ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ჯანმრთელობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ციფრული ტექნოლოგიები და ჯანმრთელობა

სმარტფონები, კომპიუტერები, ტაბლეტები და სხვა ელექტრო მოწყობილობები აღარ წარმოადგენენ მხოლოდ კომუნიკაციის ან ინფორმაციის მიღების საშუალებებს, ისინი გვეხმარებიან მუშაობის პროცესში, განათლების მიღებაში, სოციალურ ურთიერთობებსა და ჯანმრთელობის მართვაშიც კი.

ელექტრონული მოწყობილობები ქმნიან ახალ ქცევით ჩარჩოს, რომელიც გავლენას ახდენს ძილზე, მოძრაობაზე, ყურადღებაზე, ემოციურ რეგულაციასა და ზოგადად ჯანმრთელობის კონცეფციაზე. ციფრული მოწყობილობები ერთდროულად წარმოადგენენ როგორც რისკს, ისე რესურსს.

ელექტრონული მოწყობილობების გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე

ერთ-ერთი პირველი სისტემა, რომელზეც ელექტრონული მოწყობილობები ავლენს გავლენას არის მხედველობის აპარატი. ეკრანთან ხანგრძლივი ვიზუალური კონცენტრაცია დაკავშირებულია თვალის ფიზიოლოგიური ფუნქციების ცვლილებასთან. მაგალითად, ეკრანზე ხანგრძლივი კონცენტრაციის დროს მცირდება თვალის დახამხამების სიხშირე, რაც იწვევს თვალის სიმშრალეს, ასევე წვისა და დისკომფორტის შეგრძნებას.

ეკრანთან გატარებული დრო და გარე აქტივობის შემცირება ერთობლივად განიხილება მიოპიის (ახლომხედველობის) განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებად ბავშვებსა და მოზარდებში.

ვიზუალური სისტემის შემდეგ, ციფრული ქცევის გავლენა სწრაფად ვრცელდება კუნთოვან და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. ექიმები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ე.წ. tech neck-ზე (ტექნიკური კისერი)- მდგომარეობაზე, რომელიც უკავშირდება კისრის მუდმივ დახრას სმარტფონისკენ. დახრილ მდგომარეობაში კისრის მალებზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება. ხანგრძლივ პერსპექტივაში კი ეს იწვევს კისრის ქრონიკულ ტკივილს ,ხერხემლის დეგენერაციულ ცვლილებებსა და ბევრ სხვა პრობლემას.

ფიზიოლოგიური ცვლილებები, განსაკუთრებით, მკვეთრად ვლინდება ძილ-ღვიძილის ციკლში. ეკრანების მიერ გამოსხივებული ლურჯი სინათლე პირდაპირ ზემოქმედებს ძილ-ღვიძილის ცირკადულ სისტემაზე, თრგუნავს მელატონინის (ძილის ჰორმონის) სეკრეციასა და ცვლის ძილის არქიტექტურას. ძილის წინ ეკრანის გამოყენებისას:

  • ირღვევა ჩაძინების პროცესი;
  • ფუჭდება ძილის ხარისხი;
  • იზრდება დღის განმავლობაში დაღლილობისა და კონცენტრაციის პრობლემები;

ყველაფერი დამოკიდებულია ბალანსზე. სწორი და მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში, ტექნოლოგიები ზრდის პროდუქტიულობას, გვაძლევს საშუალებას დავგეგმოთ დღე და უფრო ორგანიზებულად ვიმუშაოთ. როდესაც ეკრანებს მიზანშეწონილად ვიყენებთ, ისინი სასარგებლო ხელსაწყოებად გარდაიქმნება, რომელთა დახმარებითაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მარტივი და კომფორტული ხდება.

აუცილებელია ეკრანებთან ყოფნისას ფიზიკური აქტივობების ჩართვაც. მაგალითად, მცირე პაუზები, თვალების დასვენება ყოველ 20 წუთში ერთხელ (20 წამით), სწორი ჯდომის მანერა, დამატებით, კისრისა და მხრების კუნთების გამარტივებული სავარჯიშოები,. ასეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ქმედებები ამცირებს ჯანმრთელობის პრობლემების რისკს.

ელექტრონული მოწყობილობები არ არის მხოლოდ მავნებელი ან მხოლოდ სასარგებლო. მათი გავლენა დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვიყენებთ ამ მოწყობილობებს.

საერთო ჯამში, ტექნოლოგიების სწორად გამოყენება შეიძლება იყოს ჩვენი ჯანმრთელობისა და კომფორტის ხელშემწყობი. ზომიერი და მიზნობრივი გამოყენება უზრუნველყოფს მხედველობის დაცვას, სრულფასოვან ძილს, კუნთოვან-საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე ნეგატიური გავლენის შემცირებას და, ზოგადად, ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ზედმეტი დრო ეკრანებთან კი შეიძლება სწრაფად გადაიქცეს ფიზიკური ჯანმრთელობის სერიოზულ გამოწვევად. ამიტომ მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის პოვნა და ტექნოლოგიების გამოყენება ისე, რომ სხეული, ჯანმრთელობა და ყოველდღიური კომფორტი დაცული იყოს.

ელენე მოდებაძე