ჯანმრთელობის პრობლემები ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობის 5 პრობლემა, რომელიც შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს წელიწადის ცივ პერიოდში

როდესაც გარე ტემპერატურა ეცემა და ჰაერი უფრო ცივი ხდება, ორგანიზმი ამ ცვლილებებზე რამდენიმე გზით რეაგირებს.

წელიწადის ცივ პერიოდში ექიმები აღნიშნავენ გარკვეული დაავადებების გამო პაციენტების მომართვიანობის ზრდას და ქრონიკული დაავადებების გამწვავებას. მიზეზები ნათელია: ტემპერატურის მერყეობა, სისხლძარღვების დატვირთვა, იმუნური სისტემის დასუსტება და ადამიანების ჩვეული ქცევის ცვლილებები.

1. გაციება და ვირუსული ინფექციები

როგორც კი ამინდი ცივდება, ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ შენობაში და ეს, ვირუსების უფრო აქტიურად გავრცელებას უწყობს ხელს. დასუსტებული სხეული უფრო მგრძნობიარეა სეზონური ინფექციების მიმართ. გარდა ამისა, ცივი ჰაერი აშრობს ცხვირის ლორწოვან გარსს, ამცირებს მის დამცავ თვისებებს. ამიტომ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდი ტრადიციულად მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებითა და გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებლის მომატების დროა.

2. სახსრების ქრონიკული დაავადებების გამწვავება

ცივი ტემპერატურა ზრდის ტკივილის შეგრძნებას ართრიტის, ართროზის და სახსრების სხვა დაავადებების მქონე ადამიანებში. სიცივე ანელებს სისხლის მიმოქცევას და იწვევს სპაზმებს სახსრების ირგვლივ ქსოვილებში, რაც მოძრაობას ნაკლებად კომფორტულს ხდის. ამინდის ცვლილების გამო, ასეთი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს იმ ადამიანებშიც კი, რომლებიც, როგორც წესი, სახსრების პრობლემებს არ უჩივიან.

3. კანის პრობლემები

გარეთ ცივი ჰაერი და სახლში ცხელი რადიატორები კანის მდგომარეობას სულ რამდენიმე დღეში ცვლის. ის უფრო დაუცველი ხდება, იჭიმება, იქერცლება და ღიზიანდება. ეგზემისა და ატოპური დერმატიტის მქონე ადამიანებს ხშირად წლის ცივ პერიოდში აღენიშნებათ გამწვავებები - კანი უფრო მკვეთრად რეაგირებს სიცივეზე, ვიდრე სიცხეზე.

4. არტერიული წნევის მკვეთრი მატება

ექიმები აღნიშნავენ, რომ ტემპერატურის დაქვეითებასთან ერთად იზრდება არასტაბილური არტერიული წნევის მქონე პაციენტების რიცხვი. სიცივე იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება შედარებით ჯანმრთელ ადამიანებშიც კი. ეს განსაკუთრებით საშიშია ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის - ჰიპერტენზიული კრიზისების რისკი ამ პერიოდში იზრდება.

5. განწყობის გაუარესება და სეზონური აპათია

მოკლე დღე, მზის ნაკლებობა და მუდმივი სიცივე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ორგანიზმზე, არამედ ემოციურ მდგომარეობაზეც. სეროტონინის დონე ეცემა და დაღლილობა, ძილიანობა და გაღიზიანება იწყება. ზოგიერთისთვის შემოდგომა-ზამთრის აპათია კლინიკურ დეპრესიაში გადაიზრდება, ამიტომ ფსიქოლოგები გვირჩევენ, მეტი ყურადღება მივაქციოთ ემოციურ ცვლილებებს.