რამდენად მაღალია სილამაზის სალონებში სოკოთი დაინფიცირების რისკი
ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სალონური მომსახურების შინ გამოძახების და სილამაზის სალონებში სტუმრობისას. სწორედ ისეთ დაწესებულებებში, სადაც მრავალი ადამიანის კანთან და თმასთან არის შეხება, განსაკუთრებით მაღალია სოკოვანი ინფექციის გავრცელების რისკი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ Microsporum canis-ით მანიკურის ან პედიკურის გაკეთების დროს, თუმცა გაცილებით იშვიათად.
ამრიგად, Microsporum canis არის დერმატოფიტური სოკო, რომელიც გავლენას ახდენს კანზე, თმაზე, წვერსა და ულვაშზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი ფრჩხილებზე. განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ახალგაზრდა ქალებისთვის და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის, მაგალითად, D ვიტამინის დეფიციტის გამო - ასეთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია სისტემური მიკოზის გამო.
ინფექციის სიმპტომები ხშირად შეუმჩნეველი რჩება ან შეიძლება აგვერიოს სხვა პრობლემებთან: ქავილი, აქერცვლა და ანთება ხშირად შეცდომით ჩვეულებრივ შეიძლება მივიჩნიოთ ქერტლად, რის გამოც ადამიანი ცდილობს სიმპტომების აღმოფხვრას ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების დახმარებით.
ამ გამოვლინებების იგნორირება არ შეიძლება - სოკოვანი ინფექცია თავისთავად არ ქრება და არც ერთი შამპუნი არ დაგეხმარებათ Microsporum canis-ასთან ბრძოლაში.
თუმცა, Microsporum canis-ის გარდა, სხვა სოკოს, Malassezia, ასევე შეუძლია პრობლემა შეუქმნას თმის ფოლიკულებს. ამ სახეობის სოკოვანი ინფექციით ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს შინაური ცხოველებისგან - კატების ან ძაღლებისგან.
ეს სოკო შეიძლება გამოჩნდეს არა მხოლოდ თმაზე, არამედ წარბებსა და წამწამებზეც. თუ სტილისტი ან ვიზაჟისტი არ დაიცავს ჰიგიენის წესებს კოსმეტიკური პროცედურის ჩატარების დროს, შესაძლოა ინფექცია გადაეცეს სხვა ადამიანზე.
რისკების შესამცირებლად აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, კანისა და თმის მდგომარეობის გულდასმით მონიტორინგი, მხოლოდ სანდო სალონებისმომსახურებით სარგებლობა, რომლებიც მკაცრად იცავენ სანიტარიულ წესებს და სოკოვანი ინფექციის ოდნავი ეჭვის შემთხვევაში გაიარონ PCR ტესტი სხვადასხვა სახეობის სოკოს დნმ-ის გამოსავლენად. დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ნუ დაიწყებთ ამ პრობლემასთან ბრძოლას მხოლოდ გარეგანი საშუალებებით, როგორიცაა შამპუნები, სხვადასხვა სახის სამკურნალო ნიღბები და ა.შ. ექიმი-სპეციალისტი დაგინიშნავთ შესაბამის თერაპიას, რაც წარმატებული მკურნალობისა და სასურველი შედეგის მიღების პირობაა.
- ასევე მნიშვენლოვანია აღინიშნოს, რომ ფრჩხილის სოკოს - ონიქომიკოზის განვითარების რისკის ფაქტორებია: ფსორიაზის, ჰიპერჰიდროზის (გაძლიერებული ოფლიანობა) და ფეხის კანის სოკოვანი ინფექციების არსებობა.