გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის გამოსავალს განსაზღვრავს დროულად ჩატარებული დახმარების მოცულობა და ხარისხი.

გულ-ფილტვისმიერი რეანიმაცია გრძელდება 30 წუთი, მისი ეფექტიანობის კრიტერიუმია სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა, მათ შორის პაციენტის სტაბილიზაცია და ჰოსპიტალიზაცია შესაბამისი პროფილის კლინიკაში. თუ ამ დროის განმავლობაში არ გამოვლინდა სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენის ნიშნები, მაშინ, სამწუხაროდ, რეანიმაციული ღონისძიებები ჩერდება და ფიქსირდება ბიოლოგიური სიკვდილი.

გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობათა პრო­ფ­ი­ლაქტიკა

გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობათა განვითარების რისკის შესამცირებლად და ზოგიერთ შემთხვევაში, თავიდან ასაცილებლადაც კი აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:

  • ცხოვრების ჯანსაღი წესი: სწორი კვება, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
  • უსაფრთხოების წესების დაცვა: სამსახურში, გზაზე, სახლსა და სპორტულ დარბაზებში;
  • რეგულარული სამედიცინო კვლევების ჩატარება: დროულად აღმოჩენილი და ნამკურნალევი დაავადება აქვეითებს გადაუდებელ მდგომარეობათა განვითარების რისკებს.

გაითვალისწინეთ!

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუ ეჭვი გეპარებათ თქვენს შესაძლებლობებში და დაზარალებულის მდგომარეობა უარესდება.

შეისწავლეთ და ასწავლეთ ახლობლებს პირველი დახმარების გაწევის წესები: ეს თქვენ ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად გამყოფებთ.

პირველი დახმარების ცოდნითა და საჭირო სიტუაციაში მისი აღმოჩენით, თქვენ გადაარჩენთ არა მხოლოდ თქვენსას, არამედ თქვენი ახლობლების სიცოცხლესაც.