გამოვლინდა ექვსი ხრიკი უძილობის შემდეგ, დღის განმავლობაში კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად
ნევროლოგმა რეიჩელ სალასმა განაცხადა, რომ უძილო ღამის შემდეგ ადამიანები ხშირად გრძნობენ დაღლილობას და გამოფიტვას. Infobae-სთან ინტერვიუში მან ისაუბრა ექვს ხრიკზე, რომელიც ხელს უწყობს კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
სალასი გვირჩევს დღის განმავლობაში გარეთ გასვლას, რადგან მზის სხივები ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას, ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც აუმჯობესებს განწყობას. ასევე რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობა, რადგან ვარჯიში ამცირებს სტრესს.
გარდა ამისა, ექიმის თქმით, კეთილდღეობის გაუმჯობესების სასარგებლო საშუალებაა დღისით ძილი, რომელიც დაღლილობის დონის მიხედვით 20-დან 90 წუთამდე უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, არასრულფასოვანი ძილის შემდეგ, სალასი გვირჩევს ყავის დალევას მთელი დღის განმავლობაში ენერგიის შესანარჩუნებლად. და ბოლოს, იგი მოგვიწოდებს, შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და ჩვეულებრივზე 30 წუთით ადრე დავწვეთ დასაძინებლად, რათა დავაკომპენსიროთ წინა ღამით დასვენების ნაკლებობა.